უკრაინაში გარდაცვილი ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის გამოსვენება საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ვერ ხერხდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უკრაინაში ქართული ბატალიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განუცხადა.
გიორგი ჯანელიძე, მეტსახელად "სატანა", გუშინ შიროკინოსთან მომხდარი შეტაკებების დროს დაიღუპა. იგი აზოვის ბატალიონში იბრძოდა.