საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განო მელითაური განცხადებას აკეთებს: "უკანასკნელ ძალას ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო"
განო მელითაური განცხადებას აკეთებს: "უკანასკნელ ძალას ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო"

მსა­ხი­ობ კოტე თო­ლორ­და­ვას ქვრი­ვი რე­ჟი­სო­რი განო მე­ლი­თა­უ­რი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სურ­ვი­ლი აქვთ, რომ მას ფი­ნან­სუ­რად და­ეხ­მა­რონ, გან­ცხა­დე­ბით პა­სუ­ხობს, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს.

"მარ­თლა უკა­ნას­კნელ ძა­ლას ვიკ­რებ, რომ ეს სი­ტყვე­ბი თქვე­ნამ­დე მო­ვი­ტა­ნო! გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ბო­ლომ­დე ჩა­ი­კი­თხავთ და პო­ზა­ში არ ჩა­მო­მარ­თმევთ!

ჩემი და კო­ტეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბის კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შე­დე­გად მო­მი­ვი­და ხმე­ბი, რომ აქ გავ­რცელ­და ჩემი ან­გა­რი­შის ნო­მე­რი. დი­ლი­დან მომ­დის სმს-ები "თქვენ ჩა­გე­რი­ცხათ "ენ" თან­ხა". თუ ოდ­ნავ მა­ინც გული შეგ­ტკი­ვათ ჩემს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, ფი­ზი­კურ პი­რებს გე­ხე­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბით, გთხოვთ შე­წყვი­ტოთ თან­ხე­ბის გად­მო­რი­ცხვა, რად­გან ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მა­ყე­ნებთ!

გა­სა­გე­ბია ჩვე­ნი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ბი­ნის სეს­ხი და ასე შემ­დეგ, მაგ­რამ თქვენ, ჩემო მე­გობ­რე­ბო, უც­ნო­ბე­ბო, ნაც­ნო­ბე­ბო, სა­ერ­თოდ არ ხართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი თუნ­დაც ის 5 ლარი მო­იკ­ლოთ. მარ­თლა მთე­ლი არ­სე­ბით ვა­ფა­სებ თქვენს თა­ნად­გო­მას, გა­ღე­ბას და გუ­ლის­ტკი­ვილს, თუმ­ცა იგი­ვე თან­ხე­ბი სხვა ჩემ­ზე გა­ჭირ­ვე­ბულ თუნ­დაც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვუ­რი­ცხოთ. მე მარ­თლა მაქვს იმე­დი, რომ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბან­კი, რომ­ლის სეს­ხიც მაქვს ამ­ჟა­მად, ისი­ნი თი­თო­ე­ულ თქვენ­გან­ზე მე­ტად არი­ან ფი­ნან­სუ­რად მყა­რად და შე­უძ­ლი­ათ ჩემი ამ სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა.

უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა გა­მო­ი­ჩი­ნა ინი­ცი­ა­ტი­ვა და ამ­ხე­ლა თა­ნად­გო­მა გა­მო­მი­ცხა­და. ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, მან ჩემი პირ­ვე­ლი ფილ­მის პრო­ექ­ტიც და­ა­ფი­ნან­სა.

უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ბა­ტონ და­ვით ნარ­მა­ნი­ას და თბი­ლი­სის მე­რი­ას, ასე­ვე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს.

მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან და ბო­დი­შით, თუ ამ აუ­რა­ცხელ წე­რი­ლებს ვერ ვპა­სუ­ხობ.

არ გან­ვე­კუთ­ვნე­ბით არც მე და არც კოტე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვს, ვი­საც ხალ­ხის ამ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს.

ამ სა­ში­ნელ წუ­თებ­შიც კი, მინ­და იცო­დეთ - მე ვიგ­რძე­ნი თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გულ­წრფე­ლო­ბა და და­დე­ბი­თი ემო­ცია, რო­მე­ლიც ვერ გა­და­მარ­ჩენს, მაგ­რამ გა­და­მა­გო­რე­ბი­ნებს იმ აუ­ტა­ნელ პე­რი­ოდს, სა­ნამ უზე­ნა­ე­სი გა­და­წყვი­ტავს, კო­ტეს სა­მუ­და­მოდ შე­მახ­ვედ­როს!", - წერს განო მე­ლი­თა­უ­რი.

sponsored by ContentRoom

განო მელითაური განცხადებას აკეთებს: "უკანასკნელ ძალას ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო"

განო მელითაური განცხადებას აკეთებს: "უკანასკნელ ძალას ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო"

მსახიობ კოტე თოლორდავას ქვრივი რეჟისორი განო მელითაური ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ მას ფინანსურად დაეხმარონ, განცხადებით პასუხობს, სადაც აღნიშნავს, რომ თანხების გადარიცხვა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

"მართლა უკანასკნელ ძალას ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო! გამიხარდება, თუ ბოლომდე ჩაიკითხავთ და პოზაში არ ჩამომართმევთ!

ჩემი და კოტეს არაჩვეულებრივი მეგობრების კეთილი სურვილებისა და ინიციატივების შედეგად მომივიდა ხმები, რომ აქ გავრცელდა ჩემი ანგარიშის ნომერი. დილიდან მომდის სმს-ები "თქვენ ჩაგერიცხათ "ენ" თანხა". თუ ოდნავ მაინც გული შეგტკივათ ჩემს სიტუაციაზე, ფიზიკურ პირებს გეხებათ განსაკუთრებით, გთხოვთ შეწყვიტოთ თანხების გადმორიცხვა, რადგან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ!

გასაგებია ჩვენი ფინანსური პრობლემები, ბინის სესხი და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ, ჩემო მეგობრებო, უცნობებო, ნაცნობებო, საერთოდ არ ხართ ვალდებულები თუნდაც ის 5 ლარი მოიკლოთ. მართლა მთელი არსებით ვაფასებ თქვენს თანადგომას, გაღებას და გულისტკივილს, თუმცა იგივე თანხები სხვა ჩემზე გაჭირვებულ თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს შეგვიძლია გადავურიცხოთ. მე მართლა მაქვს იმედი, რომ გამოჩნდებიან კომპანიები, განსაკუთრებით ბანკი, რომლის სესხიც მაქვს ამჟამად, ისინი თითოეულ თქვენგანზე მეტად არიან ფინანსურად მყარად და შეუძლიათ ჩემი ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოყვანა.

უღრმესი მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პირველმა გამოიჩინა ინიციატივა და ამხელა თანადგომა გამომიცხადა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მან ჩემი პირველი ფილმის პროექტიც დააფინანსა.

უღრმესი მადლობა ბატონ დავით ნარმანიას და თბილისის მერიას, ასევე კულტურის სამინისტროს.

მიყვარხართ ყველანი ძალიან და ბოდიშით, თუ ამ აურაცხელ წერილებს ვერ ვპასუხობ.

არ განვეკუთვნებით არც მე და არც კოტე იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც ხალხის ამხელა სიყვარული გააღიზიანებს.

ამ საშინელ წუთებშიც კი, მინდა იცოდეთ - მე ვიგრძენი თითოეული თქვენგანის თანამონაწილეობა, გულწრფელობა და დადებითი ემოცია, რომელიც ვერ გადამარჩენს, მაგრამ გადამაგორებინებს იმ აუტანელ პერიოდს, სანამ უზენაესი გადაწყვიტავს, კოტეს სამუდამოდ შემახვედროს!", - წერს განო მელითაური.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია