მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება
ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება

ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის 70-ე წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­კოვ­ში არ გა­ემ­გზავ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" იტყო­ბი­ნე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო 9 მა­ი­სის აღ­ლუმს მინ­სკში და­ეს­წრე­ბა. პრე­ზი­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ლუ­მი ბე­ლო­რუს­ში მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტმა უნდა ჩა­ი­ბა­როს, ამი­ტო­მაც ის მოს­კოვ­ში ვერ გა­ემ­გზავ­რე­ბა. ამას­თან, რუ­სუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ლუ­კა­შენ­კო რუ­სეთს 7-8 მა­ისს ეწ­ვე­ვა და უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცის მე­მო­რი­ალს გვირ­გვი­ნით შე­ამ­კობს.

"მოს­კო­ვი­დან ვეც­დე­ბი 8 მა­ისს დავ­ბრუნ­დე უკან ბე­ლო­რუს­ში, რად­გან 9 მა­ისს აღ­ლუ­მი ჩა­ვი­ბა­რო. მე არ ვე­თან­ხმე­ბი იმ პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლებ­მაც უარი თქვეს მოს­კოვ­ში 9 მა­ი­სის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა­ზე. სხვა სა­კი­თხია, რო­დე­საც ღო­ნის­ძი­ე­ბას რა­ი­მე საქ­მის გამო ვერ ეს­წრე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ "რია ნო­ვოს­ტის­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

9 მა­ი­სის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­სას­წრე­ბად მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბა­ზე უარი არა­ერ­თმა მსოფ­ლიო ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და. მათ შო­რის: დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, დე­ვიდ ქე­მე­რონ­მა, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა, ან­გე­ლა მერ­კელ­მა, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტუსკმა, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაქ ობა­მამ, ასე­ვე პო­ლო­ნე­თის, ლიტ­ვის, ლატ­ვი­ის, ეს­ტო­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის და სლო­ვა­კე­თის პირ­ველ­მა პი­რებ­მაც. ისი­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა­ზე უა­რის თქმის მი­ზე­ზად რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ას ასა­ხე­ლე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება

ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში არ გაემგზავრება. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო 9 მაისის აღლუმს მინსკში დაესწრება. პრეზიდენტის განმარტებით, აღლუმი ბელორუსში მხოლოდ პრეზიდენტმა უნდა ჩაიბაროს, ამიტომაც ის მოსკოვში ვერ გაემგზავრება. ამასთან, რუსული მედია იტყობინება, რომ ლუკაშენკო რუსეთს 7-8 მაისს ეწვევა და უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

"მოსკოვიდან ვეცდები 8 მაისს დავბრუნდე უკან ბელორუსში, რადგან 9 მაისს აღლუმი ჩავიბარო. მე არ ვეთანხმები იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც უარი თქვეს მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებზე დასწრებაზე. სხვა საკითხია, როდესაც ღონისძიებას რაიმე საქმის გამო ვერ ესწრები", - განაცხადა ლუკაშენკომ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში.

9 მაისის ღონისძიებებზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრებაზე უარი არაერთმა მსოფლიო ლიდერმა განაცხადა. მათ შორის: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ასევე პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბულგარეთის და სლოვაკეთის პირველმა პირებმაც. ისინი ღონისძიებაზე დასწრებაზე უარის თქმის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინის კონფლიქტის ესკალაციას ასახელებენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა