პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა არა­ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კა­ცის ამოც­ნო­ბა­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვა­ლე­ბის ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ის მის­ვლამ­დეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ავ­ლი­ნა კი­დევ ერთი პირი, რო­მელ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა ცალ­კე წარ­მო­ე­ბად და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გარ­დაც­ვლი­ლის ძმამ, ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, პა­რა­ლე­ლუ­რად გარ­დაც­ვა­ლე­ბის ად­გი­ლი­დან აღე­ბუ­ლი დნმ-ს ნი­მუ­შის შე­და­რე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის პირს, რო­გორც ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ამო­ღე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში რამ­დე­ნი­მე პირი სა­ეჭ­ვოდ იქნა მიჩ­ნე­უ­ლი, სა­ი­და­ნაც ორის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში უკვე მოხ­და.

"ვერ მოხ­და ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი პი­რის – არა­ქარ­თუ­ლი, უფრო ზუს­ტად ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­უ­რი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კა­ცის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, რა უნ­დო­და მას იმ ად­გი­ლას", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა კი­დევ ერთ პირ­ზე, რო­მე­ლიც არა ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად, არა­მედ არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­ლინ­და. გარ­დაც­ვლი­ლის ძმის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში უკვე და­ი­კი­თხა.

"ეს პირი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის. გა­მო­ძი­ე­ბა ამ პი­რამ­დე მი­იყ­ვა­ნა არ­სე­ბულ­მა გა­რე­მო­ე­ბებ­მა. მას­ზე ცალ­კე საქ­მეა გახ­სნი­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. თე­ო­რი­უ­ლად მას შე­საძ­ლოა, რა­ი­მე შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვილ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა დნმ-ს შე­და­რე­ბის პრო­ცე­დუ­რებს, ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი დიდი ნა­ხია ითხოვ­და აღ­ნიშ­ნუ­ლის და­წყე­ბას, თუმ­ცა პრო­ცე­დუ­რა მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა სწო­რედ დნმ-ის ნი­მუ­შის შე­და­რე­ბის შე­დე­გად მოხ­და. ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა კვლავ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის, 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი 2014 წლის 15 ივ­ლისს სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არაქართული გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს, რომელიც გარდაცვალების ადგილზე პოლიციის მისვლამდეა დაფიქსირებული. ამასთან, პროკურატურამ გამოავლინა კიდევ ერთი პირი, რომელზეც გამოძიება ცალკე წარმოებად დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, პარალელურად გარდაცვალების ადგილიდან აღებული დნმ-ს ნიმუშის შედარების პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება არაქართული გარეგნობის პირს, როგორც ზურაბ კიწმარიშვილმა აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე ამოღებულ ვიდეომასალაში რამდენიმე პირი საეჭვოდ იქნა მიჩნეული, საიდანაც ორის იდენტიფიცირება და დაკითხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე მოხდა.

"ვერ მოხდა ვიდეომასალაში დაფიქსირებული კიდევ ერთი პირის – არაქართული, უფრო ზუსტად ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის იდენტიფიცირება, შესაბამისად ამ დრომდე უცნობია, რა უნდოდა მას იმ ადგილას", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება კიდევ ერთ პირზე, რომელიც არა ვიდეომასალების დათვალიერების შედეგად, არამედ არსებული გარემოებების საფუძველზე გამოვლინდა. გარდაცვლილის ძმის ინფორმაციით, აღნიშნული პირი გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა.

"ეს პირი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. გამოძიება ამ პირამდე მიიყვანა არსებულმა გარემოებებმა. მასზე ცალკე საქმეა გახსნილი. მიმდინარეობს მისი საქმიანობის შესწავლის მიზნით ღონისძიებები. თეორიულად მას შესაძლოა, რაიმე შემხებლობა ჰქონდეს", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა. რაც შეეხება დნმ-ს შედარების პროცედურებს, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი დიდი ნახია ითხოვდა აღნიშნულის დაწყებას, თუმცა პროცედურა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის გამოვლენა სწორედ დნმ-ის ნიმუშის შედარების შედეგად მოხდა. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება კვლავ თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის 15 ივლისს საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"