უკრაინაში დაღუპული გიორგი ჯანელიძე კონფლიქტის ზონიდან გამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული გიორგი ჯანელიძე კონფლიქტის ზონიდან გამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე კონფლიქტის ზონიდან გამოასვენეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ეუთო-სა და პრორუს სეპარატისტებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. ცხედრის გამოსვენება ქართველი და უკრაინელი მებრძოლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ოპერაციამ უმსხვერპლოდ ჩაიარა.

"მთელი დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა გამოყვანა, რადგან აქტიური საბძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. "აზოვის" დაზვერვამ შენიშნა, რომ მოწინააღმდეგის მიერ ჩასაფრების მოწყობის მცდელობა ხდებოდა, იმიტომ, რომ იცოდნენ, ცხედრის გამოსაყვანად აუცილებლად ვიღაც შევიდოდა. ქართველმა მებრძოლმა დამიდასტურა, რომ უკვე ცხედარი გამოყვანილია ბრძოლის ველიდან", - განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ზაურ ნებიერიძემ.

ბატალიონ "აზოვის" წევრი გიორგი ჯანელიძე გუშინ სოფელ შიროკინოსთან ბრძოლაში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია