თბილისში 20 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა ლაგოდეხის სოფელ ლელიანის მცხოვრებია.
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, 20 წლის გოგონას დიდი ოდენობით მედიკამენტები აქვს მიღებული, რამაც სავარაუდოდ, მისი გარდაცვალება გამოიწვია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: knews.ge