პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისლამი არ ქადაგებს იმას, რომ იყოს ძალადობა, ომი და აგრესია - "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი
ისლამი არ ქადაგებს იმას, რომ იყოს ძალადობა, ომი და აგრესია - "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი

მთა­ვა­რია, რომ ის­ლა­მი და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა რე­ლი­გია არ ქა­და­გებს იმას, რომ იყოს ძა­ლა­დო­ბა, ომი და აგ­რე­სია, პი­რი­ქით, ყვე­ლა რე­ლი­გია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რულ­ზე, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მი - რე­ლი­გია და მშვი­დო­ბა" გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, კონ­ფე­რენ­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ის ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თად იმ­სჯე­ლონ იმ სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც დღეს მსოფ­ლი­ოს­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

"ვფიქ­რობ, რომ დროა ყვე­ლა რე­ლი­გი­ამ ვუ­თხრათ მსოფ­ლი­ოს, რომ შე­ჩერ­დეს სის­ხლის ღვრა, ერა­ყე­ლი, ასუ­რე­ლი, პა­ლეს­ტი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის კვლა და და­ვა­ფა­სოთ ღმერ­თის ქმნი­ლე­ბა. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა არის ორ­დღი­ა­ნი, მომხსე­ნებ­ლე­ბი გვე­ყო­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი წვლი­ლი მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის საქ­მე­ში", - აღ­ნიშ­ნა ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ. ბა­თუ­მის "შე­რა­ტონ­ში" აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია "ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის" ორ­გა­ნი­ზე­ბით ტარ­დე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა წმინ­და მუ­ჰამ­მედ შუ­ა­მავ­ლის და­ბა­დე­ბის კვი­რე­ულს ეძღვნე­ბა და მიზ­ნად ისა­ხავს რე­ლი­გი­ა­თა­შო­რი­სი დი­ა­ლო­გის გაღ­რმა­ვე­ბა­სა და რე­ლი­გი­ე­ბის რო­ლის წარ­მო­ჩე­ნას მშვი­დო­ბის სა­კი­თხში. კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა მრგვა­ლი მა­გი­და სა­ხელ­წო­დე­ბით: "მე­დი­ის როლი რე­ლი­გი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის წარ­მო­ჩე­ნის საქ­მე­ში".

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის მქო­ნე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, თე­ო­ლო­გე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და სხვა­დას­ხვა სფე­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრე­ბი­ან ნორ­ვე­გი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ამ­ჟა­მად "ევ­რო­პა­ში მშვი­დო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" პრე­ზი­დენ­ტი კიელ მაგ­ნე ბონ­დე­ვი­კი, ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის ფო­რუ­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლი იო­ჰან კან­დე­ლი­ნი, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი პაულ ფი­დე­სი და აშშ–სა და თურ­ქე­თის ელ­ჩე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. კონ­ფე­რენ­ცი­ის სტუმ­რე­ბის მოხ­სე­ნე­ბე­ბი გა­მო­ი­ცე­მა კრე­ბუ­ლის სა­ხით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ისლამი არ ქადაგებს იმას, რომ იყოს ძალადობა, ომი და აგრესია - "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი

ისლამი არ ქადაგებს იმას, რომ იყოს ძალადობა, ომი და აგრესია - "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი

მთავარია, რომ ისლამი და ნებისმიერი სხვა რელიგია არ ქადაგებს იმას, რომ იყოს ძალადობა, ომი და აგრესია, პირიქით, ყველა რელიგია დაფუძნებულია ადამიანის სიყვარულზე, - ამის შესახებ "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე "ბათუმის საერთაშორისო ფორუმი - რელიგია და მშვიდობა" განაცხადა. როგორც ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, კონფერენციის მთავარი მიზანია, სხვადასხვა რელიგიის ადამიანებმა ერთად იმსჯელონ იმ საკითხზე, რომელიც დღეს მსოფლიოსთვის აქტუალურია.

"ვფიქრობ, რომ დროა ყველა რელიგიამ ვუთხრათ მსოფლიოს, რომ შეჩერდეს სისხლის ღვრა, ერაყელი, ასურელი, პალესტინელი ბავშვების კვლა და დავაფასოთ ღმერთის ქმნილება. ეს ღონისძიება არის ორდღიანი, მომხსენებლები გვეყოლება სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს იქნება ჩვენი წვლილი მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ. ბათუმის "შერატონში" აღნიშნული კონფერენცია "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება წმინდა მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულს ეძღვნება და მიზნად ისახავს რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებასა და რელიგიების როლის წარმოჩენას მშვიდობის საკითხში. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით: "მედიის როლი რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის საქმეში".

ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე სასულიერო პირები, თეოლოგები, ჟურნალისტები და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრებიან ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად "ევროპაში მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის" პრეზიდენტი კიელ მაგნე ბონდევიკი, ევროპული ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის ფორუმის" ხელმძღვანელი იოჰან კანდელინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პაულ ფიდესი და აშშ–სა და თურქეთის ელჩები საქართველოში. კონფერენციის სტუმრების მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია