სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავუმკლავდეთ გაზაფხულის სტრესს
როგორ გავუმკლავდეთ გაზაფხულის სტრესს

გა­ზა­ფხუ­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის გა­მოც­დაა - იმუ­ნი­ტე­ტის სიმ­ტკი­ცე­ში, გამ­ძლე­ო­ბა­ში. ამ დროს მას დახ­მა­რე­ბა და ხე­ლის შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბა - არ უნდა შე­ფერ­ხდეს მისი მო­მა­რა­გე­ბა სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნე­ბით, მი­ნე­რა­ლე­ბით და სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნორ­მა­ლუ­რი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. გვე­სა­უბ­რე­ბა ექი­მი ნანა ჟღენ­ტი.

- ზამ­თარ­გა­მოვ­ლი­ლი ორ­გა­ნიზ­მი გა­ზა­ფხულს მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა შეხ­ვდეს, რათა არ გან­ვი­თარ­დეს გა­ზა­ფხუ­ლის ას­თე­ნია. რას ნიშ­ნავს ეს?

- სი­ტყვა "ას­თე­ნია" ბერ­ძნუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და სი­სუს­ტეს, უქე­ი­ფო­ბას ნიშ­ნავს. ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბია ადრე გა­ზა­ფხულ­ზე გან­წყო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. ეს კი­დევ უფრო მძაფ­რად ეტყო­ბათ მო­ზარ­დებ­სა და ბავ­შვებს. ბავ­შვებ­თან გა­ზა­ფხუ­ლის ას­თე­ნია ვლინ­დე­ბა ჭირ­ვე­უ­ლო­ბით, უმა­დო­ბით, ძი­ლის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვით, უმ­ნიშ­ვნე­ლო ტრავ­მის შე­დე­გა­დაც კი სხე­უ­ლი ლურ­ჯდე­ბა, ხში­რია სის­ხლდე­ნა ღრძი­ლე­ბი­დან, ცხვი­რი­დან... გა­ზა­ფხულ­ზე ადა­მი­ა­ნი უმე­ტე­სად სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ინ­ფექ­ცი­ე­ბით ავად­მყო­ფობს და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბაც ჭი­ა­ნურ­დე­ბა. სა­ხე­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბა გა­მო­ნა­ყა­რი, კანი შრე­ბა და იქერცლე­ბა, ტუ­ჩის კუ­თხე­ე­ბი სკდე­ბა. ასე გვა­ტყო­ბი­ნებს ორ­გა­ნიზ­მი, რომ ვი­ტა­მი­ნე­ბი სჭირ­დე­ბა. ჰი­პო­ვი­ტა­მი­ნო­ზი, ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, გა­ზა­ფხუ­ლის ას­თე­ნი­ის ერთ-ერთი მი­ზე­ზია. გან­სა­ზღვრულ როლს ას­რუ­ლებს საკ­ვებ­ში ზო­გი­ერ­თი მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის სიმ­ცი­რეც. ბავ­შვის მზარ­დი ორ­გა­ნიზ­მი დე­ფი­ცი­ტის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა. კან­ზე გა­ჩე­ნი­ლი სი­ლურ­ჯე­ე­ბი და ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა C ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს, და­ხეთ­ქი­ლი ტუ­ჩის კუ­თხე­ე­ბი - B2 ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე, ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, კუნ­თო­ვა­ნი სი­სუს­ტე, მა­დი­სა და ძი­ლის დარ­ღვე­ვა B ჯგუ­ფის სხვა ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის ბრა­ლია, ჭირ­ვე­უ­ლო­ბა, კა­რი­ე­სის ნა­ად­რე­ვი გა­მოვ­ლე­ნა - კალ­ცი­უმ-ფოს­ფო­რის ცვლის დარ­ღვე­ვი­სა და D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბი­სა.

- რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ეს უსი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი? რო­გორ მი­ვი­ღოთ ვი­ტა­მი­ნე­ბი?

- სათ­ბურ­ში მოყ­ვა­ნი­ლი კიტ­რი და პო­მი­დო­რი სა­ა­მი­სოდ ნამ­დვი­ლად არ გა­მოდ­გე­ბა. სხვა საქ­მეა ქორ­ფა მწვა­ნი­ლი, მწვა­ნე სა­ლა­თა, მწვა­ნე ხახ­ვი, ტკბი­ლი ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა. გა­ზა­ფხულ­ზე ორ­გა­ნიზ­მი ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩ ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის. ეს ვი­ტა­მი­ნი ორ­გა­ნიზ­მში არ წარ­მო­იქ­მნე­ბა, იგი ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა მი­ვი­ღოთ საკ­ვე­ბით. ამის­თვის გა­მოდ­გე­ბა ციტ­რუ­სე­ბი, კივი, ჩი­ნუ­რი და ბრი­უ­სე­ლის კომ­ბოს­ტო, ბრო­კო­ლი, ას­კი­ლი, ქაც­ვი, შავი მო­ცხა­რი. ამ უკა­ნას­კნე­ლის გა­ყინ­ვა და შე­ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია - ვი­ტა­მი­ნე­ბი და მი­ნე­რა­ლე­ბი ასე­თი სა­ხით კარ­გად ინა­ხე­ბა. B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბის წყა­როა ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, სა­სურ­ვე­ლია, მარ­ცვლე­უ­ლი ხში­რად ჩავ­რთოთ მე­ნი­უ­ში. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი არ შე­ი­ცავს თი­ა­მინს, სე­რო­ტო­ნინს - ბედ­ნი­ე­რე­ბის აღ­მძვრელ ნივ­თი­ე­რე­ბას. აქ­სე­ლე­რან­ტი მო­ზარ­დე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­ლი­უმ-ფოს­ფო­რის ცვლის მო­წეს­რი­გე­ბა. ამა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ყვე­ლი, კვერ­ცხი. ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტი სე­ლე­ნი. მას შე­ი­ცავს ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი, ღვიძ­ლი, ტვი­ნი, თი­ნუ­სი. არ და­ი­ვი­წყოთ ბა­ნა­ნი - ხში­რად ჩარ­თეთ რა­ცი­ონ­ში ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტრო­პი­კუ­ლი ხილი. მას­ში ბევ­რია მაგ­ნი­უ­მი, B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი, კა­ლი­უ­მი, სე­რო­ტო­ნი­ნი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

როგორ გავუმკლავდეთ გაზაფხულის სტრესს

როგორ გავუმკლავდეთ გაზაფხულის სტრესს

გაზაფხული ორგანიზმისთვის გამოცდაა - იმუნიტეტის სიმტკიცეში, გამძლეობაში. ამ დროს მას დახმარება და ხელის შეწყობა სჭირდება - არ უნდა შეფერხდეს მისი მომარაგება საჭირო ვიტამინებით, მინერალებით და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. გვესაუბრება ექიმი ნანა ჟღენტი.

- ზამთარგამოვლილი ორგანიზმი გაზაფხულს მომზადებული უნდა შეხვდეს, რათა არ განვითარდეს გაზაფხულის ასთენია. რას ნიშნავს ეს?

- სიტყვა "ასთენია" ბერძნული წარმოშობისაა და სისუსტეს, უქეიფობას ნიშნავს. ყველასთვის ნაცნობია ადრე გაზაფხულზე განწყობის დაქვეითება. ეს კიდევ უფრო მძაფრად ეტყობათ მოზარდებსა და ბავშვებს. ბავშვებთან გაზაფხულის ასთენია ვლინდება ჭირვეულობით, უმადობით, ძილის რეჟიმის დარღვევით, უმნიშვნელო ტრავმის შედეგადაც კი სხეული ლურჯდება, ხშირია სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან... გაზაფხულზე ადამიანი უმეტესად სასუნთქი სისტემის ინფექციებით ავადმყოფობს და გამოჯანმრთელებაც ჭიანურდება. სახეზე პერიოდულად ჩნდება გამონაყარი, კანი შრება და იქერცლება, ტუჩის კუთხეები სკდება. ასე გვატყობინებს ორგანიზმი, რომ ვიტამინები სჭირდება. ჰიპოვიტამინოზი, ვიტამინების ნაკლებობა, გაზაფხულის ასთენიის ერთ-ერთი მიზეზია. განსაზღვრულ როლს ასრულებს საკვებში ზოგიერთი მინერალური ნივთიერებისა და მიკროელემენტების სიმცირეც. ბავშვის მზარდი ორგანიზმი დეფიციტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. კანზე გაჩენილი სილურჯეები და ცხვირიდან სისხლდენა C ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს, დახეთქილი ტუჩის კუთხეები - B2 ვიტამინის ნაკლებობაზე, ნერვული აშლილობა, კუნთოვანი სისუსტე, მადისა და ძილის დარღვევა B ჯგუფის სხვა ვიტამინების ნაკლებობის ბრალია, ჭირვეულობა, კარიესის ნაადრევი გამოვლენა - კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევისა და D ვიტამინის ნაკლებობისა.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნო ცვლილებები? როგორ მივიღოთ ვიტამინები?

- სათბურში მოყვანილი კიტრი და პომიდორი საამისოდ ნამდვილად არ გამოდგება. სხვა საქმეა ქორფა მწვანილი, მწვანე სალათა, მწვანე ხახვი, ტკბილი ბულგარული წიწაკა. გაზაფხულზე ორგანიზმი ყველაზე მეტად ჩ ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. ეს ვიტამინი ორგანიზმში არ წარმოიქმნება, იგი ყოველდღიურად უნდა მივიღოთ საკვებით. ამისთვის გამოდგება ციტრუსები, კივი, ჩინური და ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ასკილი, ქაცვი, შავი მოცხარი. ამ უკანასკნელის გაყინვა და შენახვა შესაძლებელია - ვიტამინები და მინერალები ასეთი სახით კარგად ინახება. B ჯგუფის ვიტამინების წყაროა ბურღულეული, სასურველია, მარცვლეული ხშირად ჩავრთოთ მენიუში. გაითვალისწინეთ, რომ რაფინირებული პროდუქტები არ შეიცავს თიამინს, სეროტონინს - ბედნიერების აღმძვრელ ნივთიერებას. აქსელერანტი მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია კალიუმ-ფოსფორის ცვლის მოწესრიგება. ამაში დაგეხმარებათ რძის პროდუქტები, ყველი, კვერცხი. ნერვული სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია მიკროელემენტი სელენი. მას შეიცავს ზღვის პროდუქტები, ღვიძლი, ტვინი, თინუსი. არ დაივიწყოთ ბანანი - ხშირად ჩართეთ რაციონში ეს შესანიშნავი ტროპიკული ხილი. მასში ბევრია მაგნიუმი, B ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი, სეროტონინი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს