"იმედის გმირი" ჭიდაობის დარბაზის ასაშენებლად დახმარებას ითხოვს

"იმედის გმირი" ჭიდაობის დარბაზის ასაშენებლად დახმარებას ითხოვს

19 წლის მინდია შაინიძე რამდენიმე წელია ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჭიდაობაში, საკუთარ სახლში მოწყობილ დარბაზში, უსასყიდლოდ ავარჯიშებს. სწორედ ამ კეთილი საქმის გამო მოხვდა მინდია "იმედის გმირების" გასული წლის სეზონში და მაყურებლის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულიც გახდა. ამითვის კი მან პრემია 5000 ლარი მიიღო. აღნიშნულ თანხას შაინიძე სოფელ წანავში ჭიდაობის დარბაზის ასაშენებლად გამოიყენებს, თუმცა თანხა საკმარისი არ არის და ამიტომ "იმედის გმირი" დახმარებას ითხოვს.

ამ ეტაპზე მინდია შაინიძესთან ჭიდაობაში 50-მდე ბავშვი ვარჯიშობს, თუმცა შაინიძის თქმით, ვარჯიშის სურვილი უფრო მეტ ბავშვს აქვს. ამიტომ გადაწყვიტა, სოფელში ჭიდაობის დარბაზი ააშენოს, სადაც ვარჯიშს 6 სოფლის ახალგაზრდები შეძლებენ.

"განაპირა სოფელში ვცხოვრობ, რის გამოც პატარა ბავშვები ჩემთან სიარულს ვერ ახერხებენ. ჭიდაობაში ვარჯიშის სურვილი კიდევ 100-მდე ბავშვს აქვს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დარბაზი ბავშვებისთვის მოსახერხებელ ადგილზე ავაშენო" , - ამბობს მინდია შაინიძე.

მისივე თქმით, მიწის ყიდვამდე კი, მან დახმარებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა.

"შენობისთვის მიწის ყიდვა ისევ ზანავში, სხვა ტერიტორიაზე მინდოდა, რომელიც სკოლასთან კიდევ უფრო ახლოს იქნებოდა. გამგეობაში მითხრეს, რომ მიწის ყიდვაში ვერ დამეხმარებოდნენ, ალტერნატიული ფართის მოძებნა მირჩიეს და განათლების სამინისტროში გადამამისამართეს. სამინისტრომაც უარი მითხრა", - აცხადებს "იმედის გმირი".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა