პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი ხაბურძანია - ვითანამშრომლებ ყველასთან, ვისაც პრორუსულს ეძახიან
ვალერი ხაბურძანია - ვითანამშრომლებ ყველასთან, ვისაც პრორუსულს ეძახიან

სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნია 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ქუ­თა­ი­სის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბას აა­ნონ­სებს.

რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, წა­მო­წყე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს-პრო­ექ­ტი რუ­სეთ­ში და ეძებს თე­მას რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი­სათ­ვის.

ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნია "ქუ­თა­ი­სი­პოს­ტის" კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

- რა არის თქვე­ნი ქუ­თა­ის­ში ჩა­მოს­ვლის მი­ზე­ზი?

- ქუ­თა­ი­სი ჩემი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქია. რა მი­ზე­ზი­თაც მშობ­ლებს ვნა­ხუ­ლობთ, იმ მი­ზე­ზით ჩა­მოვ­დი­ვარ ხოლ­მე ქუ­თა­ის­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში, არ ვარ ორი­გი­ნა­ლუ­რი და ალ­ბათ გავ­მე­ორ­დე­ბი: მე მიყ­ვარს ქუ­თა­ი­სი და მე მას ვე­ნაც­ვა­ლე­ბი. 1982 წელს, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გავ­ხდი, მის მერე კა­ნო­ნის ენით რომ ვთქვათ, ქუ­თა­ი­სის რე­ზი­დენ­ტი არ ვარ, მაგ­რამ მე სულ ამ ქა­ლაქ­ში და ამ ქა­ლა­ქით ვცხოვ­რობ. მე არ გავ­ხდი თბი­ლი­სე­ლი, არც მოს­კო­ვე­ლი გავ­ხდე­ბი. ჩემი მუდ­მი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა ქუ­თა­ი­სე­ლო­ბაა.

- აპი­რებთ თუ არა 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე თქვე­ნი კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბას ქუ­თა­ი­სის მა­ჟო­რი­ტა­რად?

- სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა თუ არ შეც­ვა­ლეს, ვფიქ­რობ. მე ნამ­დვი­ლად ვიცი, რა სჭირ­დე­ბა ქუ­თა­ისს. ქუ­თა­ის­ში უნდა დაბ­რუნ­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბა, იმე­დი, სიყ­ვა­რუ­ლი. ქუ­თა­ი­სე­ლებს ყო­ველ­თვის თან აქვთ, ეს ლი­რი­კუ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­ლო­ბას, მე და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­დან გა­და­ტა­ნა. მე­ტიც, მთავ­რო­ბაც ქუ­თა­ის­ში უნდა გან­თავ­სდეს. თბი­ლის­ში პრე­ზი­დენ­ტიც და სა­ელ­ჩო­ე­ბიც საკ­მა­რი­სია. ეს ელ­ჩე­ბიც ად­ვი­ლად ივ­ლი­ან პრე­ზი­დენ­ტთან რწმუ­ნე­ბის სი­გე­ლე­ბის გა­და­სა­ცე­მად და ძნე­ლად ჩვენს მთავ­რო­ბა­ში "ჭკუ­ის სას­წავ­ლებ­ლად". მოკ­ლედ, გა­სა­გე­ბად რომ ვთქვა, თბი­ლი­სი სა­გა­რეო დე­და­ქა­ლა­ქი იქ­ნე­ბა, ქუ­თა­ი­სი სა­ში­ნაო. არ ვართ ჩვენ ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი ზედ­მე­ტად ამ­ბი­ცი­ურ­ნი, ქუ­თა­ისს ეს სტა­ტუ­სიც წა­ად­გე­ბა.

-რო­გორ ფიქ­რობთ, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, შეძ­ლებს თუ არა პრო­რუ­სუ­ლი ძალა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უმ­რავ­ლე­სო­ბით მოს­ვლას?

- უმ­რავ­ლე­სო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვერც ერთი ძალა ვერ მოვა. პრო­რუ­სულს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში არა პრო­ა­მე­რი­კულს, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს პრო­რუ­სულს ეძა­ხი­ან, ამი­ტო­მაც ასე­თი თვი­თწო­დე­ბა მე თვი­თონ ავი­ღე, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ძა­ლად ფორ­მი­რე­ბას. ეს უნდა იყოს ძალა, რო­მე­ლიც მო­ნა­ხავს (მე, და არა მარ­ტო მე, უკვე მო­ნა­ხუ­ლი მაქვს) სა­ერ­თო ქარ­თულ-რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს. ან­გლო-საქ­სე­ბის პა­რა­დიგ­მა: "ინ­გლისს არა ყავს მუდ­მი­ვი მე­გობ­რე­ბი, ინ­გლისს აქვს მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი" ჩვენც გვე­სა­და­გე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს არ ყავს მუდ­მი­ვი მტრე­ბი, მას მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს და ამ ინ­ტე­რე­სებ­ში უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ.

- რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი პარ­ტი­ის სა­ხე­ლი?

- მე არ ვფიქ­რობ, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პარ­ტია იქ­ნე­ბა. მე ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ ყვე­ლას­თან, ვი­საც მო­დუ­რი პო­ლი­ტის­ტებ­ლიშ­მენ­ტი პრო­რუ­სულს ეძა­ხის.

იხი­ლეთ ვრცლად

kutaisipost.ge

ვალერი ხაბურძანია - ვითანამშრომლებ ყველასთან, ვისაც პრორუსულს ეძახიან

ვალერი ხაბურძანია - ვითანამშრომლებ ყველასთან, ვისაც პრორუსულს ეძახიან

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აანონსებს.

როგორც თავად აცხადებს, წამოწყებული აქვს რამდენიმე ბიზნეს-პროექტი რუსეთში და ეძებს თემას რუსულ-ქართული ბიზნესისათვის.

ვალერი ხაბურძანია "ქუთაისიპოსტის" კითხვებს პასუხობს.

- რა არის თქვენი ქუთაისში ჩამოსვლის მიზეზი?

- ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია. რა მიზეზითაც მშობლებს ვნახულობთ, იმ მიზეზით ჩამოვდივარ ხოლმე ქუთაისში. ამ შემთხვევაში, არ ვარ ორიგინალური და ალბათ გავმეორდები: მე მიყვარს ქუთაისი და მე მას ვენაცვალები. 1982 წელს, როდესაც უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, მის მერე კანონის ენით რომ ვთქვათ, ქუთაისის რეზიდენტი არ ვარ, მაგრამ მე სულ ამ ქალაქში და ამ ქალაქით ვცხოვრობ. მე არ გავხდი თბილისელი, არც მოსკოველი გავხდები. ჩემი მუდმივი მდგომარეობა ქუთაისელობაა.

- აპირებთ თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თქვენი კანდიდატურის დასახელებას ქუთაისის მაჟორიტარად?

- საარჩევნო სისტემა თუ არ შეცვალეს, ვფიქრობ. მე ნამდვილად ვიცი, რა სჭირდება ქუთაისს. ქუთაისში უნდა დაბრუნდეს ბედნიერება, იმედი, სიყვარული. ქუთაისელებს ყოველთვის თან აქვთ, ეს ლირიკულად. რაც შეეხება რეალობას, მე დაუშვებლად მიმაჩნია პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა. მეტიც, მთავრობაც ქუთაისში უნდა განთავსდეს. თბილისში პრეზიდენტიც და საელჩოებიც საკმარისია. ეს ელჩებიც ადვილად ივლიან პრეზიდენტთან რწმუნების სიგელების გადასაცემად და ძნელად ჩვენს მთავრობაში "ჭკუის სასწავლებლად". მოკლედ, გასაგებად რომ ვთქვა, თბილისი საგარეო დედაქალაქი იქნება, ქუთაისი საშინაო. არ ვართ ჩვენ ქუთაისელები ზედმეტად ამბიციურნი, ქუთაისს ეს სტატუსიც წაადგება.

-როგორ ფიქრობთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, შეძლებს თუ არა პრორუსული ძალა ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლას?

- უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერც ერთი ძალა ვერ მოვა. პრორუსულს რაც შეეხება, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არა პროამერიკულს, ყველას და ყველაფერს პრორუსულს ეძახიან, ამიტომაც ასეთი თვითწოდება მე თვითონ ავიღე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსეთის ინტერესების გამტარებელ ძალად ფორმირებას. ეს უნდა იყოს ძალა, რომელიც მონახავს (მე, და არა მარტო მე, უკვე მონახული მაქვს) საერთო ქართულ-რუსულ ინტერესებს. ანგლო-საქსების პარადიგმა: "ინგლისს არა ყავს მუდმივი მეგობრები, ინგლისს აქვს მუდმივი ინტერესები" ჩვენც გვესადაგება. საქართველოს არ ყავს მუდმივი მტრები, მას მუდმივი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებში უნდა ჩამოვყალიბდეთ.

- რა იქნება თქვენი პარტიის სახელი?

- მე არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად დამოუკიდებელი პარტია იქნება. მე ვითანამშრომლებ ყველასთან, ვისაც მოდური პოლიტისტებლიშმენტი პრორუსულს ეძახის.

იხილეთ ვრცლად

kutaisipost.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."