მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი უნგრეთმა მიანიჭა
მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი უნგრეთმა მიანიჭა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თის ლი­დე­რის, დე­პუ­ტატ მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი უნ­გრეთ­მა მი­ა­ნი­ჭა. მი­სი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით, ადე­იშ­ვი­ლის­თვის სტა­ტუ­სი 2013 წელს მის­ცეს. რო­გორც მა­ჭა­ვა­რი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, "ადე­იშ­ვი­ლის ძებ­ნის პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობ­და, რად­გან ყვე­ლამ იცო­და, სად იყო და რას აკე­თებ­და"

"რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მხო­ლოდ დევ­ნი­ლის თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის, რომ ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნილ­თა სი­ი­დან ამოხ­ვი­დე. ინ­ტერ­პო­ლი არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ყუ­რით აკ­ვირ­დე­ბა, აქვს თუ არა ად­გი­ლი პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამის მი­ხედ­ვით იღებს. თავ­შე­საფ­რის სა­კი­თხი მთავ­რო­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია – ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში კუ­ლუ­ა­რუ­ლად მა­ინც ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბო­და. თუკი იმ დო­ნე­ზე არი­ან და­სუ­ლი, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი არა აქვთ, ისე მა­ინც ვერ იღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის­გან, მა­შინ არ ვიცი, რა­ზეა სა­უ­ბა­რი.

მე რო­გორც ვიცი, სა­ხელ­დე­ბა უნ­გრე­თი. არ და­გი­მა­ლავთ და აბ­სურ­დის თე­ატრს ხომ არ უნდა და­ემ­სგავ­სოს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ძებ­ნა, რო­გორც ასე­თი, არ არ­სე­ბობს. თუკი დღეს ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ნახ­ვა ვინ­მეს უნდა, აი ახლა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კი­ევ­შია და თუ უნდა, შე­უძ­ლია ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს შეხ­ვდეს. და­ვით უსუ­ფაშ­ვილს გი­ორ­გი ვა­შა­ძე ახ­ლავს და ვა­შა­ძემ ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის, სად არის ადე­იშ­ვი­ლი", - აცხა­დებს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ინ­ტერ­პოლ­მა ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მი­მართ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა 2013 წლის 14 ნო­ემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და. 2015 წლის 9 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სამ­დივ­ნოს წე­რი­ლი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ქარ­თულ მხა­რეს ეც­ნო­ბა, რომ ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სამ­დივ­ნოს მიერ გა­უქ­მდა ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ცე­მუ­ლი წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რი. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­უქ­მე­ბის ძი­რი­თად სა­ფუძ­ვლად მი­უ­თი­თა ქარ­თუ­ლი მხა­რი­სათ­ვის უც­ნო­ბი ერთ-ერთი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ადე­იშ­ვი­ლის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი უნგრეთმა მიანიჭა

მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი უნგრეთმა მიანიჭა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთის ლიდერის, დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი უნგრეთმა მიანიჭა. მისივე მონაცემებით, ადეიშვილისთვის სტატუსი 2013 წელს მისცეს. როგორც მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ადეიშვილის ძებნის პრობლემა არ არსებობდა, რადგან ყველამ იცოდა, სად იყო და რას აკეთებდა"

"როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, მხოლოდ დევნილის თავშესაფრის მიღება საკმარისი არ არის, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ამოხვიდე. ინტერპოლი არის ორგანიზაცია, რომელიც გულისყურით აკვირდება, აქვს თუ არა ადგილი პოლიტიკურ დევნას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით იღებს. თავშესაფრის საკითხი მთავრობისათვის ცნობილია – ყოველ შემთხვევაში კულუარულად მაინც ცნობილი იქნებოდა. თუკი იმ დონეზე არიან დასული, რომ ოფიციალური წერილი არა აქვთ, ისე მაინც ვერ იღებენ ინფორმაციას მეგობარი ქვეყნის მთავრობისგან, მაშინ არ ვიცი, რაზეა საუბარი.

მე როგორც ვიცი, სახელდება უნგრეთი. არ დაგიმალავთ და აბსურდის თეატრს ხომ არ უნდა დაემსგავსოს, ზურაბ ადეიშვილის ძებნა, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუკი დღეს ზურაბ ადეიშვილის ნახვა ვინმეს უნდა, აი ახლა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კიევშია და თუ უნდა, შეუძლია ზურაბ ადეიშვილს შეხვდეს. დავით უსუფაშვილს გიორგი ვაშაძე ახლავს და ვაშაძემ ყველაზე კარგად იცის, სად არის ადეიშვილი", - აცხადებს მაჭავარიანი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა 2013 წლის 14 ნოემბერს გამოაცხადა. 2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."