პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრ ნიჭიერ მსახიობს არ აფასებენ, ახალი სახეების მოძებნაც ეზარებათ...'' - მაია დობორჯგინიძე
"ბევრ ნიჭიერ მსახიობს არ აფასებენ, ახალი სახეების მოძებნაც ეზარებათ...'' - მაია დობორჯგინიძე

მსა­ხი­ო­ბი მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს გვი­ზი­ა­რებს. მი­სი­ვე თქმით, დღეს ბევ­რი არამ­სა­ხი­ო­ბი ცდი­ლობს ამ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბას, ზოგს გა­მოს­დის, ზოგს - ნაკ­ლე­ბად. მაია იმის მომ­ხრეა, რომ ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე აკე­თოს.

- რო­გორ შე­ვაყ­ვა­როთ ბავ­შვებს თე­ატ­რი?

- რო­გორც კი ცოტა წა­მო­იზ­რდე­ბი­ან, თე­ატ­რში უნდა წა­ვიყ­ვა­ნოთ. ჩემი შვი­ლი, გაბ­რი­ე­ლი, ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო, სა­ნამ 5-6 წლის არ გახ­და, სპექ­ტაკ­ლებ­ზე ვერ დამ­ყავ­და. ახლა არა მარ­ტო პა­ტა­რე­ბის­თვის, არა­მედ მოზ­რდი­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ დად­გმებ­საც ეს­წრე­ბა, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეს გაბ­რი­ელს ადაპ­ტა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხან­და­ხან ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფას, ეს გა­სა­გე­ბია, თუმ­ცა სი­ზარ­მა­ცის გამო ბავ­შვის თე­ატ­რში არ­წაყ­ვა­ნა სწო­რად არ მი­მაჩ­ნია. ზოგ­ჯერ, სამ­წუ­ხა­როდ, დედ-მამა ფიქ­რობს, რომ სპექ­ტაკ­ლე­ბის ყუ­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის, მა­შინ, რო­დე­საც რე­ა­ლუ­რად თე­ატ­რი ბავ­შვის ბუ­ნე­ბა­სა და ინ­ტე­ლექ­ტზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს.

შვი­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბა მარ­ტი­ვია, ყვე­ლა ბავ­შვს ჰყავს საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი. თუ მას ეტყვით, რომ რჩე­უ­ლი გმი­რის სა­ნა­ხა­ვად მიგ­ყავთ, აუ­ცი­ლებ­ლად სი­ხა­რუ­ლით დაგ­თან­ხმდე­ბათ.

- ბევ­რი ოც­ნე­ბობს მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პრო­ფე­სია ნაკ­ლე­ბად ანა­ზღა­უ­რე­ბა­დია.

- ბევ­რი პრო­ფე­სი­ით არამ­სა­ხი­ო­ბი მარ­თლაც ცდი­ლობს "იმ­სა­ხი­ო­ბოს" და გა­მოჩ­ნდეს ეკ­რან­ზე. ზოგს კარ­გად გა­მოს­დის, ზოგს - არა. ვფიქ­რობ, ადა­მი­ან­ში დევს პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბი­სა და აღი­ა­რე­ბის ჟინი. ჩვენ ბო­ბო­ქა­რი და ცე­ცხლო­ვა­ნი ერი ვართ. ამას­თან ერ­თად, მი­აჩ­ნი­ათ, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა მარ­ტი­ვია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად ეც­ვლე­ბათ, ხვდე­ბი­ან, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის შექ­მნა ძნე­ლია.

ასე თუ ისე, ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის ეტყო­ბა, აქვს თუ არა გავ­ლი­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო სკო­ლა. მე მგო­ნია, რომ ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე უნდა აკე­თოს. ჩვენ ხომ არ მივ­დი­ვართ და არ ვა­ტა­რებთ ოპე­რა­ცი­ებს?!

- რა შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლი­ათ დამ­წყებ მსა­ხი­ო­ბებს ად­ვი­ლად თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა?

- თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა არას­დრო­საა ად­ვი­ლი, თუმ­ცა თუ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ, უც­ბად ხდე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი. ეს ის წარ­მა­ტე­ბაა, რო­მე­ლიც სწრა­ფად მო­დის და მი­დის. თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად, ეკ­რან­ზე თა­მა­შის პა­რა­ლე­ლუ­რად, ხალ­ხის გო­ნე­ბა­ში შენ მიერ შექ­მნი­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი რო­ლე­ბიც უნდა არ­სე­ბობ­დეს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ბევრ ნიჭიერ მსახიობს არ აფასებენ, ახალი სახეების მოძებნაც ეზარებათ...'' - მაია დობორჯგინიძე

"ბევრ ნიჭიერ მსახიობს არ აფასებენ, ახალი სახეების მოძებნაც ეზარებათ...'' - მაია დობორჯგინიძე

მსახიობი მაია დობორჯგინიძე წარმატების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს. მისივე თქმით, დღეს ბევრი არამსახიობი ცდილობს ამ პროფესიით მუშაობას, ზოგს გამოსდის, ზოგს - ნაკლებად. მაია იმის მომხრეა, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

- როგორ შევაყვაროთ ბავშვებს თეატრი?

- როგორც კი ცოტა წამოიზრდებიან, თეატრში უნდა წავიყვანოთ. ჩემი შვილი, გაბრიელი, ძალიან ცელქი იყო, სანამ 5-6 წლის არ გახდა, სპექტაკლებზე ვერ დამყავდა. ახლა არა მარტო პატარებისთვის, არამედ მოზრდილებისთვის განკუთვნილ დადგმებსაც ესწრება, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე. ეს გაბრიელს ადაპტაციაში ეხმარება.

ბილეთების შეძენა ფინანსებზეა დამოკიდებული. ხანდახან ადამიანები ვერ ახერხებენ თანხების გამოყოფას, ეს გასაგებია, თუმცა სიზარმაცის გამო ბავშვის თეატრში არწაყვანა სწორად არ მიმაჩნია. ზოგჯერ, სამწუხაროდ, დედ-მამა ფიქრობს, რომ სპექტაკლების ყურება საჭირო არ არის, მაშინ, როდესაც რეალურად თეატრი ბავშვის ბუნებასა და ინტელექტზე დადებითად მოქმედებს.

შვილის დაინტერესება მარტივია, ყველა ბავშვს ჰყავს საყვარელი პერსონაჟი. თუ მას ეტყვით, რომ რჩეული გმირის სანახავად მიგყავთ, აუცილებლად სიხარულით დაგთანხმდებათ.

- ბევრი ოცნებობს მსახიობობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია ნაკლებად ანაზღაურებადია.

- ბევრი პროფესიით არამსახიობი მართლაც ცდილობს ''იმსახიობოს'' და გამოჩნდეს ეკრანზე. ზოგს კარგად გამოსდის, ზოგს - არა. ვფიქრობ, ადამიანში დევს პოპულარულობისა და აღიარების ჟინი. ჩვენ ბობოქარი და ცეცხლოვანი ერი ვართ. ამასთან ერთად, მიაჩნიათ, რომ მსახიობობა მარტივია. მოგვიანებით კი შეხედულებები რადიკალურად ეცვლებათ, ხვდებიან, რომ ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ძნელია.

ასე თუ ისე, ადამიანს ყოველთვის ეტყობა, აქვს თუ არა გავლილი სამსახიობო სკოლა. მე მგონია, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ჩვენ ხომ არ მივდივართ და არ ვატარებთ ოპერაციებს?!

- რა შემთხვევაში შეუძლიათ დამწყებ მსახიობებს ადვილად თავის დამკვიდრება?

- თავის დამკვიდრება არასდროსაა ადვილი, თუმცა თუ სერიალში მონაწილეობ, უცბად ხდები პოპულარული. ეს ის წარმატებაა, რომელიც სწრაფად მოდის და მიდის. თავის დასამკვიდრებლად, ეკრანზე თამაშის პარალელურად, ხალხის გონებაში შენ მიერ შექმნილი თეატრალური როლებიც უნდა არსებობდეს.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება