მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსახლკაროდ დარჩენილი პენსიონერი დახმარებას ითხოვს
უსახლკაროდ დარჩენილი პენსიონერი დახმარებას ითხოვს

ანნა ნა­ზა­რე­ტი­ა­ნი ახალ­ცი­ხე­ში, თა­ყა­იშ­ვი­ლის N84-ში, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი-ექ­ვსი კვად­რა­ტულ მეტრ ოთახ­ში ქი­რით ცხოვ­რობს. მისი ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი პენ­სია, 172 ლა­რია. მე­უღ­ლე ომის ვე­ტე­რა­ნი ჰყავ­და და ამი­ტომ პენ­სი­ას, 150 ლა­რის ნაც­ვლად 22 ლა­რით მეტს იღებს. აქე­დან 80 ლარს ბი­ნის ქი­რა­ში იხ­დის, და­ნარ­ჩე­ნი ფული კი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულს წამ­ლებ­ზეც ძლივს წვდე­ბა.

"პუ­რის ფული აღარ მრჩე­ბა, შე­შა­ზე ხომ ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი. ამ ზამ­თარს მე­ზო­ბელ­მა სახ­ლი და­ან­გრია და იმ ნარ­ჩე­ნებს ვწვავ­დი, მო­მა­ვალ ზამ­თარ­ში ესეც არ იქ­ნე­ბა და ჩემი პენ­სი­ით შე­შას ვერ ვი­ყი­დი", - ამ­ბობს ნა­ზა­რე­ტი­ა­ნი.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­ცი­ხე­ში ცხოვ­რობ­და. 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შვი­ლე­ბის რჩე­ვით, ბინა გა­ყი­და და რუ­სეთ­ში წა­ვი­და, მისი ორი ვაჟი ოჯახ­თან ერ­თად იქ ცხოვ­რობ­და და თა­ვა­დაც შვი­ლებ­თან დარ­ჩე­ნას აპი­რებ­და. თუმ­ცა, სამ­თვი­ან ვი­ზას ისე ამო­ე­წუ­რა ვადა, რომ მისი გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო. ამ პრობ­ლე­მის იუ­რის­ტებ­თან მოგ­ვა­რე­ბა­ში, გა­ყი­დუ­ლი ბი­ნის ფუ­ლის დიდი ნა­წი­ლიც და­ე­ხარ­ჯა, თუმ­ცა, ვერც ვი­ზის ვადა გა­აგ­რძე­ლა და ვერც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. ერთი წლის შემ­დეგ ნა­ზა­რე­ტი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­პორ­ტით გა­მო­უშ­ვეს.

"ცოტა ხნით ნა­თე­სა­ვის ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი. მა­შინ მივ­მარ­თე სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურს, მაგ­რამ შე­სა­მოწ­მებ­ლად რომ მო­ვიდ­ნენ, მა­შინ ნა­თე­სა­ვი ერევ­ნი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი და მი­თხრეს, ვიდ­რე ერ­თად იცხოვ­რებთ, დახ­მა­რე­ბას ვერ მი­ი­ღე­ბო. მერე ის ბი­ნაც დავ­ცა­ლე და ქი­რით გად­მო­ვე­დი", - ყვე­ბა ნა­ზა­რე­ტი­ა­ნი.

პენ­სი­ო­ნე­რი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში რე­გის­ტრი­რე­ბას ითხოვს: "იქ­ნებ ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ სად­მე ერთი ოთა­ხი გა­მო­მი­ყოს, რომ პენ­სია ქი­რა­ში აღარ ვი­ხა­დო".

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

თამო
0

ქალბატონის ეს მდგომარეობა გასაგებია და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეთ პირობებში შვილებს რატომ ჰყავთ? ისე უჭირთ, რომ დედას უკეთეს ვერაფერს სთავაზობენ? თუ დედა რომ ბინას მიიღებს, მათთვისაც სახეირო იქნება მომავალში... ეხლა მიხედონ სჯობია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

უსახლკაროდ დარჩენილი პენსიონერი დახმარებას ითხოვს

უსახლკაროდ დარჩენილი პენსიონერი დახმარებას ითხოვს

ანნა ნაზარეტიანი ახალციხეში, თაყაიშვილის N84-ში, დაახლოებით ხუთი-ექვსი კვადრატულ მეტრ ოთახში ქირით ცხოვრობს. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსია, 172 ლარია. მეუღლე ომის ვეტერანი ჰყავდა და ამიტომ პენსიას, 150 ლარის ნაცვლად 22 ლარით მეტს იღებს. აქედან 80 ლარს ბინის ქირაში იხდის, დანარჩენი ფული კი დიაბეტით დაავადებულს წამლებზეც ძლივს წვდება.

"პურის ფული აღარ მრჩება, შეშაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამ ზამთარს მეზობელმა სახლი დაანგრია და იმ ნარჩენებს ვწვავდი, მომავალ ზამთარში ესეც არ იქნება და ჩემი პენსიით შეშას ვერ ვიყიდი", - ამბობს ნაზარეტიანი.

წლების განმავლობაში ახალციხეში ცხოვრობდა. 2012 წლის სექტემბერში შვილების რჩევით, ბინა გაყიდა და რუსეთში წავიდა, მისი ორი ვაჟი ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობდა და თავადაც შვილებთან დარჩენას აპირებდა. თუმცა, სამთვიან ვიზას ისე ამოეწურა ვადა, რომ მისი გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამ პრობლემის იურისტებთან მოგვარებაში, გაყიდული ბინის ფულის დიდი ნაწილიც დაეხარჯა, თუმცა, ვერც ვიზის ვადა გააგრძელა და ვერც მოქალაქეობა მიიღო. ერთი წლის შემდეგ ნაზარეტიანი საქართველოში დეპორტით გამოუშვეს.

"ცოტა ხნით ნათესავის ბინაში ვცხოვრობდი. მაშინ მივმართე სოციალური დახმარების სამსახურს, მაგრამ შესამოწმებლად რომ მოვიდნენ, მაშინ ნათესავი ერევნიდან იყო ჩამოსული და მითხრეს, ვიდრე ერთად იცხოვრებთ, დახმარებას ვერ მიიღებო. მერე ის ბინაც დავცალე და ქირით გადმოვედი", - ყვება ნაზარეტიანი.

პენსიონერი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებას ითხოვს: "იქნებ ადგილობრივმა მთავრობამ სადმე ერთი ოთახი გამომიყოს, რომ პენსია ქირაში აღარ ვიხადო".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”