სქიმარქიმანდრიტი სერაფიმე ბითხარიბი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს.
"მინდა ყველა ჩემს მრევლს და მეგობარს გთხოვოთ, რომ დავმშვიდეთ და მოდი ნუღარ დავდებთ სურათებს, სირიის და ერაყის ამბებს ვგულისხმობ. ძალიან გთხოვთ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო და მსოფლიოსაც კი მივაწვდინეთ ხმა, მაგრამ ყველა ისე გააშუქა როგორც მათ სურდათ და ამიტომ ყველაზე სწორად ასე მიმაჩნია. რაც მთავარია, ჩვენ დაპირება მივიღეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მიყვარხართ გულში, ყველა მიყვარხართ, ვინც გვერდით იდექით და ვინც გვერდი მოგვიცილეთ, მართლა ყველა მიყვარხართ. დიდი პატივის ცემით არქიმანდრიტი სერაფიმე!", - წერს მამა სერაფიმე.