მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოკში ვარ, პანიკაში ვარ, სულ ამაზე ვფიქრობ" - ასირიელი ჯულიანა ბარ-გნარი ასირიელების დახოცვის კადრებზე
"შოკში ვარ, პანიკაში ვარ, სულ ამაზე ვფიქრობ" - ასირიელი ჯულიანა ბარ-გნარი ასირიელების დახოცვის კადრებზე

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა. ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი სის­ტე­მა­ტი­უ­რად ავ­რცე­ლე­ბენ სი­რი­ე­ლე­ბის და ასი­რი­ე­ლე­ბის და­ხოც­ვის კად­რებს. ამ­ბო­ბენ, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში შე­საძ­ლოა, მალე ქრის­ტი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო შემ­ცირ­დეს.

ასი­რი­ე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში ჩა­მო­სახ­ლდნენ. ალ­ბათ ცოტა ადა­მი­ან­მა იცის, რომ ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნა­რი წარ­მო­შო­ბით ასი­რი­ე­ლია. ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ მის­თვის ცნო­ბი­ლი სულ ცოტა ხნის წინ გახ­და, რის გა­მოც შე­წუ­ხე­ბუ­ლია.

- რად­გან ასი­რი­ე­ლი ვარ, ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლია ის, რაც ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ხდე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, თუ რო­მე­ლი ერის თავს ხდე­ბა ეს უბე­დუ­რე­ბა, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ასე­თი რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

- დიდი ხა­ნია, რაც ქრის­ტი­ა­ნე­ბის, იე­ზი­დე­ბის და ქურ­თე­ბის დევ­ნა მი­დის ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, აქამ­დე არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ?

- აქამ­დე არა­ფე­რი გა­მი­გია, შოკ­ში ვარ, პა­ნი­კა­ში ვარ, სულ ამა­ზე ვფიქ­რობ. რო­გორც შე­ვი­ტყვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის მღვდე­ლი, ვის­თა­ნაც ჩა­მო­სუ­ლი არის რამ­დე­ნი­მე ასი­რი­ე­ლი. ვა­პი­რებ, მათ­თან წა­ვი­დე, გა­ვი­გო რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ და და­ვეხ­მა­რო.

- ვის­თან ერ­თად აპი­რებთ არ­ქი­მან­დრიტ სე­რა­ფი­მეს­თან ჩას­ვლას?

- ჩემს მშობ­ლებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვა­პი­რებ მათ­თან წას­ვლას.

- გყავთ ნა­თე­სა­ვე­ბი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში?

- არა, იქ არა­ვინ მყავს.

- რო­გორ ფიქ­რობ, სო­ლი­და­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო ასი­რი­ე­ლე­ბის მი­მართ?

- მგო­ნი, ყვე­ლა ქარ­თველს შეს­ტკი­ვა გული ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, რად­გან ქარ­თველ და ასუ­რელ ხალ­ხს დიდი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან. ჩემს გარ­და უამ­რა­ვი ასუ­რე­ლი ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რუსი იქ­ნე­ბა, თუ უკ­რა­ი­ნე­ლი, ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს გული უნდა შეტ­კი­ო­დეს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. ამა­ზე თვა­ლი არა­ვინ უნდა და­ხუ­ჭოს. თუ თვალს დავ­ხუ­ჭავთ დღეს, ხვალ, ზეგ, მა­ზეგ ეს სი­სას­ტი­კე გაგ­რძელ­დე­ბა, არას­დროს გა­ჩერ­დე­ბა ეს უბე­დუ­რე­ბა.

- რო­გორ მოხ­ვდნენ შენი წი­ნაპ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ბა­ბუ­ა­ჩე­მი ბავ­შვო­ბა­ში თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობ­და, დე­და­ჩე­მის წი­ნაპ­რე­ბი კი აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ამის შემ­დეგ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი დე­დამ და მა­მამ, და­ქორ­წინ­დნენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ. დე­დაც ასუ­რე­ლია.

- გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ასუ­რე­ლებ­თან?

- რა თქმა უნდა, მაქვს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- პან­კი­სი­დან რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში საბ­რძოლ­ვე­ლად, ამ­ბო­ბენ, რომ ამის გამო ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მიზ­ნე სა­ქარ­თვე­ლოც გახ­დე­ბა, გე­ში­ნი­ათ?

- ამ მო­მენ­ტში არაფ­რის მე­ში­ნია. რაც გი­წე­რია, ის მა­ინც მოხ­დე­ბა, ვე­რა­ფერს შევ­ცვლით. მე ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი ჩემს ასუ­რე­ლებს, პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი, რას ნიშ­ნავს როცა შე­ნი­ანს ეხე­ბი­ან. მზად ვარ დახ­მა­რე­ბის­თვი­საც და თავ­გან­წირ­ვის­თვი­საც მზად ვარ ჩემი ასუ­რე­ლე­ბის­თვის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"შოკში ვარ, პანიკაში ვარ, სულ ამაზე ვფიქრობ" - ასირიელი ჯულიანა ბარ-გნარი ასირიელების დახოცვის კადრებზე

"შოკში ვარ, პანიკაში ვარ, სულ ამაზე ვფიქრობ" - ასირიელი ჯულიანა ბარ-გნარი ასირიელების დახოცვის კადრებზე

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ტერორისტული დაჯგუფებები სისტემატიურად ავრცელებენ სირიელების და ასირიელების დახოცვის კადრებს. ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, მალე ქრისტიანების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს.

ასირიელები საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში ჩამოსახლდნენ. ალბათ ცოტა ადამიანმა იცის, რომ ცნობილი მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარი წარმოშობით ასირიელია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ მისთვის ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა, რის გამოც შეწუხებულია.

- რადგან ასირიელი ვარ, ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ერის თავს ხდება ეს უბედურება, 21-ე საუკუნეში ასეთი რამ წარმოუდგენელია.

- დიდი ხანია, რაც ქრისტიანების, იეზიდების და ქურთების დევნა მიდის ახლო აღმოსავლეთში, აქამდე არაფერი გსმენიათ?

- აქამდე არაფერი გამიგია, შოკში ვარ, პანიკაში ვარ, სულ ამაზე ვფიქრობ. როგორც შევიტყვე, საქართველოში არის მღვდელი, ვისთანაც ჩამოსული არის რამდენიმე ასირიელი. ვაპირებ, მათთან წავიდე, გავიგო რა პრობლემები აქვთ და დავეხმარო.

- ვისთან ერთად აპირებთ არქიმანდრიტ სერაფიმესთან ჩასვლას?

- ჩემს მშობლებთან და მეგობრებთან ერთად ვაპირებ მათთან წასვლას.

- გყავთ ნათესავები ახლო აღმოსავლეთში?

- არა, იქ არავინ მყავს.

- როგორ ფიქრობ, სოლიდარულია საქართველო ასირიელების მიმართ?

- მგონი, ყველა ქართველს შესტკივა გული ამ ყველაფერზე, რადგან ქართველ და ასურელ ხალხს დიდი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ჩემს გარდა უამრავი ასურელი ცხოვრობს საქართველოში. მნიშვნელობა არ აქვს რუსი იქნება, თუ უკრაინელი, ყველა ნორმალურ ადამიანს გული უნდა შეტკიოდეს ამ ყველაფერზე. ამაზე თვალი არავინ უნდა დახუჭოს. თუ თვალს დავხუჭავთ დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ ეს სისასტიკე გაგრძელდება, არასდროს გაჩერდება ეს უბედურება.

- როგორ მოხვდნენ შენი წინაპრები საქართველოში?

- ბაბუაჩემი ბავშვობაში თურქეთში ცხოვრობდა, დედაჩემის წინაპრები კი აზერბაიჯანში, ამის შემდეგ გაიცნეს ერთმანეთი დედამ და მამამ, დაქორწინდნენ და საქართველოში ვცხოვრობთ. დედაც ასურელია.

- გაქვთ ურთიერთობა საქართველოში მცხოვრებ ასურელებთან?

- რა თქმა უნდა, მაქვს მათთან ურთიერთობა.

- პანკისიდან რამდენიმე ახალგაზრდა წავიდა ახლო აღმოსავლეთში საბრძოლველად, ამბობენ, რომ ამის გამო ტერორისტების სამიზნე საქართველოც გახდება, გეშინიათ?

- ამ მომენტში არაფრის მეშინია. რაც გიწერია, ის მაინც მოხდება, ვერაფერს შევცვლით. მე ყველანაირად გვერდით დავუდგები ჩემს ასურელებს, პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს როცა შენიანს ეხებიან. მზად ვარ დახმარებისთვისაც და თავგანწირვისთვისაც მზად ვარ ჩემი ასურელებისთვის.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია