კოტე თოლორდავას ოჯახს "თი-ბი-სი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე 10 ათასი ლარით დაეხმარება. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტი მერაბ ჭიქაშვილი წერს.
"გუშინდელი "იმედის კვირის" ეთერის შემდეგ პირველმა, ვინც დარეკა და კოტე თოლორდავას ოჯახს სოლიდური თანხით (ათი ათასი ლარით) დახმარების სურვილი გამოთქვა მამუკა ხაზარაძეა. დიდი მადლობა მას ასეთი თანადგომისთვის და თითოეულ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი ლარით დაგვეხმარება, რომ კოტეს ოჯახი ქუჩაში არ დარჩეს. მიყვარხართ, ადამიანებო", - წერს მერაბ ჭიქაშვილი.
იხილეთ ასევე: "განო ამას ვერ გასწვდება" - კოტე თოლორდავას ფინანსურ პრობლემებზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი