საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი რეჟისორის რეკორდი ამერიკულ კინოგაქირავებაში! - 16 მილიონი ერთ კვირაში და ლიდერობა "ფორსაჟი 7"-ის შემდეგ
ქართველი რეჟისორის რეკორდი ამერიკულ კინოგაქირავებაში! - 16 მილიონი ერთ კვირაში და ლიდერობა "ფორსაჟი 7"-ის შემდეგ

მცი­რე ბი­უ­ჯე­ტის მქო­ნე სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილმმა, სა­ხელ­წო­დე­ბით "მე­გობ­რე­ბი­დან ამოშ­ლა", რომ­ლის რე­ჟი­სო­რი ლე­ვან გაბ­რი­ა­ძეა, ამე­რი­კულ კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­მოს­ვლის პირ­ველ კვი­რა­ში ფილმმა 16 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი ნახა და გა­ქი­რა­ვე­ბა­ში მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. მას გა­უს­წრეს "ფორ­სა­ჟის" მეშ­ვი­დე სე­რი­ამ და კო­მე­დი­ამ "სუ­პერ­მარ­კე­ტის პო­ლი­ცი­ე­ლი 2".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფილ­მის ბი­უ­ჯე­ტი მხო­ლოდ 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იყო, ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის სუ­რათ­მა ეს თან­ხა 16-ჯერ ამო­ი­ღო მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხარ­ჯე­ბის გა­რე­შე. ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი ექ­ვსი მე­გობ­რის ირ­გვლივ ვი­თარ­დე­ბა, რომ­ლებ­საც უც­ნო­ბი ჰა­კე­რი ატე­რო­რებს. ჰა­კერს წვდო­მა აქვს მათ მი­მო­წე­რებ­სა და პი­რად ფო­ტო­ებ­ზე. კი­ბერ­დამ­ნაშ­ვეს უნდა შე­ი­ტყოს, თუ ვინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ტერ­ნეტ­ში სკან­და­ლუ­რი ვი­დეო, რო­მელ­შიც მათი თა­ნაკ­ლა­სე­ლი თავს იკ­ლავს. ფილ­მი ორი­გი­ნა­ლუ­რა­დაა გა­და­ღე­ბუ­ლი - მთე­ლი ქრო­ნო­მეტ­რა­ჟი, მოქ­მე­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ფილ­მის ხილ­ვი­სას თქვენ მხო­ლოდ დეს­კტოპს და­ი­ნა­ხავთ, თით­ქოს თქვენს კომ­პი­უ­ტერ­ში ვი­ღაც შეძ­ვრა და თქვენ მის შე­სა­ჩე­რებ­ლად ვე­რა­ფერს აკე­თებთ. არა­ნა­ი­რი კა­მე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი, არა­ფე­რი კი­ნო­გა­და­ღე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ისეა, რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში. მა­ყუ­რე­ბელს მო­უნ­დე­ბა, "მა­უ­სი" გა­ა­მოძ­რა­ოს, რომ ფილ­მის გმი­რებს და­ეხ­მა­როს, მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან გაბ­რი­ა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

AMBEBI.GE

ქართველი რეჟისორის რეკორდი ამერიკულ კინოგაქირავებაში! - 16 მილიონი ერთ კვირაში და ლიდერობა "ფორსაჟი 7"-ის შემდეგ

ქართველი რეჟისორის რეკორდი ამერიკულ კინოგაქირავებაში! - 16 მილიონი ერთ კვირაში და ლიდერობა "ფორსაჟი 7"-ის შემდეგ

მცირე ბიუჯეტის მქონე საშინელებათა ფილმმა, სახელწოდებით "მეგობრებიდან ამოშლა", რომლის რეჟისორი ლევან გაბრიაძეა, ამერიკულ კინოგაქირავებაში დიდ წარმატებას მიაღწია. კინოთეატრებში გამოსვლის პირველ კვირაში ფილმმა 16 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი ნახა და გაქირავებაში მესამე ადგილი დაიკავა. მას გაუსწრეს "ფორსაჟის" მეშვიდე სერიამ და კომედიამ "სუპერმარკეტის პოლიციელი 2".

აღსანიშნავია, რომ ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 1 მილიონი დოლარი იყო, ქართველი რეჟისორის სურათმა ეს თანხა 16-ჯერ ამოიღო მარკეტინგული ხარჯების გარეშე. ფილმის სიუჟეტი ექვსი მეგობრის ირგვლივ ვითარდება, რომლებსაც უცნობი ჰაკერი ატერორებს. ჰაკერს წვდომა აქვს მათ მიმოწერებსა და პირად ფოტოებზე. კიბერდამნაშვეს უნდა შეიტყოს, თუ ვინ გამოაქვეყნა ინტერნეტში სკანდალური ვიდეო, რომელშიც მათი თანაკლასელი თავს იკლავს. ფილმი ორიგინალურადაა გადაღებული - მთელი ქრონომეტრაჟი, მოქმედება კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე მიმდინარეობს.

"ფილმის ხილვისას თქვენ მხოლოდ დესკტოპს დაინახავთ, თითქოს თქვენს კომპიუტერში ვიღაც შეძვრა და თქვენ მის შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებთ. არანაირი კამერული მოძრაობები, არაფერი კინოგადაღებისთვის დამახასიათებელი, ყველაფერი ისეა, როგორც ცხოვრებაში. მაყურებელს მოუნდება, "მაუსი" გაამოძრაოს, რომ ფილმის გმირებს დაეხმაროს, მაგრამ ეს შეუძლებელია", - განაცხადა რეჟისორმა ლევან გაბრიაძემ.

იხილეთ ვიდეო

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება