პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განო ამას ვერ გასწვდება" - კოტე თოლორდავას ფინანსურ პრობლემებზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
"განო ამას ვერ გასწვდება" - კოტე თოლორდავას ფინანსურ პრობლემებზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მსა­ხი­ობ კოტე თო­ლორ­და­ვას და მის მე­უღ­ლეს, განო მე­ლი­თა­ურს დო­ლა­რის კურ­სის აწე­ვის შემ­დეგ სეს­ხის გა­დახ­და ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ. "გა­ნოც და კო­ტეც ტყა­ვი­დან ძვრე­ბოდ­ნენ და ყვე­ლა­ფერს პირ­ნათ­ლად იხ­დიდ­ნენ", - ამ­ბობს ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგთან" სა­უბ­რი­სას ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი, მუ­სი­კო­სი ციცი ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე ბან­კის ვალი 60, 000 დო­ლარს შე­ად­გენს. "განო ამას ვერ გას­წვდე­ბა. ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს რა­ღაც გა­მო­ნაკ­ლი­სი ბან­კის მხრი­დან, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბით და მო­ხუ­ცე­ბუ­ლი დე­დით, ქუ­ჩა­ში არ დარ­ჩნენ?!", - ამ­ბობს მუ­სი­კო­სი ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგთან" სა­უბ­რი­სას.

"იპო­თე­კით აქვთ დატ­ვირ­თუ­ლი ბინა, დო­ლა­რის კურ­სის აწე­ვის შემ­დეგ გა­უ­ჭირ­დათ სეს­ხის გა­დახ­და, გა­ნოც და კო­ტეც ტყა­ვი­დან ძვრე­ბოდ­ნენ და ყვე­ლა­ფერს პირ­ნათ­ლად იხ­დიდ­ნენ. კო­ტეს უხა­რო­და, რომ ფილმში იღებ­დნენ, რად­გან ამ ჰო­ნო­რა­რით სეს­ხის და­ფარ­ვას აპი­რებ­და და ამ­ბობ­და, მცი­რე ხანს მშვი­დად ვიქ­ნე­ბიო.

კო­ტეს ჰყავს მო­ხუ­ცე­ბუ­ლი დედა, რო­მე­ლიც მათ­თან ცხოვ­რობს. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა დღე­შია ოჯა­ხი. გა­ნოს მშობ­ლე­ბი გვერ­დში უდ­გა­ნან, ჩვენც, სა­მე­გობ­რო, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ მათ­თვის, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა, სხვე­ბიც თუ და­ეხ­მა­რე­ბი­ან კო­ტეს ოჯახს. 60 000 დო­ლა­რი აქვთ დარ­ჩე­ნი­ლი გა­და­სახ­დე­ლი და განო ამას ვერ გას­წვდე­ბა...

ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს რა­ღაც გა­მო­ნაკ­ლი­სი ბან­კის მხრი­დან, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბით და მო­ხუ­ცე­ბუ­ლი დე­დით, ქუ­ჩა­ში არ დარ­ჩნენ?!

ხომ უნდა იყოს სახ­სრე­ბი, რო­მე­ლიც ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ ოჯა­ხებს მოხ­მარ­დე­ბა? მე მა­ინც იმე­დი მაქვს, რომ ბან­კი ჰუ­მა­ნუ­რო­ბას გა­მო­ი­ჩენს და გვერ­დში და­უდ­გე­ბა ამ ოჯახს, რომ ქუ­ჩა­ში არ დარ­ჩნენ", - ამ­ბობს ციცი ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" ახალ ნო­მერ­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"განო ამას ვერ გასწვდება" - კოტე თოლორდავას ფინანსურ პრობლემებზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

"განო ამას ვერ გასწვდება" - კოტე თოლორდავას ფინანსურ პრობლემებზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მსახიობ კოტე თოლორდავას და მის მეუღლეს, განო მელითაურს დოლარის კურსის აწევის შემდეგ სესხის გადახდა ძალიან გაუჭირდათ. "განოც და კოტეც ტყავიდან ძვრებოდნენ და ყველაფერს პირნათლად იხდიდნენ", - ამბობს ჟურნალ "რეიტინგთან" საუბრისას ოჯახის მეგობარი, მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ბანკის ვალი 60, 000 დოლარს შეადგენს. "განო ამას ვერ გასწვდება. ხომ უნდა არსებობდეს რაღაც გამონაკლისი ბანკის მხრიდან, რომ ახალგაზრდა ქალი, პატარა ბავშვებით და მოხუცებული დედით, ქუჩაში არ დარჩნენ?!", - ამბობს მუსიკოსი ჟურნალ "რეიტინგთან" საუბრისას.

"იპოთეკით აქვთ დატვირთული ბინა, დოლარის კურსის აწევის შემდეგ გაუჭირდათ სესხის გადახდა, განოც და კოტეც ტყავიდან ძვრებოდნენ და ყველაფერს პირნათლად იხდიდნენ. კოტეს უხაროდა, რომ ფილმში იღებდნენ, რადგან ამ ჰონორარით სესხის დაფარვას აპირებდა და ამბობდა, მცირე ხანს მშვიდად ვიქნებიო.

კოტეს ჰყავს მოხუცებული დედა, რომელიც მათთან ცხოვრობს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ოჯახი. განოს მშობლები გვერდში უდგანან, ჩვენც, სამეგობრო, ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის, მაგრამ კარგი იქნება, სხვებიც თუ დაეხმარებიან კოტეს ოჯახს. 60 000 დოლარი აქვთ დარჩენილი გადასახდელი და განო ამას ვერ გასწვდება...

ხომ უნდა არსებობდეს რაღაც გამონაკლისი ბანკის მხრიდან, რომ ახალგაზრდა ქალი, პატარა ბავშვებით და მოხუცებული დედით, ქუჩაში არ დარჩნენ?!

ხომ უნდა იყოს სახსრები, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ოჯახებს მოხმარდება? მე მაინც იმედი მაქვს, რომ ბანკი ჰუმანურობას გამოიჩენს და გვერდში დაუდგება ამ ოჯახს, რომ ქუჩაში არ დარჩნენ", - ამბობს ციცი ფალავანდიშვილი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ახალ ნომერში.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია