პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მივედი, მითხრა, მიშველე, ცუდად ვარო" - დაჩი დარჩიას მკვლელს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
"როცა მივედი, მითხრა, მიშველე, ცუდად ვარო" - დაჩი დარჩიას მკვლელს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"დაჩი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მე ჩა­მაკ­ვდა ხელ­ში. გამ­თე­ნი­ი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით 4-ის წუ­თებ­ზე გა­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან და სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ას­თან ორ­ჯერ და­არ­ტყეს დანა. დაჭ­რილ­მა მო­ა­ხერ­ხა და დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად ბა­რის­კენ გა­მო­იქ­ცა, მკვლე­ლი უკან მოს­დევ­და და ის დაც­ვის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა."

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დი­ჯეი დაჩი დარ­ჩი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ გრძე­ლიშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა და­ას­რუ­ლა. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ხმა­უ­რით წა­რი­მარ­თა, ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლებ­მა გა­ნა­ჩე­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ვერ და­მა­ლეს.

1994 წელს და­ბა­დე­ბულ მი­ხე­ილ გრძე­ლიშ­ვილს სა­სა­მარ­თლომ 15 წელი მი­უ­სა­ჯა. "საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვი­სას, ბრალ­დე­ბულ­მა მ. გრძე­ლიშ­ვილ­მა თავი არ სცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში - გა­მო­ი­ყე­ნა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვი­სას საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი და სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე გა­მოკ­ვლე­ულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ. ვი­ნა­ი­დან მი­ხე­ილ გრძე­ლიშ­ვი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­სა­მარ­თლომ მას სა­ბო­ლო­ოდ, სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა." - აცხა­დე­ბენ სა­სა­მარ­თლო­ში. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე 9 სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის 20 და დაც­ვის 2 მოწ­მე და­ი­კი­თხა.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო­ში გან­მარ­ტა­ვენ, სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მის შემ­დედ გა­მო­ცხა­დე­ბულ გა­ნა­ჩენ­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც:

"სა­სა­მარ­თლომ მი­ხე­ილ გრძე­ლიშ­ვილ სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნუ­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 15 წლის ვა­დით. საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2014 წლის 30 აგ­ვის­ტოს, ქ.თბი­ლის­ში, ავ­ლაბ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ო­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე "ერევ­ნის სკვერ­ში" მი­ხე­ილ გრძე­ლიშ­ვილს შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და დაჩი დარ­ჩი­ას­თან, რა დრო­საც გრძე­ლიშ­ვილ­მა იგი წე­ლის არე­ში ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით დაჭ­რა. დაჭ­რი­ლი დაჩი დარ­ჩია სკვე­რი­დან მე­ტე­ხის ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცა, თუმ­ცა მას გრძე­ლიშ­ვი­ლი გა­ე­კი­და და წე­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბა კვლავ მი­ა­ყე­ნა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"როცა მივედი, მითხრა, მიშველე, ცუდად ვარო" - დაჩი დარჩიას მკვლელს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"როცა მივედი, მითხრა, მიშველე, ცუდად ვარო" - დაჩი დარჩიას მკვლელს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"დაჩი, ფაქტობრივად, მე ჩამაკვდა ხელში. გამთენიისას, დაახლოებით 4-ის წუთებზე გავიდა სამსახურიდან და სომხურ ეკლესიასთან ორჯერ დაარტყეს დანა. დაჭრილმა მოახერხა და დახმარების სათხოვნელად ბარისკენ გამოიქცა, მკვლელი უკან მოსდევდა და ის დაცვის პოლიციამ დააკავა."

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიჯეი დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ გრძელიშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. სასამართლო სხდომა ხმაურით წარიმართა, ბრალდებულის ახლობლებმა განაჩენით გამოწვეული უკმაყოფილება სასამართლო სხდომაზე ვერ დამალეს.

1994 წელს დაბადებულ მიხეილ გრძელიშვილს სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა. "საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა მ. გრძელიშვილმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში - გამოიყენა დუმილის უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითად განხილვისას საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში სრულად ცნო დამნაშავედ. ვინაიდან მიხეილ გრძელიშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, სასამართლომ მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - აცხადებენ სასამართლოში. მათივე ინფორმაციით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 9 სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლო პროცესზე ბრალდების 20 და დაცვის 2 მოწმე დაიკითხა.

როგორც სასამართლოში განმარტავენ, სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

სასამართლო სხდომის შემდედ გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც:

"სასამართლომ მიხეილ გრძელიშვილ სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 30 აგვისტოს, ქ.თბილისში, ავლაბრის მიმდებარე ტერიოტორიაზე მდებარე "ერევნის სკვერში" მიხეილ გრძელიშვილს შელაპარაკება მოუვიდა დაჩი დარჩიასთან, რა დროსაც გრძელიშვილმა იგი წელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი დაჩი დარჩია სკვერიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით გაიქცა, თუმცა მას გრძელიშვილი გაეკიდა და წელის არეში ჭრილობა კვლავ მიაყენა.

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ