Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა
დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

დი­ჯეი დაჩი დარ­ჩი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის მი­ხე­ილ გრძე­ლიშ­ვილს სა­სა­მარ­თლომ 15 წელი მი­უ­სა­ჯა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან აც­ნო­ბეს, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ გრძე­ლიშ­ვი­ლის მი­მართ დი­ჯეი-დაჩი დარ­ჩი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა და­ას­რუ­ლა. სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ გრძე­ლიშ­ვილს ბრა­ლად ედე­ბო­და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბი­სათ­ვის გან­მე­ო­რე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მიერ ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა.

"საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვი­სას, ბრალ­დე­ბულ­მა მ. გრძე­ლიშ­ვილ­მა თავი არ სცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში - გა­მო­ი­ყე­ნა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვი­სას საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი და სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე გა­მოკ­ვლე­ულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ. ვი­ნა­ი­დან მი­ხე­ილ გრძე­ლიშ­ვი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­სა­მარ­თლომ მას სა­ბო­ლო­ოდ, სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა", - აცხა­დე­ბენ სა­სა­მარ­თლო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე 9 სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის 20 და დაც­ვის 2 მოწ­მე და­ი­კი­თხა. რო­გორც სა­სა­მარ­თლო­ში გან­მარ­ტა­ვენ, სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

დიჯეი დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობისთვის მიხეილ გრძელიშვილს სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ ბრალდებულ მიხეილ გრძელიშვილის მიმართ დიჯეი-დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. სასამართლოს განცხადებით, მიხეილ გრძელიშვილს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა და ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

"საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა მ. გრძელიშვილმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში - გამოიყენა დუმილის უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითად განხილვისას საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში სრულად ცნო დამნაშავედ. ვინაიდან მიხეილ გრძელიშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, სასამართლომ მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აცხადებენ სასამართლოში.

მათივე ინფორმაციით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 9 სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლო პროცესზე ბრალდების 20 და დაცვის 2 მოწმე დაიკითხა. როგორც სასამართლოში განმარტავენ, სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ