პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს პირველი კომენტარი აშშ-ში საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ძებნილ ქართველ ახალგაზრდასთან დაკავშირებით
შსს-ს პირველი კომენტარი აშშ-ში საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ძებნილ ქართველ ახალგაზრდასთან დაკავშირებით

ამე­რი­კულ მხა­რეს ალექ­სან­დრე სუმ­ბა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის არ მი­უ­მარ­თავს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ხა­დეს.

მათი გან­მარ­ტე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ამე­რი­კუ­ლი მხა­რის­გან იქ­ნე­ბა მო­მარ­თვა, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი გა­ტარ­დე­ბა. ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუმ­ბა­ძე სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ ჩა­მო­ვი­და თუ არა ეს პირი სა­ქარ­თვე­ლი­ში.

აშშ-ში, მონტგო­მე­რის ოლ­ქში მცხოვ­რე­ბი კა­რა­ტეს ქარ­თვე­ლი ინ­სტრუქ­ტო­რი ინ­ტერ­ნეტ­ში ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის ვი­დე­ო­ებს ჰყიდ­და. რო­გორც "ვა­შინგტონ პოს­ტის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 26 წლის ალექ­სან­დრე სუმ­ბა­ძე მო­ზარ­დებ­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს ამ­ყა­რებ­და კა­რა­ტეს სტუ­დი­ა­ში, სა­დაც თა­ვად მუ­შა­ობ­და. მონტგო­მე­რის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ალექ­სან­დრე სუმ­ბა­ძემ ცოტა ხნის წინ და­ტო­ვა აშშ-ი და სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ემ­გზავ­რა.

"1-ელ აპ­რილს პო­ლი­ცი­ამ სუმ­ბა­ძე და­კი­თხა, რა დრო­საც მან აღი­ა­რა, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი­თა და ფო­ტო­ე­ბით ვაჭ­რობ­და. და­კი­თხვი­დან ორი დღის შემ­დეგ, სუმ­ბა­ძემ აშშ-ი და­ტო­ვა", - ნათ­ქვა­მია პო­ლი­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ვა­შინგტონ პოს­ტის" ცნო­ბით, მონტგო­მე­რის პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ეძებს კი­დევ ერთ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს. "გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, მონტგო­მე­რის პო­ლი­ცი­ამ სამ­ხრეთ და­კო­ტას გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის­გან მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მონტგო­მე­რის ოლ­ქში ვი­ღაც ინ­ტერ­ნეტ­ში ათავ­სებ­და ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის ვი­დე­ო­ებს", - ნათ­ქვა­მია "ვა­შინგტონ პოს­ტის" სტა­ტი­ა­ში.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, აღ­მო­ჩე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ ალექ­სან­დრე სუმ­ბა­ძე სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს ამ­ყა­რებ­და მო­ზარდ ბი­ჭუ­ნებ­თან და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცებ­თან. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ვი­დე­ო­ე­ბი იმ დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც სუმ­ბა­ძე კა­რა­ტეს ინ­სტრუქ­ტო­რი იყო. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცებ­მა იცოდ­ნენ, რომ მათ ვი­დე­ო­თი იღებ­დნენ. "პო­ლი­ცი­ამ ალექ­სან­დრე სუმ­ბა­ძე­ზე და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გას­ცა", - ნათ­ქვა­მია "ვა­შინგტონ პოს­ტის" სტა­ტი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

შსს-ს პირველი კომენტარი აშშ-ში საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ძებნილ ქართველ ახალგაზრდასთან დაკავშირებით

შსს-ს პირველი კომენტარი აშშ-ში საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ძებნილ ქართველ ახალგაზრდასთან დაკავშირებით

ამერიკულ მხარეს ალექსანდრე სუმბაძესთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის არ მიუმართავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუხადეს.

მათი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ამერიკული მხარისგან იქნება მომართვა, კანონის შესაბამისი ზომები გატარდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სუმბაძე სავარაუდოდ საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ ჩამოვიდა თუ არა ეს პირი საქართველიში.

აშშ-ში, მონტგომერის ოლქში მცხოვრები კარატეს ქართველი ინსტრუქტორი ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოებს ჰყიდდა. როგორც "ვაშინგტონ პოსტის" მიერ გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული, 26 წლის ალექსანდრე სუმბაძე მოზარდებთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა კარატეს სტუდიაში, სადაც თავად მუშაობდა. მონტგომერის პოლიციის განცხადებით, ალექსანდრე სუმბაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა აშშ-ი და სავარაუდოდ, საქართველოში გაემგზავრა.

"1-ელ აპრილს პოლიციამ სუმბაძე დაკითხა, რა დროსაც მან აღიარა, რომ ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოებითა და ფოტოებით ვაჭრობდა. დაკითხვიდან ორი დღის შემდეგ, სუმბაძემ აშშ-ი დატოვა", - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, მონტგომერის პოლიცია ამ დრომდე ეძებს კიდევ ერთ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ვიდეოებში ჩანს. "გასული წლის დეკემბერში, მონტგომერის პოლიციამ სამხრეთ დაკოტას გამომძიებლებისგან მიიღო შეტყობინება, რომ მონტგომერის ოლქში ვიღაც ინტერნეტში ათავსებდა ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეოებს", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

პოლიციის განცხადებით, აღმოჩენილია რამდენიმე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ალექსანდრე სუმბაძე სექსუალურ კავშირს ამყარებდა მოზარდ ბიჭუნებთან და ახალგაზრდა მამაკაცებთან. პოლიციის განცხადებით, ვიდეოები იმ დროს არის გადაღებული, როდესაც სუმბაძე კარატეს ინსტრუქტორი იყო. პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცებმა იცოდნენ, რომ მათ ვიდეოთი იღებდნენ. "პოლიციამ ალექსანდრე სუმბაძეზე დაკავების ორდერი გასცა", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ