რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ იგი წინასაარჩევნო კამპანიისთვის აიოვასა და ნიუ-გემფშირის შტატებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტობის სურვილი დემოკრატიული პარტიის კიდევ ორმა წევრმა - თედ კრუზმა და რენდ პოლმა გამოთქვეს.
გახდება თუ არა ჰილარი კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი, ამას ამერიკის მოსახლეობა 2016 წლის 8 ნოემბერს გადაწყვეტს, მანამდე კი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში უკვე გამოჩნდა ქალი, რომელსაც არამხოლოდ ამერიკელი ელექტორატის სიყვარულს იმსახურებს...
#SelfieSaturday - ამ ჰეშთეგის ქვეშ რამდენიმე საათის წინ Facebook-გვერდზე Ready For Hillary მსახიობ მერილ სტრიპთან ერთად გადაღებული "სელფი" გამოქვეყნდა, რაც, ცხადია, არის პირდაპირი გზავნილი, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული მსახიობი ჰილარი კლინტონის მხარდამჭერთა შორის არის.
ასევე ნახეთ| მერილ სტრიპი: "ყოველ დილით ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ პოლიტიკური ლიდერი არ ვარ"
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს გაიმართება.
ანალიტიკოსები ჰილარი კლინტონს წინასაარჩევნო მარათონის ფავორიტად მიიჩნევენ.