"მისტრალი კვლავაც რჩება განხილვის საგნად" - ოლანდი და პუტინი ერთმანეთს სომხეთში შეხვდებიან

"მისტრალი კვლავაც რჩება განხილვის საგნად" - ოლანდი და პუტინი ერთმანეთს სომხეთში შეხვდებიან

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, პარიზი ვერტმფრენმზიდ "მისტრალთან" დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ეძებს, რომლის რუსეთისთვის გადაცემაც უკრაინის კრიზისის მოგვარებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ჩანალ+"-ს განუცხადა.

"მისტრალი კვლავაც რჩება განხილვის საგნად. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა კრიზისიდან გამოსავალი ვიპოვოთ", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პარასკევს აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელიც სომხეთში გაიმართება.

"მისტრალის" შესახებ კონტრაქტი რუსეთსა და საფრანგეთს შორის 2011 წელს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც საფრანგეთს გემი რუსეთისთვის გასული წლის ნოემბერში უნდა გადაეცა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა