კახა ბენდუქიძის აქამდე უცნობი უნიკალური ფოტოები, რომლებიც ბენდუქიძის დამ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა

კახა ბენდუქიძის აქამდე უცნობი უნიკალური ფოტოები, რომლებიც ბენდუქიძის დამ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა

კახა ბენდუქიძის დამ, ნუნუ ბენდუქიძემ ეროვნული ბიბლიოთეკას ძმის უნიკალური ელექტრონული ფოტოარქივი გადასცა, სადაც კახა ბენდუქიძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი უამრავი ფოტოა თავმოყრილი.

ბენდუქიძეების არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკაში "ციფრული ფოტომატიანის" ფარგლებში აღმოჩნდა, როცა ცნობილი და არა მარტო ცნობილი ოჯახები, საკუთარ ისტორიულ ფოტოებს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრს გადასცემენ, სადაც შემდეგ უნიკალური სურათების გაციფრება და დაარქივება ხდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

კახა ბენდუქიძე 1956 წლის 20 აპრილს თბილისში დაიბადა. დაამთავრა 55-ე საშუალო სკოლა, 1977 წელს კი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. შემდგომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. 1981 წლიდან ბენდუქიძე ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა, შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. მისი კვლევები ეძღვნებოდა გენური ინჟინერიის ტექნოლოგიებისა და რეკომბინანტული ვაქცინების შექმნას.

1990 წლიდან სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო და ჩაერთო რუსეთის ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციის პროცესში. 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი დიდი კომპანია - "გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები". 2004 წლამდე კი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი გახლდათ... 2004 წლის დასაწყისში აქტიურ ბიზნესსაქმიანობას ჩამოშორდა და საქართველოს მთავრობის წევრი გახდა (ეკონომიკის მინისტრი). 2007 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია "ცოდნის ფონდი". იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე...

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მანამდე იგი სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა... შემდგომ ექიმმა ფრენის ნება დართო, თუმცა, ლონდონში ჩაფრენის შემდეგ, სასტუმროში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია