მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიჭიერის" გამარჯვებულმა მოცეკვავეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს - რა გეგმები აქვს წყვილს
"ნიჭიერის" გამარჯვებულმა მოცეკვავეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს - რა გეგმები აქვს წყვილს

"რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" გა­მარ­ჯვე­ბულ­მა მო­ცეკ­ვა­ვე წყვილ­მა თემო არა­ბი­ძემ და ქეთი ზა­ზა­ნაშ­ვილ­მა ყა­ზა­ხე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. ისი­ნი ვერ­ცხლის მედ­ლით ბრუნ­დე­ბი­ან სამ­შობ­ლო­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ თა­ვად თემო არა­ბი­ძე facebook-ის პი­რად გვერ­დზე წერს.

სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თველ­მა პა­რა­მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­მა ქე­თიმ და თე­მომ სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში პირ­ვე­ლად მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ქარ­თუ­ლი წყვი­ლი ყა­ზა­ხეთ­ში ფრის­თა­ი­ლით წარ­სდგა, რო­მელ­ზეც ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­დნენ. მათ ასე­ვე შე­ას­რუ­ლეს "ნი­ჭი­ერ­ში" ნაჩ­ვე­ნე­ბი ფი­ნა­ლუ­რი ცეკ­ვაც.

შე­ჯიბ­რე­ბა­ში, რო­მელ­შიც 40-ზე მეტი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის პა­რა­მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ას­პა­რე­ზობ­დნენ, ქარ­თვე­ლებს მხო­ლოდ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ­მა მაქ­სიმ სე­და­კოვ­მა აჯო­ბა. თემო და ქეთი ტურ­ნირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით და მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ვიდ­ნენ. პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი აღ­ნიშ­ნულ წყვილს თა­ვის გა­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას სხვა მსგავს შე­ჯიბ­რე­ბებ­შიც მის­ცემს, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი 2016 წლის რიოს პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ლი­ცენ­ზი­ის­თვის ბრძო­ლა იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ნიჭიერის" გამარჯვებულმა მოცეკვავეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს - რა გეგმები აქვს წყვილს

"ნიჭიერის" გამარჯვებულმა მოცეკვავეებმა საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს - რა გეგმები აქვს წყვილს

"რუსთავი 2"-ის პროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებულმა მოცეკვავე წყვილმა თემო არაბიძემ და ქეთი ზაზანაშვილმა ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს. ისინი ვერცხლის მედლით ბრუნდებიან სამშობლოში. აღნიშნულის შესახებ თავად თემო არაბიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს.

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა პარამოცეკვავეებმა ქეთიმ და თემომ სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ქართული წყვილი ყაზახეთში ფრისთაილით წარსდგა, რომელზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ. მათ ასევე შეასრულეს "ნიჭიერში" ნაჩვენები ფინალური ცეკვაც.

შეჯიბრებაში, რომელშიც 40-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის პარამოცეკვავეები ასპარეზობდნენ, ქართველებს მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონმა მაქსიმ სედაკოვმა აჯობა. თემო და ქეთი ტურნირში საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და მხარდაჭერით გამოვიდნენ. პარაოლიმპიური კომიტეტი აღნიშნულ წყვილს თავის გამოჩენის საშუალებას სხვა მსგავს შეჯიბრებებშიც მისცემს, მთავარი მიზანი კი 2016 წლის რიოს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის ბრძოლა იქნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია