ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას გამოტოვებული აცრების შემთხვევაში, პოლიკლინიკაში მისვლისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას გამოტოვებული აცრების შემთხვევაში, პოლიკლინიკაში მისვლისკენ მოუწოდებს

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია სლოგანით" "აცერი და დაიცავი" გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ჯულიეტ მორგანი, დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის უფროსი რუსუდან კლიმიაშვილი. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები.

მედიკოსებმა იმუნიზაციისა და საზოგადოებაში სწორი ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აცრა საუკეთესო საშუალებაა, რომელიც მომავალ თაობას მთელი რიგი ინფექციების განვითარებისაგან იცავს. მან საზოგადოებას აცრების კალენდარში ჩახედვისკენ და გამოტოვებული აცრების შემთხვევაში, პოლიკლინიკაში მისვლისკენ მოუწოდა.

"საქართველოში ყველა ვაქცინა, რომელიც სახელმწიფოს შემოაქვს, უფასო, მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, აბსოლუტურად უვნებელია გვერდითი მოქმედებების გარეშე და სხვადასხვა ინფექციური დაავადების წინააღმდეგ მაღალი დაცვის პროცენტი აქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მოსახლეობას აცრების არ უნდა ეშინოდეს. მისივე თქმით, მოსახლეობის კულტურის ნაწილი უნდა გახდეს, რომ აუცრელი არავინ დარჩეს.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის ინფორმაციით, იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო კამპანია იგეგმება.

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის აქტივობა არის დაგეგმილი, მათ შორის 28 აპრილს, 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის კონცერტი და საჩუქრების გადაცემის ცერემონია გაიმართება. დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე ეფექტურ ინტერვენციას წარმოადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია