პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ანებივრებს ორსულ ცოლს გიორგი ბახუტაშვილი - მსახიობი გოგონას გიჟივით ელოდება
როგორ ანებივრებს ორსულ ცოლს გიორგი ბახუტაშვილი - მსახიობი გოგონას გიჟივით ელოდება

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში"ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ივ­ნის­ში მამა გახ­დე­ბა. მსა­ხი­ობს ამ ეტაპ­ზე პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ტაიმ-აუტი აქვს აღე­ბუ­ლი, ამ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ზე მის მე­უღ­ლეს­თან, თაკო შო­ში­აშ­ვილ­თან მო­მა­ვა­ლი მა­მის გა­რე­შე ვი­სა­უბ­რეთ.

- სექ­ტემ­ბერ­ში გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. მეც და გი­ორ­გიც იმ ეტაპ­ზე გახ­ლდით, როცა ძა­ლი­ან გვინ­დო­და ბავ­შვი და ფეხ­მძი­მო­ბის ამ­ბავ­მა სას­წა­უ­ლად გაგ­ვა­ხა­რა.

- რო­გო­რი ორ­სუ­ლო­ბა გაქვს?

- სა­ერ­თო ჯამ­ში, კარ­გი. პირ­ვე­ლი სამი თვე მსუ­ბუ­ქი ტოქ­სი­კო­ზი მქონ­და, მაგ­რამ მერე ამა­ნაც გა­და­მი­ა­რა და აქამ­დე ნორ­მა­ლუ­რად მო­ვე­დი. ამ ბოლო დროს, გა­ზა­ფხულ­ზე გავ­ცივ­დი, ვირუ­სი შემ­ხვდა და ექიმ­თან სირ­ბილ­მა მო­მი­წია, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა.

- რამ­დე­ნად პრე­ტენ­ზი­უ­ლი ორ­სუ­ლი ხარ, აწ­ვა­ლებ გი­ორ­გის?

- სხვა­თა შო­რის, არა. რომ ჰყვე­ბი­ან, შუ­ა­ღა­მი­სას მინ­დე­ბა რა­ღა­ცე­ბიო, ეს ჩემ­თვის უცხოა. ალუ­ჩა ისე­დაც მიყ­ვარ­და და ახ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მინ­და. ვი­ყი­დეთ ამას წი­ნათ, მაგ­რამ ეტყო­ბა, თურ­ქუ­ლი იყო, არ ვარ­გო­და, ჰოდა, ახლა ქარ­თუ­ლი ალუ­ჩის შე­მოს­ვლას ველი.

- რო­გო­რია გი­ორ­გი შვი­ლის მო­ლო­დინ­ში?

- გი­ჟი­ვი­თაა უკვე (იღი­მის). პირ­ვე­ლი თვე­ე­ბი მალე გა­ვი­და, ბოლო ორი თვე კი ძა­ლი­ან იწე­ლე­ბა. ექოს­კო­პი­ა­ზე ბავ­შვის 3D ფო­ტო­ე­ბი მოგ­ვცეს და იმას უყუ­რებს ხოლ­მე, არის გან­ხილ­ვა: შენ გგავს, მე მგავს და ა.შ.

- რო­გო­რია შენი ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე?

- ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ ვმუ­შა­ობ, პა­უ­ზა მაქვს აღე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, სახ­ლის საქ­მე­ებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვა­კე­თებ, არ მი­ჭირს, მერე ვსე­ირ­ნობ, მე­გობ­რებს ვნა­ხუ­ლობ.… გი­ორ­გი კი არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ნა­ხუ­ლობს დროს იმის­თვის, რომ ერ­თად ვი­ყოთ. მით უმე­ტეს, მე ამ ეტაპ­ზე საქ­მე არ მაქვს და მის გრა­ფიკ­ზე აწყო­ბა ჩემ­თვის პრობ­ლე­მა არაა. როცა სცა­ლია, სულ ერ­თად ვართ. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ისე­თი ერთი თვე ან ორი კვი­რა, სა­შინ­ლად და­კა­ვე­ბუ­ლი იყოს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ ანებივრებს ორსულ ცოლს გიორგი ბახუტაშვილი - მსახიობი გოგონას გიჟივით ელოდება

როგორ ანებივრებს ორსულ ცოლს გიორგი ბახუტაშვილი - მსახიობი გოგონას გიჟივით ელოდება

''ჩემი ცოლის დაქალებში''ცოტნე ცოტაშვილის როლის შემსრულებელი გიორგი ბახუტაშვილი ივნისში მამა გახდება. მსახიობს ამ ეტაპზე პრესასთან ურთიერთობაში ტაიმ-აუტი აქვს აღებული, ამ სასიამოვნო სიახლეზე მის მეუღლესთან, თაკო შოშიაშვილთან მომავალი მამის გარეშე ვისაუბრეთ.

- სექტემბერში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მეც და გიორგიც იმ ეტაპზე გახლდით, როცა ძალიან გვინდოდა ბავშვი და ფეხმძიმობის ამბავმა სასწაულად გაგვახარა.

- როგორი ორსულობა გაქვს?

- საერთო ჯამში, კარგი. პირველი სამი თვე მსუბუქი ტოქსიკოზი მქონდა, მაგრამ მერე ამანაც გადამიარა და აქამდე ნორმალურად მოვედი. ამ ბოლო დროს, გაზაფხულზე გავცივდი, ვირუსი შემხვდა და ექიმთან სირბილმა მომიწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.

- რამდენად პრეტენზიული ორსული ხარ, აწვალებ გიორგის?

- სხვათა შორის, არა. რომ ჰყვებიან, შუაღამისას მინდება რაღაცებიო, ეს ჩემთვის უცხოა. ალუჩა ისედაც მიყვარდა და ახლაც განსაკუთრებულად მინდა. ვიყიდეთ ამას წინათ, მაგრამ ეტყობა, თურქული იყო, არ ვარგოდა, ჰოდა, ახლა ქართული ალუჩის შემოსვლას ველი.

- როგორია გიორგი შვილის მოლოდინში?

- გიჟივითაა უკვე (იღიმის). პირველი თვეები მალე გავიდა, ბოლო ორი თვე კი ძალიან იწელება. ექოსკოპიაზე ბავშვის 3D ფოტოები მოგვცეს და იმას უყურებს ხოლმე, არის განხილვა: შენ გგავს, მე მგავს და ა.შ.

- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ჩემი მდგომარეობის გამო ვერ ვმუშაობ, პაუზა მაქვს აღებული. ძირითადად, თავისუფალი ვარ, სახლის საქმეებს ჩვეულებრივად ვაკეთებ, არ მიჭირს, მერე ვსეირნობ, მეგობრებს ვნახულობ.… გიორგი კი არის დაკავებული, მაგრამ ნახულობს დროს იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ. მით უმეტეს, მე ამ ეტაპზე საქმე არ მაქვს და მის გრაფიკზე აწყობა ჩემთვის პრობლემა არაა. როცა სცალია, სულ ერთად ვართ. თუმცა შეიძლება ჰქონდეს ისეთი ერთი თვე ან ორი კვირა, საშინლად დაკავებული იყოს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება