სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეიფარა ადეიშვილი? - ინტერპოლი კეზერაშვილის ძებნასაც შეწყვეტს?!
ვინ შეიფარა ადეიშვილი? - ინტერპოლი კეზერაშვილის ძებნასაც შეწყვეტს?!

"ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­უქ­მე­ბის ძი­რი­თად სა­ფუძ­ვლად ქარ­თუ­ლი მხა­რი­სათ­ვის უც­ნო­ბი ერთ-ერთი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი მი­უ­თი­თა", - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით­ვე, ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ ადე­იშ­ვი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისე მი­ი­ღო, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან და­მა­ტე­ბი­თი არ­გუ­მენ­ტა­ცია ან დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა არ მო­უ­თხო­ვია. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა არ აკონ­კრე­ტებს, რო­მელ­მა ქვე­ყა­ნამ მი­ა­ნი­ჭა ადე­იშ­ვილს ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი.

დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ადე­იშ­ვი­ლის ად­ვო­კატ ოთარ კა­ხი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით: - კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნას, სად მი­ი­ღო ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი, ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, თუმ­ცა, წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნის შე­წყვე­ტის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ეს არ ყო­ფი­ლა. საქ­მე­ში მისი დევ­ნის გა­საგ­რძე­ლებ­ლად საკ­მა­რი­სი მა­სა­ლა არ იყო.

- გა­უ­გე­ბა­რია, თუ საკ­მა­რი­სი მა­სა­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე არ არ­სე­ბობ­და, ინ­ტერ­პოლ­მა ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი ძებ­ნილ­თა სი­ა­ში რა­ტომ ჩას­ვა?

- მას შემ­დეგ, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ინ­ტერ­პოლს ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მა­სა­ლე­ბი წა­რუდ­გი­ნა, ჩვე­ნი კო­რეს­პონ­დენ­ცი­აც წარ­ვად­გი­ნეთ. მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი. რო­გორც ჩანს, ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა...

- ადე­იშ­ვი­ლის გა­მო­კი­თხვის ოქ­მის მი­ხედ­ვით, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღი­ა­რებს, რომ "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­დან" თან­ხე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­სა­ფი­ნან­სებ­ლად პი­რა­დად "გა­და­ქა­ჩა".

- ამ დო­კუ­მენტს სა­მარ­თლებ­რი­ვი ძალა არა აქვს, ის სა­სა­მარ­თლომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად არ მი­იჩ­ნია...

- სად არის დღეს ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი?

- ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბას. მას მრჩევ­ლის სტა­ტუ­სი აქვს, ვერც იმას და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი უნ­გრეთ­მა მი­ა­ნი­ჭა. ადე­იშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრა­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლით და პა­ტი­მარ­თა და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით და­უს­წრებ­ლად წა­უ­ყე­ნეს. მას ასე­ვე ბრა­ლად ედე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და და­ნა­შა­ულ­თა პრო­ვო­ცი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

ინ­ტერ­პოლ­მა წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ძებ­ნა ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყო. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე კე­ზე­რაშ­ვი­ლი კვლავ ძებ­ნი­ლა­დაა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, თუმ­ცა, რო­გორც ოთარ კა­ხი­ძე ამ­ტკი­ცებს, წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნილ­თა სი­ა­ში მალე და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­საც აღარ ვი­ხი­ლავთ. პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბა არის თუ არა საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ინ­ტერ­პოლ­მა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის ძებ­ნა შე­წყვი­ტოს, ამის გა­სარ­კვე­ვად იუ­რისტ ლე­ვან­ ალა­ფიშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით: "იმი­სათ­ვის, რომ პი­რის ძებ­ნის პრო­ცე­დუ­რა შე­წყდეს, ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბაა, რის შე­სა­ხე­ბაც ინი­ცი­რე­ბას თა­ვად დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მიმ­ცე­მი სა­ხელ­მწი­ფო ახორ­ცი­ე­ლებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი უნ­გრეთ­მა მი­ა­ნი­ჭა და ამ პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის რე­სურ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის ჰქონ­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ კი­დევ ერ­თმა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია აქვს. რო­გორც ჩანს, პრო­კუ­რა­ტუ­რას არ ჰქონ­და საკ­მა­რი­სი მა­სა­ლე­ბი იმის­თვის, რომ ინ­ტერ­პო­ლის­თვის და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც წა­რედ­გი­ნა".

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი: - პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჩათ­ვა­ლა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მი­ზე­ზით ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის­თვის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რი­დან ამო­ღე­ბა მის­თვის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბაა, არა­და, ამით ადე­იშ­ვილს და­უ­დას­ტუ­რეს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­დან თით­ქოს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იდევ­ნე­ბო­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­წო­დე­ბა, რომ­ლებ­მაც ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის საქ­მე­ში ეჭვი შე­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა,

ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კი არ არის პრობ­ლე­მა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კო­სებ­საც ეკის­რე­ბათ. არ­სე­ბობს ადე­იშ­ვი­ლის გა­მო­კი­თხვის ოქმი. რა­ტომ არ იყე­ნებს ამ კო­ზირს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვინ შეიფარა ადეიშვილი? - ინტერპოლი კეზერაშვილის ძებნასაც შეწყვეტს?!

ვინ შეიფარა ადეიშვილი? - ინტერპოლი კეზერაშვილის ძებნასაც შეწყვეტს?!

"ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზურაბ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ მისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მიუთითა", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების განმარტებითვე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ქართული მხარისგან დამატებითი არგუმენტაცია ან დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუთხოვია. მთავარი პროკურატურა არ აკონკრეტებს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი.

დეტალების გასარკვევად ადეიშვილის ადვოკატ ოთარ კახიძეს დავუკავშირდით: - კონკრეტულ ქვეყანას, სად მიიღო ზურაბ ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი, ვერ დაგისახელებთ, თუმცა, წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტის მთავარი მიზეზი ეს არ ყოფილა. საქმეში მისი დევნის გასაგრძელებლად საკმარისი მასალა არ იყო.

- გაუგებარია, თუ საკმარისი მასალები თავიდანვე არ არსებობდა, ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილთა სიაში რატომ ჩასვა?

- მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ინტერპოლს ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ მასალები წარუდგინა, ჩვენი კორესპონდენციაც წარვადგინეთ. მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. როგორც ჩანს, ეს საკმარისი აღმოჩნდა...

- ადეიშვილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ "თბილისის განვითარების ფონდიდან" თანხები "ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად პირადად "გადაქაჩა".

- ამ დოკუმენტს სამართლებრივი ძალა არა აქვს, ის სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია...

- სად არის დღეს ზურაბ ადეიშვილი?

- ზურაბ ადეიშვილი რეფორმების გატარებაში ეხმარება უკრაინის მთავრობას. მას მრჩევლის სტატუსი აქვს, ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთმა მიანიჭა. ადეიშვილს საქართველოში ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოცირების ორგანიზება.

ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ძებნა ერთდროულად დაიწყო. ორგანიზაციის ვებგვერდზე კეზერაშვილი კვლავ ძებნილადაა მოხსენიებული, თუმცა, როგორც ოთარ კახიძე ამტკიცებს, წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში მალე დავით კეზერაშვილსაც აღარ ვიხილავთ. პოლიტიკური თავშესაფრის მიღება არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ ინტერპოლმა კონკრეტული პირის ძებნა შეწყვიტოს, ამის გასარკვევად იურისტ ლევან­ ალაფიშვილს დავუკავშირდით: "იმისათვის, რომ პირის ძებნის პროცედურა შეწყდეს, ერთ-ერთი საფუძველი პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაა, რის შესახებაც ინიცირებას თავად დევნილის სტატუსის მიმცემი სახელმწიფო ახორციელებს. სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილს დევნილის სტატუსი უნგრეთმა მიანიჭა და ამ პროცესის შეჩერების რესურსი საქართველოში არავის ჰქონდა. სამწუხაროა, რომ კიდევ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულებას პოლიტიკური მოტივაცია აქვს. როგორც ჩანს, პროკურატურას არ ჰქონდა საკმარისი მასალები იმისთვის, რომ ინტერპოლისთვის დამატებითი დოკუმენტაციაც წარედგინა".

ექსპერტი გია ხუხაშვილი: - პროკურატურამ ჩათვალა, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მიზეზით ზურაბ ადეიშვილისთვის წითელი ცირკულარიდან ამოღება მისთვის შემამსუბუქებელი გარემოებაა, არადა, ამით ადეიშვილს დაუდასტურეს, რომ ის საქართველოდან თითქოს პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა.

პროკურატურამ ვერ მოახერხა იმ ქვეყნებისთვის ახსნა-განმარტებების მიწოდება, რომლებმაც ზურაბ ადეიშვილის საქმეში ეჭვი შეიტანეს, თუმცა,

ამ შემთხვევაში მხოლოდ პროკურატურაში კი არ არის პრობლემა, პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებსაც ეკისრებათ. არსებობს ადეიშვილის გამოკითხვის ოქმი. რატომ არ იყენებს ამ კოზირს ხელისუფლება?

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"