საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბატონო პრეზიდენტო, მე შეგიფარებთ, ყოველდღე ვარიებს ვერ დაგიკლავთ, მაგრამ დაუმადლებელ ყველს და პურს არ მოგაკლებთ
ბატონო პრეზიდენტო, მე შეგიფარებთ, ყოველდღე ვარიებს ვერ დაგიკლავთ, მაგრამ დაუმადლებელ ყველს და პურს არ მოგაკლებთ

და­ნებ­დე­ბა?! არ და­ნებ­დე­ბა?! გა­და­ვა?! არ გა­და­ვა?! - ეს ის კი­თხვე­ბია, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ირ­გვლივ ის­მის. სა­დაო სა­გა­ნი პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­აა, რო­მე­ლიც ავ­ლა­ბარ­ში მდე­ბა­რე­ობს, ხოლო მთავ­რო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ეს რე­ზი­დენ­ცია უნდა და­ტო­ვოს და ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე ახ­ლად გა­რე­მონ­ტე­ბულ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვი­დეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ რა­საც მთავ­რო­ბა მი­იჩ­ნევს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ჰგო­ნია და თე­ო­რი­უ­ლა­დაც არ უშ­ვებს იმის ალ­ბა­თო­ბას, რომ ცდე­ბა. არა­და, მარ­თა­ლია გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არ არის ყვე­ლა ქარ­თვე­ლის არ­ჩე­ვა­ნი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნია და პა­ტი­ვის­ცე­მას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს. სა­უ­ბე­დუ­როდ, მთავ­რო­ბა ამ­დენს ვერ, ან არ ხვდე­ბა, უფრო დიდი უბე­დუ­რე­ბა კი ის არის, რომ მთავ­რო­ბის ბევ­რი მომ­ხრეც მთავ­რო­ბას ბა­ძავს.

სამ­წუ­ხა­როა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბევ­რის­თვის ისევ "მი­შას სა­სახ­ლეს­თან" ასო­ცირ­დე­ბა, არა­და ეს ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­აა და ის მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ეკუთ­ვნის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ვალ­დე­ბუ­ლია თა­მა­შის წე­სებს და­ე­მორ­ჩი­ლოს და რე­ზი­დენ­ცია და­ტო­ვო­სო. გულ­წრფე­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, თუ არ და­ტო­ვა და თქვა: აქა ვდგა­ვარ და სხვაგ­ვა­რად არ ძალ­მიძ­სო, სა­აღ­სრუ­ლებ­ლო ბი­უ­რო მივა და გა­მო­ა­სახ­ლებს?! იმე­დია, ასე არ მოხ­დე­ბა, თო­რემ მერე მარ­თლა გა­ვა­ო­ცებთ ევ­რო­პას.

ბევ­რი წერს, რომ პრე­ზი­დენ­ტი თით­ქმის უფუნ­ქცი­ოა და რაში სჭირ­დე­ბა მას ამ­ხე­ლა რე­ზი­დენ­ცი­აო. ამ ლო­გი­კით ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი რე­ზი­დენ­ცი­აც საკ­მა­ოდ დი­დია და მა­შინ სად­მე "ხრუშ­ჩოვ­კა" ვუ­ქი­რა­ოთ ბა­ტონ პრე­ზი­დენტს და პრობ­ლე­მაც გა­და­იჭ­რე­ბა. სხვა­თა შო­რის, ამა­ვე ლო­გი­კით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მა­შინ პარ­ლა­მენ­ტიც უნდა გა­მო­ვა­სახ­ლოთ, რად­გან მარ­თა­ლია ფუნ­ქცია აქვთ (თან დიდი), მაგ­რამ მა­გა­თი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე ჩემ­მა და­საფ­სებ­მა თვა­ლებ­მა ჯერ ვერ და­ი­ნა­ხა.

უბე­დუ­რე­ბაა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა ამ­ხე­ლა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წინ დგას და კა­მა­თი ასეთ პრი­მი­ტი­ულ თე­მებ­ზე მი­დის და ამა­ში უამ­რა­ვი რე­სურ­სი იხარ­ჯე­ბა. ერთი წერს, გა­მო­ვი­დეს, მე­ო­რე ვი­ღა­ცას ავა­ლებს, რომ უპა­სუ­ხე არ გა­მო­ვა­ლო და ასე პა­სუ­ხის-პა­სუ­ხე­ბით ამომ­რჩე­ვე­ლი ვიქ­ცევთ თავს. უკვე თით­ქმის ორი წე­ლია გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტია და მთავ­რო­ბის მხრი­დან ერთი ფაქ­ტიც არ მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტეს, პი­რი­ქით კი იცო­ცხლე, რამ­დე­ნიც გინ­და, თი­თე­ბი არ გე­ყო­ფა ადა­მი­ანს ჩა­მო­სათ­ვლე­ლად.

ფაქ­ტია, მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე ყო­ვე­ლი თავ­დას­ხმა მის რე­ი­ტინგზე ას­ხამს წყალს, რად­გან ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ქარ­თვე­ლებს ყო­ველ­თვის გვე­ცო­დე­ბა და ხში­რად ეს სიბ­რა­ლუ­ლი სიყ­ვა­რულ­ში გა­და­დის. ასეა ამ შემ­თხვე­ვა­შიც და მე თუ ვხვდე­ბი ამ­დენს, და­ვი­ჯე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ის პი­რე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, ვი­საც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცია აქვთ გან­ზრა­ხუ­ლი?

ომარ ხა­ი­ამს აქვს ერთი რო­ბაი, რო­მე­ლიც ასე სრულ­დე­ბა:

"....რა ვქნა, არ მეს­მის, ეს უგ­ნუ­რი ღვი­ნის ვა­ჭა­რი,

ღვი­ნოს რომ ყი­დის, იმა­ზე კარ­გს იყი­დის რა­მეს?"

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­მო­სახ­ლე­ბას რომ აპი­რებთ, გულ­წრფე­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი­დან, უკე­თე­სი ვინ უნდა შე­ა­სახ­ლოთ იქ?!

პ.ს. ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ოჯახ­ში ვცხოვ­რობთ სამი ადა­მი­ა­ნი (მე, მე­უღ­ლე და 3 წლის ნენე), მაგ­რამ არაა პრობ­ლე­მა, მე­ო­თხე­საც მი­ვი­ღებთ. ასე რომ, მი­ე­ცით მა­გათ ეგ სა­სახ­ლე (თუ ასე უნ­დათ) და მობ­რძან­დით. ვერ დაგ­პირ­დე­ბით, რომ ყო­ველ­დღე ვა­რი­ებს და­გიკ­ლავთ, მაგ­რამ და­უ­მად­ლე­ბელ ყველს და პურს არ მო­გაკ­ლებთ. ჩემი მი­სა­მარ­თის გა­გე­ბა ძა­ლი­ან იო­ლია და მო­რი­დე­ბით ნუ მო­გე­რი­დე­ბათ, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რებთ თქვე­ნი სტუმ­რო­ბით.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

ასე­ვე იხი­ლეთ| სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მზად არის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უმას­პინ­ძლოს

სა­ჭი­რო ბმუ­ლე­ბი მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის:

ბატონო პრეზიდენტო, მე შეგიფარებთ, ყოველდღე ვარიებს ვერ დაგიკლავთ, მაგრამ დაუმადლებელ ყველს და პურს არ მოგაკლებთ

ბატონო პრეზიდენტო, მე შეგიფარებთ, ყოველდღე ვარიებს ვერ დაგიკლავთ, მაგრამ დაუმადლებელ ყველს და პურს არ მოგაკლებთ

დანებდება?! არ დანებდება?! გადავა?! არ გადავა?! - ეს ის კითხვებია, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილის ირგვლივ ისმის. სადაო საგანი პრეზიდენტის რეზიდენციაა, რომელიც ავლაბარში მდებარეობს, ხოლო მთავრობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ეს რეზიდენცია უნდა დატოვოს და ათონელის ქუჩაზე ახლად გარემონტებულ შენობაში გადავიდეს. სამწუხაროა, რომ რასაც მთავრობა მიიჩნევს, ჭეშმარიტება ჰგონია და თეორიულადაც არ უშვებს იმის ალბათობას, რომ ცდება. არადა, მართალია გიორგი მარგველაშვილი არ არის ყველა ქართველის არჩევანი, მაგრამ საქართველოს არჩევანია და პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს. საუბედუროდ, მთავრობა ამდენს ვერ, ან არ ხვდება, უფრო დიდი უბედურება კი ის არის, რომ მთავრობის ბევრი მომხრეც მთავრობას ბაძავს.

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ამჟამინდელი საცხოვრებელი ბევრისთვის ისევ "მიშას სასახლესთან" ასოცირდება, არადა ეს ადგილი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაა და ის მთელ საქართველოს ეკუთვნის. ხელისუფლების უმაღლესი პირები ამბობენ, რომ მარგველაშვილი ვალდებულია თამაშის წესებს დაემორჩილოს და რეზიდენცია დატოვოსო. გულწრფელად მაინტერესებს, თუ არ დატოვა და თქვა: აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძსო, სააღსრულებლო ბიურო მივა და გამოასახლებს?! იმედია, ასე არ მოხდება, თორემ მერე მართლა გავაოცებთ ევროპას.

ბევრი წერს, რომ პრეზიდენტი თითქმის უფუნქციოა და რაში სჭირდება მას ამხელა რეზიდენციაო. ამ ლოგიკით ათონელის ქუჩაზე არსებული რეზიდენციაც საკმაოდ დიდია და მაშინ სადმე "ხრუშჩოვკა" ვუქირაოთ ბატონ პრეზიდენტს და პრობლემაც გადაიჭრება. სხვათა შორის, ამავე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ პარლამენტიც უნდა გამოვასახლოთ, რადგან მართალია ფუნქცია აქვთ (თან დიდი), მაგრამ მაგათი გაკეთებული საქმე ჩემმა დასაფსებმა თვალებმა ჯერ ვერ დაინახა.

უბედურებაა, როდესაც ქვეყანა ამხელა გამოწვევების წინ დგას და კამათი ასეთ პრიმიტიულ თემებზე მიდის და ამაში უამრავი რესურსი იხარჯება. ერთი წერს, გამოვიდეს, მეორე ვიღაცას ავალებს, რომ უპასუხე არ გამოვალო და ასე პასუხის-პასუხებით ამომრჩეველი ვიქცევთ თავს. უკვე თითქმის ორი წელია გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტია და მთავრობის მხრიდან ერთი ფაქტიც არ მახსენდება, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა გამოხატეს, პირიქით კი იცოცხლე, რამდენიც გინდა, თითები არ გეყოფა ადამიანს ჩამოსათვლელად.

ფაქტია, მარგველაშვილზე ყოველი თავდასხმა მის რეიტინგზე ასხამს წყალს, რადგან ჩაგრული ადამიანები ქართველებს ყოველთვის გვეცოდება და ხშირად ეს სიბრალული სიყვარულში გადადის. ასეა ამ შემთხვევაშიც და მე თუ ვხვდები ამდენს, დავიჯერო ხელისუფლების ის პირები ვერ ხვდებიან, ვისაც მარგველაშვილის დისკრედიტაცია აქვთ განზრახული?

ომარ ხაიამს აქვს ერთი რობაი, რომელიც ასე სრულდება:

"....რა ვქნა, არ მესმის, ეს უგნური ღვინის ვაჭარი,

ღვინოს რომ ყიდის, იმაზე კარგს იყიდის რამეს?"

გიორგი მარგველაშვილის გამოსახლებას რომ აპირებთ, გულწრფელად მაინტერესებს, მთავრობის წევრებიდან, უკეთესი ვინ უნდა შეასახლოთ იქ?!

პ.ს. ბატონო პრეზიდენტო, ოჯახში ვცხოვრობთ სამი ადამიანი (მე, მეუღლე და 3 წლის ნენე), მაგრამ არაა პრობლემა, მეოთხესაც მივიღებთ. ასე რომ, მიეცით მაგათ ეგ სასახლე (თუ ასე უნდათ) და მობრძანდით. ვერ დაგპირდებით, რომ ყოველდღე ვარიებს დაგიკლავთ, მაგრამ დაუმადლებელ ყველს და პურს არ მოგაკლებთ. ჩემი მისამართის გაგება ძალიან იოლია და მორიდებით ნუ მოგერიდებათ, პირიქით,  ძალიან გამახარებთ თქვენი სტუმრობით.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ასევე იხილეთ| საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, ბიძინა ივანიშვილს უმასპინძლოს

საჭირო ბმულები მეტი ინფორმაციისთვის:

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."