ანსამბლ "შვიდკაცას" წევრი დავით ნოზაძე, რომელიც ლიზა ბაგრატიონის მესამე ქმარი გახლდათ, ცოტა ხნის წინ საიდუმლოდ დაქორწინდა. ლიზა დათოს მეორე ცოლი იყო, მანამდე მომღერალს უკვე ჰყავდა ცოლ-შვილი.
ლიზა და დათო ერთად რამდენიმე წელი ცხოვრობდნენ და პრესისთვის უხმაუროდ, მაგრამ როგორც ამბობებ, საკმაოდ სკანდალურად დაშორდნენ.
წყვილის დაშორების შემდეგ, ლიზამ არჩევანი თავისზე უმცროს ალტისტ გიორგი ცაგარელზე გააკეთა. ლიზა და გიორგი შეყვარებულები არიან, ოფიციალურად არ უქორწინიათ.
ნოზაძე კი დიდხანს მალავდა რჩეულს. გოგონას, რომელიც დათოს მესამე ცოლი გახდა, სალომე ჰქვია.