მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 სამაგიდო წიგნი, რომელიც უნდა გქონდეთ!
10 სამაგიდო წიგნი, რომელიც უნდა გქონდეთ!

რას ნიშ­ნავს სა­მა­გი­დო წიგ­ნი? ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად თქვენ­თან ახ­ლოს უნდა იყოს, რად­გან აქ მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ბევ­რჯერ, სხვა­დას­ხვა მიზ­ნის­თვის შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ.

სწო­რედ ასე­თი სა­მა­გი­დო 10 წიგ­ნის შე­სა­ხებ უნდა გამ­ცნოთ, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა ერთ დიდ სე­რი­ად აქ­ცია და დღე­ი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად, თვე­ში ერთხელ გა­ი­ყი­დე­ბა. ეს არის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა ოჯახ­ში უნდა იყოს. ათი­ვე წიგ­ნი სხვა­დას­ხვა დრო­ის ბესთსე­ლე­რია, რომ­ლე­ბიც ახლა უკვე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნი­თა და თა­ნა­მედ­რო­ვედ რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლი გა­მო­ი­ცე­მა.

სე­რია "სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი ათე­უ­ლი" ათ ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო და პრაქ­ტი­კულ წიგნს გთა­ვა­ზობთ.

ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ თქვენს ბიბ­ლი­ო­თე­კას ისე­თი წიგ­ნე­ბი შე­მა­ტოთ, რო­გო­რი­ცაა "სიბ­რძნის ენ­ციკ­ლო­პე­დია", "ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა­ფერ­ზე", "დიდი სა­ო­ჯა­ხო ენ­ციკ­ლო­პე­დია", "სა­ო­ჯა­ხო სამ­ზა­რე­უ­ლო", "ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი", "მე­ურ­ნის ენ­ციკ­ლო­პე­დია"…. და სხვა წიგ­ნე­ბი

"სიბ­რძნის ენ­ციკ­ლო­პე­დია" - მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ბრძნულ გა­მო­ნათ­ქვა­მებ­სა და აზ­რებს მო­ი­ცავს, რომ­ლებ­მაც, შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს.

"ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა­ფერ­ზე" - ეს არის წიგ­ნი, სა­დაც მარ­თლაც ყვე­ლა თე­მა­ზე შე­გიძ­ლი­ათ სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­მო­ჩე­ნა: იქ­ნე­ბა ეს ცნო­ბი­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა, ტერ­მი­ნი, ბუ­ნე­ბა, მსოფ­ლი­ოს სა­ოც­რე­ბე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რა და არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი თუ მოვ­ლე­ნა, ყვე­ლაფ­რის მოკ­ლე და სა­ინ­ტე­რე­სო გან­მარ­ტე­ბას ამ ტომ­ში იპო­ვით.

"დიდი სა­ო­ჯა­ხო სა­მე­დი­ცი­ნო ენ­ციკ­ლო­პე­დია" - გინ­დათ იცო­დეთ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და მათი თა­ვი­დან აცი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი? ეს არის წიგ­ნი, რომ­ლის შექ­მნა­ზეც 24 ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რი და ექი­მი მუ­შა­ობ­და. ეს წიგ­ნი სან­დო, კომ­პე­ტენ­ტუ­რი და მე­ტად სა­ჭი­რო მეგ­ზუ­რია ნე­ბის­მი­ე­რი თქვენ­გა­ნის­თვის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

"სა­ო­ჯა­ხო სამ­ზა­რე­უ­ლო" - გსურთ, გახ­დეთ უკე­თე­სი დი­ა­სახ­ლი­სი და უკვე არ­სე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას მეტი სი­ახ­ლე, მეტი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შეს­ძი­ნოთ? არა­ერ­თი თა­ო­ბის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის სა­უ­კე­თე­სო კრე­ბუ­ლი თქვე­ნი მარ­ჯვე­ნა ხელი გახ­დე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში.

"ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი" - უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რი, რო­მე­ლიც თქვენს შვი­ლებს, პა­ტა­რა მე­გობ­რებს, ან თუნ­დაც, ნე­ბის­მი­ერ ბავ­შვს კი­დევ ერთხელ გა­და­უშ­ლის ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბის ორი­გი­ნა­ლურ სამ­ყა­როს და ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ჯა­დოს­ნურ სივ­რცე­ში ამოგ­ზა­უ­რებს.

"მე­ურ­ნის ენ­ციკ­ლო­პე­დია" - ეს არის წიგ­ნი, რო­მელ­ში არ­სე­ბუ­ლი ილუსტრი­რე­ბუ­ლი ცნო­ბა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ, იყოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნე­ბის­მი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. იქ­ნე­ბა ეს ოთა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა, ჩი­თი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა, თუ ფერ­მე­რუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა.

დღე­ი­დან, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად, თვე­ში ერთხელ, "სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი ათე­უ­ლის" თითო წიგ­ნი გა­მო­ვა და 11 მა­ი­სამ­დე იქ­ნე­ბა გა­ყიდ­ვა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ წიგ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით უკვე იყო გა­მო­ცე­მუ­ლი, 30-დან 40 ლა­რამ­დე ღირ­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. ახლა კი წიგ­ნე­ბის ეს სე­რია კვი­რის პა­ლიტ­რის ყვე­ლა მკი­თხვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მკი­თხვე­ლი მის შე­ძე­ნას სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად 18.50 ლა­რად შეძ­ლებს. გა­ზეთ­თან ერ­თად სულ 20 ლარი ეღი­რე­ბა. ახა­ლი გა­მო­ცე­მის სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბი უფრო დიდი ზო­მი­საა და თი­თო­ე­ულ წიგნს სამი სა­ნიშ­ნე მოყ­ვე­ბა, რაც ამ სე­რი­ის წიგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბელს ხდის.

ცხო­ვე­ლე­ბი: ცხო­ველ­თა სამ­ყა­რო მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და სა­ინ­ტე­რე­სო. ამ დიდ წიგნ­ში ყვე­ლა­ფე­რია: ცხო­ვე­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, მწე­რე­ბი, თევ­ზე­ბი, მე­დუ­ზე­ბი... სად ბი­ნად­რობს ცხო­ვე­ლის ესა თუ ის სა­ხე­ო­ბა? რით იკ­ვე­ბე­ბა, რო­გორ მრავ­ლდე­ბა? ამ და სხვა კი­თხვებ­ზე პა­სუხს აქ იპო­ვით, თუ ცხო­ვე­ლე­ბი გიყ­ვართ, ეს წიგ­ნი უნდა გქონ­დეთ!

ქარ­თლის ცხოვ­რე­ბის ქრო­ნი­კე­ბი: ვახ­ტანგ ჭე­ლი­ძის "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბის ქრო­ნი­კე­ბი" უმ­დიდ­რეს სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მებ­სა და სხვა­დას­ხვა მე­მა­ტი­ა­ნე­თა ცნო­ბებ­ზე აგე­ბუ­ლი მხატ­ვრუ­ლად მო­თხრო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აა და ნა­წარ­მო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა­საც სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს.

წიგ­ნის ფურ­ცლებ­ზე ესა თუ ის კონ­კრე­ტუ­ლი გმი­რე­ბი, ეპო­ქა თუ მოვ­ლე­ნე­ბი ცო­ცხლდე­ბა. ეს სი­ცო­ცხლის ხაზი თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას, სა­უ­კუ­ნი­დან სა­უ­კუ­ნეს გა­და­ე­ცე­მა და ასე მკი­თხვე­ლის თვალ­წინ ერთ მთლი­ან ჯაჭ­ვად იკინ­ძე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მდი­და­რი ის­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­გა­რი. ასე რომ, ესაა წიგ­ნი-შუ­ა­მა­ვა­ლი წარ­სულ­სა და მკი­თხველს შო­რის.

ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი: ქარ­თვე­ლი ერის უდი­დე­სი სა­გან­ძუ­რი, პო­ე­მა, რომ­ლიც ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბაა და ყვე­ლა ოჯა­ხის ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვა­რი წიგ­ნია, პო­ე­ზია, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რე­ბას, სიბ­რძნეს და უზარ­მა­ზარ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ი­ცავს. პო­ე­მა, რო­მელ­საც დრო ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

10 სამაგიდო წიგნი, რომელიც უნდა გქონდეთ!

10 სამაგიდო წიგნი, რომელიც უნდა გქონდეთ!

რას ნიშნავს სამაგიდო წიგნი? ეს არის წიგნი, რომელიც მუდმივად თქვენთან ახლოს უნდა იყოს, რადგან აქ მოცემული ინფორმაცია ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ, სხვადასხვა მიზნისთვის შეიძლება დაგჭირდეთ.

სწორედ ასეთი სამაგიდო 10 წიგნის შესახებ უნდა გამცნოთ, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ერთ დიდ სერიად აქცია და დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, თვეში ერთხელ გაიყიდება. ეს არის წიგნები, რომლებიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. ათივე წიგნი სხვადასხვა დროის ბესთსელერია, რომლებიც ახლა უკვე განახლებული დიზაინითა და თანამედროვედ რედაქტირებული გამოიცემა.

სერია "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული" ათ ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკულ წიგნს გთავაზობთ.

ახალი გამოცემები საშუალებას მოგცემთ თქვენს ბიბლიოთეკას ისეთი წიგნები შემატოთ, როგორიცაა "სიბრძნის ენციკლოპედია", "ყველაფერი ყველაფერზე", "დიდი საოჯახო ენციკლოპედია", "საოჯახო სამზარეულო", "ქართული ხალხური ზღაპრები", "მეურნის ენციკლოპედია"…. და სხვა წიგნები

"სიბრძნის ენციკლოპედია" - მსოფლიო მნიშვნელობის ბრძნულ გამონათქვამებსა და აზრებს მოიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

"ყველაფერი ყველაფერზე" - ეს არის წიგნი, სადაც მართლაც ყველა თემაზე შეგიძლიათ სასურველი ინფორმაციის აღმოჩენა: იქნება ეს ცნობილი, საინტერესო პიროვნება, რომელიმე ქვეყანა, ტერმინი, ბუნება, მსოფლიოს საოცრებები, ლიტერატურა და არქიტექტურა, ცნობილი ფაქტი თუ მოვლენა, ყველაფრის მოკლე და საინტერესო განმარტებას ამ ტომში იპოვით.

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" - გინდათ იცოდეთ გავრცელებული დაავადებები და მათი თავიდან აცილების შესაძლებლობები? ეს არის წიგნი, რომლის შექმნაზეც 24 ცნობილი ქართველი პროფესორი და ექიმი მუშაობდა. ეს წიგნი სანდო, კომპეტენტური და მეტად საჭირო მეგზურია ნებისმიერი თქვენგანისთვის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

"საოჯახო სამზარეულო" - გსურთ, გახდეთ უკეთესი დიასახლისი და უკვე არსებულ გამოცდილებას მეტი სიახლე, მეტი მრავალფეროვნება შესძინოთ? არაერთი თაობის კულინარიული რეცეპტების საუკეთესო კრებული თქვენი მარჯვენა ხელი გახდება სამზარეულოში.

"ქართული ხალხური ზღაპრები" - უძველესი ქართული საგანძური, რომელიც თქვენს შვილებს, პატარა მეგობრებს, ან თუნდაც, ნებისმიერ ბავშვს კიდევ ერთხელ გადაუშლის ქართული ზღაპრების ორიგინალურ სამყაროს და ქართველი გმირების თავგადასავლების ჯადოსნურ სივრცეში ამოგზაურებს.

"მეურნის ენციკლოპედია" - ეს არის წიგნი, რომელში არსებული ილუსტრირებული ცნობარი დაგეხმარებათ, იყოთ წარმატებული მცენარეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობაში. იქნება ეს ოთახის მცენარეების მოვლა, ჩითილების გამოყვანა, თუ ფერმერული მეურნეობა.

დღეიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, თვეში ერთხელ, "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" თითო წიგნი გამოვა და 11 მაისამდე იქნება გაყიდვაში. აღსანიშნავია, რომ ამ წიგნების უმეტესობა განსხვავებული ფორმატით უკვე იყო გამოცემული, 30-დან 40 ლარამდე ღირდა და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ახლა კი წიგნების ეს სერია კვირის პალიტრის ყველა მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მკითხველი მის შეძენას სპეციალურ ფასად 18.50 ლარად შეძლებს. გაზეთთან ერთად სულ 20 ლარი ეღირება. ახალი გამოცემის სამაგიდო წიგნები უფრო დიდი ზომისაა და თითოეულ წიგნს სამი სანიშნე მოყვება, რაც ამ სერიის წიგნების გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის.

ცხოველები: ცხოველთა სამყარო მეტად მრავალფეროვანია და საინტერესო. ამ დიდ წიგნში ყველაფერია: ცხოველები, ფრინველები, მწერები, თევზები, მედუზები... სად ბინადრობს ცხოველის ესა თუ ის სახეობა? რით იკვებება, როგორ მრავლდება? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს აქ იპოვით, თუ ცხოველები გიყვართ, ეს წიგნი უნდა გქონდეთ!

ქართლის ცხოვრების ქრონიკები: ვახტანგ ჭელიძის "ქართლის ცხოვრების ქრონიკები" უმდიდრეს სამეცნიერო ნაშრომებსა და სხვადასხვა მემატიანეთა ცნობებზე აგებული მხატვრულად მოთხრობილი საქართველოს ისტორიაა და ნაწარმოების განსაკუთრებულობასაც სწორედ ეს განაპირობებს.

წიგნის ფურცლებზე ესა თუ ის კონკრეტული გმირები, ეპოქა თუ მოვლენები ცოცხლდება. ეს სიცოცხლის ხაზი თაობიდან თაობას, საუკუნიდან საუკუნეს გადაეცემა და ასე მკითხველის თვალწინ ერთ მთლიან ჯაჭვად იკინძება ქართველი ხალხის მდიდარი ისტორიული მონაგარი. ასე რომ, ესაა წიგნი-შუამავალი წარსულსა და მკითხველს შორის.

ვეფხისტყაოსანი: ქართველი ერის უდიდესი საგანძური, პოემა, რომლიც ქართული ეროვნული ღირსებაა და ყველა ოჯახის ბიბლიოთეკის მთავარი წიგნია, პოეზია, რომელიც მეცნიერებას, სიბრძნეს და უზარმაზარ ინფორმაციას მოიცავს. პოემა, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია