პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა მიირთვათ თვალების ჯანმრთელობისათვის
რა უნდა მიირთვათ თვალების ჯანმრთელობისათვის

საკ­ვებ რა­ცი­ონ­ზე რომ დი­დად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი თვა­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და მხედ­ვე­ლო­ბის სი­მახ­ვი­ლე – ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა. სხვა სა­კი­თხია, ვინ რო­გორ იცავს კვე­ბის რე­ჟიმ­სა და საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნის სრულ­ფა­სოვ­ნე­ბას. გთა­ვა­ზობთ იმ პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ირ­თვათ მხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ის სი­ჯან­სა­ღის­თვის:

კომ­ბოს­ტო - შე­ი­ცავს ლუ­თე­ინ­სა და ზე­აქ­სან­ტინს, რომ­ლე­ბიც გროვ­დე­ბა თვა­ლის ბა­დუ­რა­ში და უზ­რუნ­ველ­ყოფს ჯან­საღ მხედ­ვე­ლო­ბას. მათი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია სი­ნათ­ლის დამ­ღუპ­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბი­სა­გან თვა­ლის დაც­ვაა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მოკ­ლე­ტალ­ღო­ვა­ნი ლურ­ჯი შუ­ქი­სა­გან. გარ­და ამი­სა, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ხელს უშ­ლის კა­ტა­რაქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. კომ­ბოს­ტო მდი­და­რია A და C ვი­ტა­მი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სიბ­ნე­ლი­სად­მი თვა­ლის ადაპ­ტა­ცი­ა­ზე, იცავს თვა­ლის ქსო­ვი­ლებს მავ­ნე რა­დი­კა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის­გან.

ინ­და­უ­რის ხორ­ცი - თუ­თი­ი­სა და ნი­ა­ცი­ნის უხ­ვად შემ­ცვე­ლო­ბის გამო ხელს უწყობს ორ­გა­ნიზმს A ვი­ტა­მი­ნის ათ­ვი­სე­ბა­ში, ანე­იტ­რა­ლებს მავ­ნე რა­დი­კა­ლებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს თვა­ლის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ბას ახალ უჯრედ­თა ინ­ტენ­სი­უ­რად წარ­მოქ­მნა-გა­ნახ­ლე­ბის ხარ­ჯზე.

ორა­გუ­ლი - სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ თევ­ზის ეს სა­ხე­ო­ბა გა­ჯე­რე­ბუ­ლია ომე­გა-3 ტი­პის ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბით. სწო­რედ ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს თვა­ლის გა­მოშ­რო­ბის სინ­დრო­მის დაძ­ლე­ვა­ში (ეს პრობ­ლე­მა კარ­გად ნაც­ნო­ბია კომ­პი­უ­ტერ­თან ხან­გრძლი­ვად მო­მუ­შა­ვე­ე­ბის­თვის), ამ­ცი­რებს გლა­უ­კო­მის აღ­მო­ცე­ნე­ბის რისკს, ყვი­თე­ლი ხა­ლის დე­გე­ნე­რა­ცი­ას მი­ნი­მუმ 30%-ით. ამი­სათ­ვის საკ­მა­რი­სია კვი­რა­ში ორ­ჯერ 100 გრა­მი თევ­ზი მი­ირ­თვათ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რა უნდა მიირთვათ თვალების ჯანმრთელობისათვის

რა უნდა მიირთვათ თვალების ჯანმრთელობისათვის

საკვებ რაციონზე რომ დიდად არის დამოკიდებული ჩვენი თვალების ჯანმრთელობა და მხედველობის სიმახვილე – ყველას კარგად მოეხსენება. სხვა საკითხია, ვინ როგორ იცავს კვების რეჟიმსა და საკვები რაციონის სრულფასოვნებას. გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა მიირთვათ მხედველობის ფუნქციის სიჯანსაღისთვის:

კომბოსტო - შეიცავს ლუთეინსა და ზეაქსანტინს, რომლებიც გროვდება თვალის ბადურაში და უზრუნველყოფს ჯანსაღ მხედველობას. მათი მთავარი ფუნქცია სინათლის დამღუპველი მოქმედებისაგან თვალის დაცვაა, უფრო კონკრეტულად, მოკლეტალღოვანი ლურჯი შუქისაგან. გარდა ამისა, დასახელებული ნივთიერებები ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას. კომბოსტო მდიდარია A და C ვიტამინებით, რომლებიც პასუხისმგებელია სიბნელისადმი თვალის ადაპტაციაზე, იცავს თვალის ქსოვილებს მავნე რადიკალების მოქმედებისგან.

ინდაურის ხორცი - თუთიისა და ნიაცინის უხვად შემცველობის გამო ხელს უწყობს ორგანიზმს A ვიტამინის ათვისებაში, ანეიტრალებს მავნე რადიკალებს, უზრუნველყოფს თვალის ნორმალურ ფუნქციობას ახალ უჯრედთა ინტენსიურად წარმოქმნა-განახლების ხარჯზე.

ორაგული - სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თევზის ეს სახეობა გაჯერებულია ომეგა-3 ტიპის ცხიმოვანი მჟავებით. სწორედ ეს ნივთიერებები ეხმარება ადამიანს თვალის გამოშრობის სინდრომის დაძლევაში (ეს პრობლემა კარგად ნაცნობია კომპიუტერთან ხანგრძლივად მომუშავეებისთვის), ამცირებს გლაუკომის აღმოცენების რისკს, ყვითელი ხალის დეგენერაციას მინიმუმ 30%-ით. ამისათვის საკმარისია კვირაში ორჯერ 100 გრამი თევზი მიირთვათ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს