Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა აბულაძის და ძმის "ფსიქიკურ გადახრებზე" საუბრობს - რა წერია სალომე აბულაძის ჩვენებაში?
შალვა აბულაძის და ძმის "ფსიქიკურ გადახრებზე" საუბრობს - რა წერია სალომე აბულაძის ჩვენებაში?

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­სა და დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შალ­ვა აბუ­ლა­ძის დის, სა­ლო­მე აბუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის ძმას ბავ­შვო­ბა­ში "გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი გა­დახ­რე­ბი" ჰქონ­და. ამის შე­სა­ხებ სა­ლო­მე აბუ­ლა­ძე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში ყვე­ბა, რო­მელ­საც "ქრო­ნი­კა +" აქ­ვეყ­ნებს.

ბრალ­დე­ბუ­ლის დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შალ­ვა აბუ­ლა­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ჯერ ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, 2014 წლის ივ­ლი­სი­დან კი ისევ "რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა". სა­ლო­მე აბუ­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მისი ძმა ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც ძა­ლა­დობ­და, პი­რა­დად მას კი სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო გა­და­უწ­ვა.

"შალ­ვა 2014 წლის ივ­ლი­სი­დან რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და კვლავ და­ი­წყო უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნა, შე­იც­ვა­ლა ჩვენ მი­მარ­თაც, კერ­ძოდ, ძა­ლა­დობ­და ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ჩვე­ნი მა­მის მი­მართ. პირ­ვე­ლი ასე­თი შემ­თხვე­ვის დროს ოჯახ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ არ მიგ­ვე­მარ­თა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი­სათ­ვის, ხოლო რო­დე­საც იგი­ვე მე­ო­რედ ჩა­ი­დი­ნა, მე მი­ვიჩ­ნიე, რომ იგი კვლავ სა­ში­ში იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

მივ­მარ­თე ქ. ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ას და გან­ვა­ცხა­დე მისი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ (ჩემი მშობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ ბორ­ჯომ­ში და შალ­ვაც, ძი­რი­თა­დად, იქ იყო ხოლ­მე მათ­თან ერ­თად). პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დგე მე მას­თან აღარ მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა მეს­მო­და, რომ იგი თან ატა­რებ­და ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს და და­უბ­რუნ­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა­საც. ყო­ვე­ლი­ვე ამის გამო მე ვცდი­ლობ­დი უკვე იმას, რომ შალ­ვა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, რად­გან მე­ში­ნო­და, რომ კი­დევ ვინ­მეს­თვის არ შე­ექ­მნა საფრ­თხე. ამის გამო ჩემ მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იჩენ­და და მუდ­მი­ვად მე­მუქ­რე­ბო­და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბი­თა თუ ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით.

ჩემ­ზე ახ­დენ­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლა­საც და ცდი­ლობ­და, მუდ­მი­ვად ვყო­ლო­დი შიშ­ში. ამის გამო მე უკვე ვე­რი­დე­ბო­დი და შე­ვიც­ვა­ლე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლიც. შალ­ვამ ჩემ­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის მიზ­ნით და­მიწ­ვა სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ქ. თბი­ლის­ში ონი­აშ­ვი­ლის 69-ში და და­მი­ზი­ა­ნა ჩემი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა. ეს მოხ­და 2014 წლის 11 დე­კემ­ბერს, რის შე­სა­ხე­ბაც მივ­მარ­თე სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს და და­ი­წყო კი­დეც გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა ბრა­ლი ვერ და­უმ­ტკი­ცეს", - ყვე­ბა სა­ლო­მე აბუ­ლა­ძე ჩვე­ნე­ბა­ში.

მი­სი­ვე თქმით, "შალ­ვა აბუ­ლა­ძე ბავ­შვო­ბი­დან იყო საკ­მა­ოდ რთუ­ლი და პრობ­ლე­მუ­რი პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი გა­დახ­რე­ბიც".

"თუმ­ცა, რო­დე­საც ექი­მებ­თან მიჰ­ყავ­დათ ჩემს მშობ­ლებს, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ამ­ჩნევ­დნენ და ფიქ­რობ­დნენ, რომ მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ებ­და. ექი­მე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას იგი ახერ­ხებ­და იმით, რომ იყო ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რა­საც, სამ­წუ­ხა­როდ, მუდ­მი­ვად იყე­ნებ­და იმის­თვის, რომ სხვის­თვი­საც და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც ზი­ა­ნი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა", - გან­მარ­ტავს ჩვე­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის და.

შალვა აბულაძის და ძმის "ფსიქიკურ გადახრებზე" საუბრობს - რა წერია სალომე აბულაძის ჩვენებაში?

შალვა აბულაძის და ძმის "ფსიქიკურ გადახრებზე" საუბრობს - რა წერია სალომე აბულაძის ჩვენებაში?

პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძის დის, სალომე აბულაძის განცხადებით, მის ძმას ბავშვობაში "გარკვეული ფსიქიკური გადახრები" ჰქონდა. ამის შესახებ სალომე აბულაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომელსაც "ქრონიკა +" აქვეყნებს.

ბრალდებულის დის ინფორმაციით, შალვა აბულაძე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჯერ ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა, 2014 წლის ივლისიდან კი ისევ "რადიკალურად შეიცვალა". სალომე აბულაძის განმარტებით, მისი ძმა ოჯახის წევრებზეც ძალადობდა, პირადად მას კი საადვოკატო ბიურო გადაუწვა.

"შალვა 2014 წლის ივლისიდან რადიკალურად შეიცვალა და კვლავ დაიწყო უკანონო ქმედებების ჩადენა, შეიცვალა ჩვენ მიმართაც, კერძოდ, ძალადობდა ოჯახის წევრებზე, რამდენჯერმე ფიზიკური ძალადობა განახორციელა ჩვენი მამის მიმართ. პირველი ასეთი შემთხვევის დროს ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ არ მიგვემართა სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ხოლო როდესაც იგივე მეორედ ჩაიდინა, მე მივიჩნიე, რომ იგი კვლავ საშიში იყო საზოგადოებისათვის.

მივმართე ქ. ბორჯომის პოლიციას და განვაცხადე მისი დანაშაულის შესახებ (ჩემი მშობლები ცხოვრობენ ბორჯომში და შალვაც, ძირითადად, იქ იყო ხოლმე მათთან ერთად). პირობითი მსჯავრის დამთავრების შემდგე მე მასთან აღარ მქონია ურთიერთობა, თუმცა მესმოდა, რომ იგი თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და დაუბრუნდა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასაც. ყოველივე ამის გამო მე ვცდილობდი უკვე იმას, რომ შალვა დაეკავებინათ, რადგან მეშინოდა, რომ კიდევ ვინმესთვის არ შეექმნა საფრთხე. ამის გამო ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენდა და მუდმივად მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა თუ ქონების დაზიანებით.

ჩემზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც და ცდილობდა, მუდმივად ვყოლოდი შიშში. ამის გამო მე უკვე ვერიდებოდი და შევიცვალე საცხოვრებელი ადგილიც. შალვამ ჩემზე ზეწოლის მოხდენის მიზნით დამიწვა საადვოკატო ბიურო, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში ონიაშვილის 69-ში და დამიზიანა ჩემი კუთვნილი ავტომანქანა. ეს მოხდა 2014 წლის 11 დეკემბერს, რის შესახებაც მივმართე სამართალდამცველ ორგანოებს და დაიწყო კიდეც გამოძიება, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს", - ყვება სალომე აბულაძე ჩვენებაში.

მისივე თქმით, "შალვა აბულაძე ბავშვობიდან იყო საკმაოდ რთული და პრობლემური პიროვნება, რომელსაც ჰქონდა გარკვეული ფსიქიკური გადახრებიც".

"თუმცა, როდესაც ექიმებთან მიჰყავდათ ჩემს მშობლებს, ისინი განსაკუთრებულს ვერაფერს ამჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ მკურნალობას არ საჭიროებდა. ექიმების დარწმუნებას იგი ახერხებდა იმით, რომ იყო ძალიან გონიერი და ჭკვიანი ადამიანი, რასაც, სამწუხაროდ, მუდმივად იყენებდა იმისთვის, რომ სხვისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც ზიანი მიეყენებინა", - განმარტავს ჩვენებაში ბრალდებულის და.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ