"მთავრობას პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოყვანის სამართლებრივი ბერკეტი აქვს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
"პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოყვანის ბერკეტი სამართლებრივად მთავრობას აქვს, თუმცა მეორეა პოლიტიკური მხარე და აქ მკაფიო განცხადება იქნა გაკეთებული მთავრობის მეთაურის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება იმ საკითხის პოლიტიზება, რომელიც არ არის პოლიტიკური. საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტი იჩაგრება არის თითიდან გამოწოვილი. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ არ არის საუბარი პრეზიდენტის რეზიდენციიდან იძულებით გამოყვანაზე, უბრალოდ აღინიშნა ის, რომ ათონელზე აშენებული სასახლე მზადაა და პრეზიდენტის აღნიშნულ სასხლეში გადასვლის საკითხიც ამიტომ გაცხადდა.
"კონსტიტუცია ყველამ კარგად უნდა წავიკითხოთ. როდესაც ეს რეზიდენცია აშენდა მიხეილ სააკშვილისთვის, მაშინ ქვეყანაში იყო სუპერ საპრეზიდენტო სისტემა. 2013 წლის შემდეგ ქვეყანაში თვისებრივად საპარლამენტო მმართველობაა. პრეზიდენტის სასახლე მის ფუნქციებს არ შეესაბამება. ამიტომაა საჭირო, რომ გიორგი მარგველაშვილმა შენობა დატოვოს და ათონელზე გადავიდეს. მე მიჩნდება ეჭვი, რომ პრეზიდენტმა 9-წლიან პროცესებზე მოსაზრება შეიცვალა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე -დაგაინტერესებთ: "ივანიშვილი ადგენს თამაშის წესებს და მას სურს, პრეზიდენტმა გააკეთოს ის და იყოს იქ, როგორც მას სურს"