ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მგლების შემოსევის ფაქტი დაფიქსირდა. მტაცებელი სამოსახლო ნაკვეთში დღის საათებში შევიდა და ადგილობრივ ფერმერებს შინაური ცხოველები, ხბო და ცხვარი დაუგლიჯა.
გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, მგლების შემოსევის ფაქტი გახშირებულია და პრობლემის მოსაგვარებლად მონადირეთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს.
წყარო: livepress.ge