მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილი და პუტინი, შესაძლოა, ერთმანეთს ერევანში შეხვდნენ
ღარიბაშვილი და პუტინი, შესაძლოა, ერთმანეთს ერევანში შეხვდნენ

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ 1915 წელს ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში ეთი­კუ­რი სომ­ხე­ბის მა­სობ­რი­ვი და­ხოც­ვის ფაქ­ტი გე­ნო­ცი­დად აღი­ა­რე­ბუ­ლი არ არის, 22-24 აპ­რილს ერე­ვან­ში, სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დის 100 წლის­თა­ვის აღ­ნიშ­ნა­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­დან დე­ლე­გა­ცი­ის ჩას­ვლა იგეგ­მე­ბა. თუმ­ცა, ჯერ გარ­კვე­უ­ლი არ არის ვინ იქ­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი. გარ­კვე­უ­ლია მხო­ლოდ ის, რომ არც პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და არც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი სომ­ხეთ­ში არ გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან, ხოლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი წავა თუ არა, ეს ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და პუ­ტი­ნი, შე­საძ­ლოა, ერ­თმა­ნეთს ერე­ვან­ში შეხ­ვდნენ / ორ­მა­გად დე­ლი­კა­ტუ­რი დი­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის.

"სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ეს ვი­ზი­ტი ორ­მა­გად დე­ლი­კა­ტუ­რია. ერთი, რომ შე­საძ­ლოა, მა­ღა­ლი რან­გის დე­ლე­გა­ცი­ის წას­ვლამ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის - თურ­ქე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გა­ნა­წყე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. გარ­და ამი­სა, არის კი­დევ ერთი მიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლიც - ერე­ვან­ში გე­ნო­ცი­დის მსხვერ­პლთა ხსე­ნე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში 22-24 აპ­რილს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დე­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნიც მო­ნა­წი­ლე­ობს და, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თან შეხ­ვედ­რა მო­უ­წევს. რო­გორც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი სოსო ცინ­ცა­ძე აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლოს ამ დე­ლი­კა­ტურ სა­კი­თხში ის­ტო­რი­უ­ლად სიფრ­თხი­ლე მარ­თებს. დე­ლე­გა­ცია უნდა წა­ვი­დეს, მაგ­რამ თუკი პრე­მი­ე­რი არ წავა, ეს სომ­ხეთ­ში კრი­ტი­კუ­ლად არ უნდა მი­ი­ღონ. თუმ­ცა იმა­საც დას­ძენს, რომ თუკი დიპ­ლო­მა­ტი­ურ დო­ნე­ზე პუ­ტინ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს შო­რის შე­საძ­ლო შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ წი­ნას­წა­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა პრე­მი­ე­რი წა­ვი­დეს და ეს "უნი­კა­ლუ­რი შან­სი" იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"ის, რაც სომ­ხე­ბის მი­მართ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში მოხ­და, მარ­თლაც უდი­დე­სი ტრა­გე­დია იყო. პრაქ­ტი­კუ­ლად ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს მიერ ეს ფაქ­ტი გე­ნო­ცი­დად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ამ მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გარ­და, არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი. თუ ჩვენ გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბით იმას, რომ სომ­ხე­თი თა­ვი­სი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლოს­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეს და რუ­სეთ­თა­ნაც, აგერ ევ­რა­ზი­ის კავ­შირ­შიც შე­დის, ვფიქ­რობ, სო­მეხ ხელ­მძღვა­ნე­ლებს უნდა ეს­მო­დეთ იმ ფაქ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ შე­უძ­ლია ღია სო­ლი­და­რო­ბით გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს ისე­თი მიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ზობ­ლე­ბი, რო­გო­რიც თურ­ქე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნია. ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ­თვის სომ­ხეთს უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. ერე­ვან­ში დე­ლე­გა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­დეს, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, რო­მის პაპ­ზე უფრო დიდი კა­თო­ლი­კო­ბა გა­მო­ვავ­ლი­ნოთ. ჩვე­ნი მო­რა­ლუ­რი ვალი სო­მე­ხი ხალ­ხის წი­ნა­შე გე­ნო­ცი­დის წლებ­ში პირ­ვე­ლებ­მა შე­ვას­რუ­ლეთ და 10 ათა­სო­ბით დევ­ნილ სო­მეხს სა­ქარ­თვე­ლო­ში თავ­შე­სა­ფა­რი მი­ვე­ცით. მა­შინ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო სო­მეხ ხალ­ხს გვერ­დში და­უდ­გა", - აცხა­დებს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას სოსო ცინ­ცა­ძე.

"სპონ­ტა­ნუ­რად შეხ­ვედ­რა არაფ­რის მომ­ცე­მი არ არის. ამას კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად დიდი სამ­ზა­დი­სი სჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და პუ­ტი­ნის სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რა იქ იქ­ნე­ბა, ხელ­საც ჩა­მო­არ­თმე­ვენ, აბა, გა­ბუ­ტუ­ლე­ბი­ვით ხომ არ იქ­ნე­ბი­ან?! მაგ­რამ მთა­ვა­რი პრი­ვა­ტუ­ლი შეხ­ვედ­რაა და არა ეგ სპონ­ტა­ნუ­რი ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა. ვი­ტყო­დი, უნი­კა­ლუ­რი შან­სი არ­სე­ბობს, რომ ამ ტრა­გი­კულ ფონ­ზე რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა ან ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შერ­ბი­ლე­ბის მცდე­ლო­ბა მოხ­დეს. მთა­ვა­რია, ამას რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია. ეს მის გამ­ბე­და­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იმი­ტომ, რომ ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ყვე­ლა­ზე დიდი ტე­ლეს­კო­პით და გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით და­უ­წყე­ბენ ყუ­რე­ბას, თუ რა მოხ­დე­ბა ერე­ვან­ში. თუნ­დაც იმას, ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პუ­ტინს გა­ღი­მე­ბუ­ლი ჩა­მო­არ­თმევს ხელს, თუ მო­ღუ­შუ­ლი. ის, რაც ერე­ვან­ში მოხ­დე­ბა - ვინ წავა და რა იქ­ნე­ბა - თა­ვი­სე­ბუ­რი ტეს­ტი იქ­ნე­ბა. თუკი პრე­მი­ე­რი არ წავა და წავა მხო­ლოდ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ეს არა­ფე­რი არ იქ­ნე­ბა. მა­შინ არც არა­ვინ უნდა წა­ვი­დეს. თუკი დე­ლე­გა­ცია წავა და პუ­ტინს ხელს არ ჩა­მო­არ­თმევს, ამას პუ­ტი­ნი გა­მოწ­ვე­ვად მი­ი­ღებს და ეს შე­იძ­ლე­ბა ჩვენ მავ­თულხლარ­თე­ბის კი­დევ 10 კი­ლო­მეტ­რით აქით გად­მო­წე­ვად დაგ­ვიჯ­დეს", - და­ას­კვნის სოსო ცინ­ცა­ძე.

"სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა და მი­ჭირს რა­ი­მეს თქმა. თა­ნაც პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რის პერ­სპექ­ტი­ვაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან გა­დაბ­მუ­ლია. თურ­ქე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ერე­ვა­ში ჩას­ვლას დიდი მო­წო­ნე­ბით არ შე­ხე­და­ვენ, მე­ო­რე მხრივ სომ­ხე­თის­თვის ზურ­გის შექ­ცე­ვაც არ გა­მო­ვა. ამ ფონ­ზე ნე­ბის­მი­ერ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­სავ­ლე­თი ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბა. ამ რე­გი­ონ­ში იმ­დე­ნად დიდი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბია, ეს ჩვე­ნი გა­მო­უც­დე­ლი, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მთავ­რო­ბა რას იზამს, არ ვი­ცით", - მი­იჩ­ნევს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე.

"არც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და არც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში დე­ლე­გა­ცი­ის სა­კი­თხი ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში "რე­ზო­ნანსს" გა­ნუ­ცხა­დეს, რომ წავა თუ არა სომ­ხეთ­ში პრე­მი­ე­რი, ეს შა­ბათს გა­და­წყდე­ბა. სო­მეხ­თა სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ეპარ­ქი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს მიწ­ვე­ვა გაგ­ზავ­ნი­ლი აქვთ, მაგ­რამ ვინ წავა და ამ დე­ლე­გა­ცი­ას ვინ უხელ­მძღვა­ნე­ლებს, არ იცი­ან", აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია, თუმ­ცა, დე­ლე­გა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად წავა. სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი და სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბი ვი­ცით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­დი­ან. ვინ უხელ­მძღვა­ნე­ლებს დე­ლე­გა­ცი­ას - ეს არ ვი­ცით. ჯერ­ჯე­რო­ბით არც სა­ელ­ჩო­ში არ აქვთ პა­სუ­ხი. 22-24 აპ­რილს ერე­ვან­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­დი­ან დე­ლე­გა­ცი­ე­ბი. ჩა­დის საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი; ასე­ვე კა­ნა­დის დე­ლე­გა­ცია, ის­რა­ე­ლის ქსე­ნე­თის დე­ლე­გა­ცია და აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­აც", - გან­გვი­ცხა­დეს სო­მეხ­თა ეკ­ლე­სი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ეპარ­ქი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფილ მრჩე­ველ ვან ბა­ი­ბურ­თის თქმით, სომ­ხე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნაა და ამი­ტო­მაც ვა­რა­უ­დობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია წავა", - გა­ნაგ­რძობს გა­მო­ცე­მა.

"სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დის 100 წელი აღი­ნი­შე­ბა და ეს თა­რი­ღი სომ­ხე­ბის­თვის დიდი ტკი­ვი­ლია. ეს დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მარ­ტო სომ­ხე­ბის­თვის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს­თვი­საც, იმი­ტომ, რომ გე­ნო­ცი­დი სხვა­გა­ნაც არ გან­მე­ორ­დეს. რო­მის პაპი გა­მო­ვი­და ვა­ტი­კან­ში და გე­ნო­ციდ­ზე ილა­პა­რა­კა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო, გა­ე­რო­მაც თა­ვის დრო­ზე, 20-ზე მეტ­მა სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­რა ეს გე­ნო­ცი­დი. ვთვლი, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ეს გე­ნო­ცი­დი 1915 წელს აღი­ა­რა, მა­შინ, რო­დე­საც პირ­ველ­მა ათი­ა­თა­სო­ბით სო­მე­ხი ეროვ­ნე­ბის ლტოლ­ვი­ლი შე­ი­ფა­რა და და­ა­სახ­ლა. დღეს ლტოლ­ვი­ლი სომ­ხე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და ყვე­ლას ახ­სოვს სა­ქარ­თვე­ლოს ეს დახ­მა­რე­ბა", - ამ­ბობს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას ვან ბა­ი­ბურ­თი.

"დღეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და თურ­ქე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბია, ეს სომ­ხებ­მა იცი­ან და გა­გე­ბით ეკი­დე­ბი­ან. ამი­ტო­მაც არ ვიცი, ვინ წავა. თუმ­ცა, სომ­ხეთ­ში ჩა­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტი და სხვა ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი მი­დი­ან გე­ნო­ცი­დის მე­მო­რი­ალ­თან და გვირ­გვი­ნით ამ­კო­ბენ. ეს კი არა, თურ­ქე­თი­დან იყ­ვნენ თა­ვი­სუ­ფა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რე­დაქ­ტო­რე­ბი და ყვა­ვი­ლი და­დეს გე­ნო­ცი­დის მსხვერ­პლთა ძეგლ­თან. სა­ქარ­თვე­ლო ისე უნდა მო­იქ­ცეს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს გა­მო­ად­გე­ბა. თუნ­დაც იმის გამო, რომ ჩვენს პო­ლი­ტი­კურ ისნ­ტებ­ლიშ­მენ­ტში ვი­ღა­ცებს სურთ სხვა ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რა უკე­თე­სიც მგო­ნია", - დას­ძენს ბა­ი­ბურ­თი.

"ცნო­ბი­სათ­ვის, სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დის და­სა­წყი­სად ით­ვლე­ბა 1915 წლის 24 აპ­რი­ლი, რო­დე­საც ოს­მა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში 250-მდე სო­მე­ხი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი და სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის მე­თა­უ­რი და­ა­პა­ტიმ­რა. სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა 1918 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბო­და. სომ­ხუ­რი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1,5 მი­ლი­ო­ნი სო­მე­ხი და­ი­ღუ­პა. და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი გა­იქ­ცა ან გა­და­ა­სახ­ლეს მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში, ლი­ბან­სა და სი­რი­ა­ში უდაბ­ნოს გავ­ლით, სა­დაც ბევ­რი მათ­გა­ნი შიმ­ში­ლი­თა და ავად­მყო­ფო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ერთ მი­ლი­ონ­ზე მეტი ლტოლ­ვი­ლი სო­მე­ხი მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­ი­ფან­ტა. ეს ფაქ­ტი, რო­გორც სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად 20-მდე ქვე­ყა­ნამ აღი­ა­რა, მათ შო­რის საფ­რან­გეთ­მა, იტა­ლი­ამ, გერ­მა­ნი­ამ, რუ­სეთ­მა, პო­ლო­ნეთ­მა, ლიტ­ვამ, სა­ბერ­ძნეთ­მა, კვიპ­როს­მა, სლო­ვა­კეთ­მა, არ­გენ­ტი­ნამ და 24 აპ­რი­ლი სო­მე­ხი ხალ­ხის გე­ნო­ცი­დის მსხვერ­პლთა ხსე­ნე­ბის დღედ და­წეს­და", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

ღარიბაშვილი და პუტინი, შესაძლოა, ერთმანეთს ერევანში შეხვდნენ

ღარიბაშვილი და პუტინი, შესაძლოა, ერთმანეთს ერევანში შეხვდნენ

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში ეთიკური სომხების მასობრივი დახოცვის ფაქტი გენოციდად აღიარებული არ არის, 22-24 აპრილს ერევანში, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის აღნიშნავად, საქართველოდან დელეგაციის ჩასვლა იგეგმება. თუმცა, ჯერ გარკვეული არ არის ვინ იქნება ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი. გარკვეულია მხოლოდ ის, რომ არც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სომხეთში არ გაემგზავრებიან, ხოლო პრემიერ-მინისტრი წავა თუ არა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ღარიბაშვილი და პუტინი, შესაძლოა, ერთმანეთს ერევანში შეხვდნენ / ორმაგად დელიკატური დილემა საქართველოსათვის.

"საქართველოსათვის ეს ვიზიტი ორმაგად დელიკატურია. ერთი, რომ შესაძლოა, მაღალი რანგის დელეგაციის წასვლამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - თურქეთისა და აზერბაიჯანის განაწყენება გამოიწვიოს. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მიშვნელოვანი დეტალიც - ერევანში გენოციდის მსხვერპლთა ხსენების ღონისძიებებში 22-24 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდეტი ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობს და, დიდი ალბათობით, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოუწევს. როგორც დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე აცხადებს, საქართველოს ამ დელიკატურ საკითხში ისტორიულად სიფრთხილე მართებს. დელეგაცია უნდა წავიდეს, მაგრამ თუკი პრემიერი არ წავა, ეს სომხეთში კრიტიკულად არ უნდა მიიღონ. თუმცა იმასაც დასძენს, რომ თუკი დიპლომატიურ დონეზე პუტინსა და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ წინასწარი მუშაობა მიმდინარეობდა, ამ შემთხვევაში შესაძლოა პრემიერი წავიდეს და ეს "უნიკალური შანსი" იქნება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ის, რაც სომხების მიმართ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ოსმალეთის იმპერიაში მოხდა, მართლაც უდიდესი ტრაგედია იყო. პრაქტიკულად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ ეს ფაქტი გენოციდად არის შეფასებული. თუმცა, ამ მორალური ვალდებულებების გარდა, არსებობს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. თუ ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმას, რომ სომხეთი თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, საქართველოსთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და რუსეთთანაც, აგერ ევრაზიის კავშირშიც შედის, ვფიქრობ, სომეხ ხელმძღვანელებს უნდა ესმოდეთ იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ საქართველოს არ შეუძლია ღია სოლიდარობით გააღიზიანოს ისეთი მიშვნელოვანი მეზობლები, როგორიც თურქეთი და აზერბაიჯანია. ეროვნული ინტერესებისა და მატერიალური ფაქტორის გათვალისწინებით, ინვესტიციების გათვალისწინებით, ჩვენთვის სომხეთს უფრო მოკრძალებული ადგილი უჭირავს. ერევანში დელეგაცია აუცილებლად უნდა წავიდეს, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკობა გამოვავლინოთ. ჩვენი მორალური ვალი სომეხი ხალხის წინაშე გენოციდის წლებში პირველებმა შევასრულეთ და 10 ათასობით დევნილ სომეხს საქართველოში თავშესაფარი მივეცით. მაშინ დემოკრატიული საქართველო სომეხ ხალხს გვერდში დაუდგა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"სპონტანურად შეხვედრა არაფრის მომცემი არ არის. ამას კონფიდენციალურად დიდი სამზადისი სჭირდება. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელისა და პუტინის საჯარო შეხვედრა იქ იქნება, ხელსაც ჩამოართმევენ, აბა, გაბუტულებივით ხომ არ იქნებიან?! მაგრამ მთავარი პრივატული შეხვედრაა და არა ეგ სპონტანური ხელის ჩამორთმევა. ვიტყოდი, უნიკალური შანსი არსებობს, რომ ამ ტრაგიკულ ფონზე რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის დაწყება ან ამ ურთიერთობების შერბილების მცდელობა მოხდეს. მთავარია, ამას როგორ გამოიყენებს ქართული დიპლომატია. ეს მის გამბედაობაზეა დამოკიდებული, იმიტომ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის დარეგულირების მოწინააღმდეგეები ყველაზე დიდი ტელესკოპით და გამადიდებელი შუშით დაუწყებენ ყურებას, თუ რა მოხდება ერევანში. თუნდაც იმას, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი პუტინს გაღიმებული ჩამოართმევს ხელს, თუ მოღუშული. ის, რაც ერევანში მოხდება - ვინ წავა და რა იქნება - თავისებური ტესტი იქნება. თუკი პრემიერი არ წავა და წავა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს არაფერი არ იქნება. მაშინ არც არავინ უნდა წავიდეს. თუკი დელეგაცია წავა და პუტინს ხელს არ ჩამოართმევს, ამას პუტინი გამოწვევად მიიღებს და ეს შეიძლება ჩვენ მავთულხლართების კიდევ 10 კილომეტრით აქით გადმოწევად დაგვიჯდეს", - დაასკვნის სოსო ცინცაძე.

"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემაა და მიჭირს რაიმეს თქმა. თანაც პუტინთან შეხვედრის პერსპექტივაც ძალიან საინტერესოა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულია. თურქეთი და აზერბაიჯანი ქართული დელეგაციის ერევაში ჩასვლას დიდი მოწონებით არ შეხედავენ, მეორე მხრივ სომხეთისთვის ზურგის შექცევაც არ გამოვა. ამ ფონზე ნებისმიერ საგარეო პოლიტიკურ აქტივობას რუსეთის მიმართულებით დასავლეთი ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება. ამ რეგიონში იმდენად დიდი კონფიგურაციებია, ეს ჩვენი გამოუცდელი, არაპროფესიონალი მთავრობა რას იზამს, არ ვიცით", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე.

"არც მთავრობის ადმინისტრაციაში და არც საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ წავა თუ არა სომხეთში პრემიერი, ეს შაბათს გადაწყდება. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს მიწვევა გაგზავნილი აქვთ, მაგრამ ვინ წავა და ამ დელეგაციას ვინ უხელმძღვანელებს, არ იციან", აღნიშნავს გამოცემა.

"პასუხი არ მიგვიღია, თუმცა, დელეგაცია აუცილებლად წავა. სომხურენოვანი და სხვა დეპუტატები ვიცით, რომ აუცილებლად მიდიან. ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას - ეს არ ვიცით. ჯერჯერობით არც საელჩოში არ აქვთ პასუხი. 22-24 აპრილს ერევანში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩადიან დელეგაციები. ჩადის საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტი; ასევე კანადის დელეგაცია, ისრაელის ქსენეთის დელეგაცია და აშშ-ის დელეგაციაც", - განგვიცხადეს სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში. საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველ ვან ბაიბურთის თქმით, სომხეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ამიტომაც ვარაუდობს, რომ საქართველოდან ოფიციალური დელეგაცია წავა", - განაგრძობს გამოცემა.

"სომეხთა გენოციდის 100 წელი აღინიშება და ეს თარიღი სომხებისთვის დიდი ტკივილია. ეს დღე მნიშვნელოვანია არა მარტო სომხებისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც, იმიტომ, რომ გენოციდი სხვაგანაც არ განმეორდეს. რომის პაპი გამოვიდა ვატიკანში და გენოციდზე ილაპარაკა, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, გაერომაც თავის დროზე, 20-ზე მეტმა სახელმწიფომ აღიარა ეს გენოციდი. ვთვლი, რომ საქართველომ ეს გენოციდი 1915 წელს აღიარა, მაშინ, როდესაც პირველმა ათიათასობით სომეხი ეროვნების ლტოლვილი შეიფარა და დაასახლა. დღეს ლტოლვილი სომხების შთამომავლები საქართველოს მოქალაქეები არიან და ყველას ახსოვს საქართველოს ეს დახმარება", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვან ბაიბურთი.

"დღეს საქართველოსთვის აზერბაიჯანი და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებია, ეს სომხებმა იციან და გაგებით ეკიდებიან. ამიტომაც არ ვიცი, ვინ წავა. თუმცა, სომხეთში ჩასული საქართველოს ყველა პრეზიდენტი და სხვა ხელმძღვანელი პირები მიდიან გენოციდის მემორიალთან და გვირგვინით ამკობენ. ეს კი არა, თურქეთიდან იყვნენ თავისუფალი ჟურნალისტები, რედაქტორები და ყვავილი დადეს გენოციდის მსხვერპლთა ძეგლთან. საქართველო ისე უნდა მოიქცეს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს გამოადგება. თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენს პოლიტიკურ ისნტებლიშმენტში ვიღაცებს სურთ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგება, ამ ღონისძიებაზე დელეგაციების შემთხვევითი შეხვედრა უკეთესიც მგონია", - დასძენს ბაიბურთი.

"ცნობისათვის, სომეხთა გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა. სომხური მოსახლეობის განადგურება 1918 წლის სექტემბრამდე გრძელდებოდა. სომხური წყაროების მიხედვით, ამ სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონი სომეხი დაიღუპა. დანარჩენი ნაწილი გაიქცა ან გადაასახლეს მესოპოტამიაში, ლიბანსა და სირიაში უდაბნოს გავლით, სადაც ბევრი მათგანი შიმშილითა და ავადმყოფობით გარდაიცვალა. ერთ მილიონზე მეტი ლტოლვილი სომეხი მთელ მსოფლიოში გაიფანტა. ეს ფაქტი, როგორც სომეხთა გენოციდი, ოფიციალურად 20-მდე ქვეყანამ აღიარა, მათ შორის საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ და 24 აპრილი სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ დაწესდა", - წერს სტატიის ავტორი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."