საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიმინალური გარჩევები შალვა აბულაძესა და "ჭინტორას" შორის - რას იწერება პოლიციელების მკვლელობისთვის დაკავებული ციხიდან
კრიმინალური გარჩევები შალვა აბულაძესა და "ჭინტორას" შორის - რას იწერება პოლიციელების მკვლელობისთვის დაკავებული ციხიდან

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი შალ­ვა აბუ­ლა­ძე და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. მისი თქმით, მკვლე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია, თა­ვად კი ცი­ხე­ში მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის დაკ­ვე­თით ჩას­ვეს. მან ხა­ზა­რა­ძის მუ­ქა­რის გამო 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა.

"სა­ქარ­თვე­ლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე ქარ­თულ­მა მხა­რემ აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­დას­ვლა­ზე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი უარი გან­მი­ცხა­და. მაქვს ეჭვი, რომ ჩემი დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და სა­მუ­და­მო და­ძი­ნე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა იმარ­თე­ბო­და და იმარ­თე­ბა ხა­ზა­რა­ძის მხრი­დან. გა­მო­ძი­ე­ბას ვთხოვ, გა­მო­იკ­ვლი­ოს გლო­კის სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტის წარ­მო­მავ­ლო­ბა, და­ი­კი­თხოს ხა­ზა­რა­ძე და გან­მარ­ტოს თუ რა გა­რი­გე­ბა­შია ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ას­თან - ქო­ნე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით, რა­ტომ გა­ა­რე­მონ­ტა "თი-ბი-სი" ბან­კმა ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში, რო­მე­ლიც შალ­ვა აბუ­ლა­ძემ "იმე­დის კვი­რას" მის­წე­რა.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ად­ვო­კა­ტი ზვი­ად კორ­ძა­ძე აბუ­ლა­ძის ვერ­სი­ა­ში ლო­გი­კას ვერ ხე­დავს.

"ხა­ზა­რა­ძეს არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა აბუ­ლა­ძეს­თან არ აქვს. ეს არის მცდე­ლო­ბა აბუ­ლა­ძის საქ­მე­ში ხა­ზა­რა­ძის მხა­რედ ჩარ­თვის. ამ საქ­მე­ში მხა­რე არის აბუ­ლა­ძე და მე­ო­რე მხა­რეს მოკ­ლუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ეს არის მცდე­ლო­ბა, რომ ის გა­და­იყ­ვა­ნონ თავ­დაც­ვით პო­ზი­ცი­ა­ში, რაც ვერ გა­მო­ვა", - აცხა­დებს ზვი­ად კორ­ძა­ძე.

პრო­კუ­რა­ტუ­რა კი და­ნა­შა­უ­ლის სხვა­დას­ხვა მო­ტი­ვებ­ზე მუ­შა­ობს. ბორ­ჯომ­ში პო­ლი­ცი­ი­სათ­ვის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ერთ-ერთ ვე­რი­ად პრო­კუ­რო­რი უკა­ნო­ნო ია­რაღს ასა­ხე­ლებს, რო­მელ­საც აბუ­ლა­ძეს ჩხრე­კის შემ­თხვე­ვა­ში აღ­მო­უ­ჩენ­დნენ, თბი­ლის­ში კი ძებ­ნი­ლის სტა­ტუსს. პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის გარ­და, აბუ­ლა­ძის ბრა­ლე­უ­ლო­ბას შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი დნმ-ც ადას­რუ­რებს.

"მას­რა­ზე ამო­ვი­და შალ­ვა აბუ­ლა­ძის დნმ, გენ­ტი­კუ­რი მა­სა­ლა, ზურგჩან­თა დარ­ჩა კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს ეს ზურგჩან­თა ამო­ღე­ბულ იქნა. მას­ზე ჩა­ტარ­და გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, ამ ზურგჩან­თა­ზე ისე­ვე, რო­გორც მას­ში მო­თავ­სე­ბულ საგ­ნებ­ზე, ამო­სუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა ეკუთ­ვის შალ­ვა აბუ­ლა­ძეს", - აცხა­დებს პრო­კუ­რო­რი და­ვით ნე­ფა­რი­ძე.

კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო მომ­ხდარს მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლევ რეზო ნამ­გა­ლა­ძეს, მეტ­სა­ხე­ლად ჭინ­ტო­რას და შალ­ვა აბუ­ლა­ძეს შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი გრჩე­ვას უკავ­ში­რებს. ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი ჭინ­ტო­რა, რომ­ლის შვი­ლის ნათ­ლი­აც შალ­ვა აბუ­ლა­ძეა, მი­დის აბუ­ლა­ძის სახ­ლთან და ემუქ­რე­ბა. რის შემ­დე­გაც ჭინ­ტო­რას სახ­ლს ცხრი­ლა­ვენ. სახ­ლის და­ცხრილ­ვა­ზე ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ა­ში სა­ჩი­ვა­რი ჭინ­ტო­რას დას შე­აქვს. თუმ­ცა იქ და­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი არ არის. ამ ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, აბუ­ლა­ძემ ივა­რა­უ­და, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ცხრილ­ვის ფაქ­ტზე გა­ა­ჩე­რეს.

შე­გახ­სე­ნებთ, შალ­ვა აბუ­ლა­ძე 2006 წელს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბი­სა და ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. 20 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ სას­ჯე­ლი 8 წა­ლამ­დე შე­უმ­ცი­რეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა,რომ ვა­დის მოხ­დამ­დე 8 თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, უდო-ს კო­მი­სი­ამ ვა­და­ზე ადრე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ორი კვი­რის წინ აბუ­ლა­ძე ბორ­ჯომ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს. მას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ნახ­ვა ედე­ბა ბრა­ლად. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლე­ბი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კრიმინალური გარჩევები შალვა აბულაძესა და "ჭინტორას" შორის - რას იწერება პოლიციელების მკვლელობისთვის დაკავებული ციხიდან

კრიმინალური გარჩევები შალვა აბულაძესა და "ჭინტორას" შორის - რას იწერება პოლიციელების მკვლელობისთვის დაკავებული ციხიდან

პატიმრობაში მყოფი შალვა აბულაძე დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით, მკვლელი თავისუფალია, თავად კი ციხეში მამუკა ხაზარაძის დაკვეთით ჩასვეს. მან ხაზარაძის მუქარის გამო 2014 წლის დეკემბერში ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

"საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე ქართულმა მხარემ აზერბაიჯანში გადასვლაზე დაუსაბუთებელი უარი განმიცხადა. მაქვს ეჭვი, რომ ჩემი დისკრიმინაციისა და სამუდამო დაძინების ყველა მცდელობა იმართებოდა და იმართება ხაზარაძის მხრიდან. გამოძიებას ვთხოვ, გამოიკვლიოს გლოკის სისტემის პისტოლეტის წარმომავლობა, დაიკითხოს ხაზარაძე და განმარტოს თუ რა გარიგებაშია ბორჯომის პოლიციასთან - ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, რატომ გაარემონტა "თი-ბი-სი" ბანკმა ბორჯომის პოლიციის შენობა", - აღნიშნულია წერილში, რომელიც შალვა აბულაძემ "იმედის კვირას" მისწერა.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აბულაძის ვერსიაში ლოგიკას ვერ ხედავს.

"ხაზარაძეს არავითარი შეხება აბულაძესთან არ აქვს. ეს არის მცდელობა აბულაძის საქმეში ხაზარაძის მხარედ ჩართვის. ამ საქმეში მხარე არის აბულაძე და მეორე მხარეს მოკლული პოლიციელები და საზოგადოება. ეს არის მცდელობა, რომ ის გადაიყვანონ თავდაცვით პოზიციაში, რაც ვერ გამოვა", - აცხადებს ზვიად კორძაძე.

პროკურატურა კი დანაშაულის სხვადასხვა მოტივებზე მუშაობს. ბორჯომში პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ერთ-ერთ ვერიად პროკურორი უკანონო იარაღს ასახელებს, რომელსაც აბულაძეს ჩხრეკის შემთხვევაში აღმოუჩენდნენ, თბილისში კი ძებნილის სტატუსს. პროკურორის განცხადებით, მოწმეთა ჩვენებების გარდა, აბულაძის ბრალეულობას შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დნმ-ც ადასრურებს.

"მასრაზე ამოვიდა შალვა აბულაძის დნმ, გენტიკური მასალა, ზურგჩანთა დარჩა კონკრეტულ ადგილზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ეს ზურგჩანთა ამოღებულ იქნა. მასზე ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნით, ამ ზურგჩანთაზე ისევე, როგორც მასში მოთავსებულ საგნებზე, ამოსული ბიოლოგიური მასალა ეკუთვის შალვა აბულაძეს", - აცხადებს პროკურორი დავით ნეფარიძე.

კონფიდენციალური წყარო მომხდარს მრავალჯერ ნასამართლევ რეზო ნამგალაძეს, მეტსახელად ჭინტორას და შალვა აბულაძეს შორის კრიმინალური გრჩევას უკავშირებს. ციხიდან გამოსული ჭინტორა, რომლის შვილის ნათლიაც შალვა აბულაძეა, მიდის აბულაძის სახლთან და ემუქრება. რის შემდეგაც ჭინტორას სახლს ცხრილავენ. სახლის დაცხრილვაზე ბორჯომის პოლიციაში საჩივარი ჭინტორას დას შეაქვს. თუმცა იქ დავარაუდო დამნაშე დასახელებული არ არის. ამ ვერსიის მიხედვით, აბულაძემ ივარაუდა, რომ პოლიციელებმა დაცხრილვის ფაქტზე გააჩერეს.

შეგახსენებთ, შალვა აბულაძე 2006 წელს მკვლელობის მცდელობისთვის, იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს. 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასჯელი 8 წალამდე შეუმცირეს. მიუხედავად იმისა,რომ ვადის მოხდამდე 8 თვე ჰქონდა დარჩენილი, უდო-ს კომისიამ ვადაზე ადრე გაათავისუფლა.

ორი კვირის წინ აბულაძე ბორჯომში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას პოლიციელების მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა ედება ბრალად. აღნიშნული მუხლები სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ