პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბელორუსი აჭარის რეგიონისათვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად მოისაზრება"
"ბელორუსი აჭარის რეგიონისათვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად მოისაზრება"

მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რი­ლის თვე­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ბე­ლო­რუ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნა "Leisure 2015"-ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. 4 დღის მან­ძილ­ზე რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რად აღ­მარ­თუ­ლი სტენ­დი ხალ­ხმრავ­ლო­ბი­თა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. გა­მო­ფე­ნის მსვლე­ლო­ბი­სას დე­პარ­ტა­მენ­ტის სტენდთან სტუმ­რებს შე­ეძ­ლო ღვი­ნის და ხა­ჭა­პუ­რის და­გე­მოვ­ნე­ბა, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რად მინ­სკის გა­მო­ფე­ნი­სათ­ვის შექ­მნი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი აჭა­რუ­ლი სა­მო­სის ტან­ტა­მა­რეს­კებ­თან ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. 10 აპ­რილს, "ბე­ლექ­სპოს" სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრის სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში ჩა­ტარ­და პრე­ზენ­ტა­ცია "აჭა­რის რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის" შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტთან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ბე­ლო­რუ­სი­უ­ლი ტუ­რო­პე­რა­ტო­რი "СТС ВОЯЖ" და ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "CAPITAL GEORGIA TRAVEL" -ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნი ბე­ლო­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კა­ში ბა­ტო­ნი გოჩა ჭე­ლი­ძე და პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ირაკ­ლი მეს­ხე­ლი, ბე­ლა­რუ­სის ეროვ­ნუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სვეტ­ლა­ნა გავ­რი­ლო­ვა, ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, 80-ზე მეტი ტუ­რო­პე­რა­ტო­რი, ტუ­რა­გენ­ტი და ჟურ­ნა­ლის­ტი.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ ჩა­ტარ­და გა­თა­მა­შე­ბა, რო­მელ­შიც გა­მარ­ჯვე­ბულს გა­და­ე­ცა ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და და­ჯილ­დოვ­და კომ­პა­ნია "СТС ВОЯЖ"-ის ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სუ­ვე­ნი­რე­ბით და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რით. გა­მო­ფე­ნა­ზე აჭა­რის რე­გი­ო­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­ხა­ტა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ზე უკვე აქ­ტი­უ­რად მო­მუ­შა­ვე, ისე ახალ­მა ტუ­რის­ტულ­მა სა­ა­გენ­ტო­ებ­მა.

მინ­სკის გა­მო­ფე­ნის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ ბე­ლო­რუ­სი­ა­ში. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტთან ასე­ვე აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია "თბილ­ღვი­ნო" და "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი", რო­მელ­მაც გა­მო­ფე­ნის ტან­ტა­მა­რეს­კე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მე­ბი შექ­მნა.

ბე­ლო­რუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­სა და აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ტუ­რის­ტუ­ლი ბა­ზარს წარ­მო­ად­გენს. 2014 წლის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, აჭა­რის სას­ტუმ­რო­ებ­ში ბე­ლო­რუ­სი ტუ­რის­ტე­ბის 53,2%-იანი ზრდა და­ფიქ­სირ­და. 2015 წლის სე­ზო­ნი­სათ­ვის აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტე­მან­ტი მარ­კე­ტინ­გულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს კი­დევ უფრო ააქ­ტი­უ­რებს. 6 აპ­რი­ლი­დან 31 მა­ი­სის ჩათ­ვლით ბე­ლო­რუ­სის ქა­ლაქ მინ­სკში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გარე რეკ­ლა­მა ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ად­გი­ლებ­ში, მეტ­რო­ში და რა­დიო რეკ­ლა­მა 2 წამ­ყვან რა­დიო სად­გურ­ზე. ამავდრო­უ­ლად, და­გეგ­მი­ლია პრეს და ინფო ტუ­რე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ბელორუსი აჭარის რეგიონისათვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად მოისაზრება"

"ბელორუსი აჭარის რეგიონისათვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრად მოისაზრება"

მიმდინარე წლის აპრილის თვეში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბელორუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა "Leisure 2015"-ზე იყო წარმოდგენილი. 4 დღის მანძილზე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალურად აღმართული სტენდი ხალხმრავლობითა და ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. გამოფენის მსვლელობისას დეპარტამენტის სტენდთან სტუმრებს შეეძლო ღვინის და ხაჭაპურის დაგემოვნება, ასევე სპეციალურად მინსკის გამოფენისათვის შექმნილი ტრადიციული აჭარული სამოსის ტანტამარესკებთან ფოტოების გადაღება. 10 აპრილს, "ბელექსპოს" საგამოფენო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა პრეზენტაცია "აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის" შესახებ, რომელშიც ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობდნენ ბელორუსიული ტუროპერატორი "СТС ВОЯЖ" და ტურისტული კომპანია "CAPITAL GEORGIA TRAVEL" -ის წარმომადგენლები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბელორუსის რესპუბლიკაში ბატონი გოჩა ჭელიძე და პირველი მდივანი ირაკლი მესხელი, ბელარუსის ეროვნული ტურისტული სააგენტოს დირექტორის მოადგილე სვეტლანა გავრილოვა, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები, 80-ზე მეტი ტუროპერატორი, ტურაგენტი და ჟურნალისტი.

პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა გათამაშება, რომელშიც გამარჯვებულს გადაეცა ქართული ღვინო და დაჯილდოვდა კომპანია "СТС ВОЯЖ"-ის ტრადიციული ქართული სუვენირებით და საქართველოში სამოგზაურო ტურით. გამოფენაზე აჭარის რეგიონით დაინტერესება გამოხატა როგორც საქართველოზე უკვე აქტიურად მომუშავე, ისე ახალმა ტურისტულმა სააგენტოებმა.

მინსკის გამოფენის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს საელჩომ ბელორუსიაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ასევე აქტიურად თანამშრომლობდა ქართული კომპანია "თბილღვინო" და "სამოსელი პირველი", რომელმაც გამოფენის ტანტამარესკებისთვის სპეციალური ტრადიციული ფორმები შექმნა.

ბელორუსი საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს. 2014 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აჭარის სასტუმროებში ბელორუსი ტურისტების 53,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2015 წლის სეზონისათვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტი მარკეტინგულ ღონისძიებებს კიდევ უფრო ააქტიურებს. 6 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით ბელორუსის ქალაქ მინსკში განხორციელდება გარე რეკლამა ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, მეტროში და რადიო რეკლამა 2 წამყვან რადიო სადგურზე. ამავდროულად, დაგეგმილია პრეს და ინფო ტურები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია