პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვარდების ბაღში" "პალიტრა მედიის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს
"ვარდების ბაღში" "პალიტრა მედიის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს

"ვარ­დე­ბის ბაღ­ში" "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" 20 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­მა­შე­ნებ­ლის #73-ში ჰოლ­დინ­გში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ნე­ბის­მი­ე­რი ჟურ­ნა­ლი და გა­ზე­თი უფა­სოდ მი­ი­ღოს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბაა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის სტენდთან, სა­დაც 2 ათას­ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის წიგ­ნია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათ დიდ ნა­წილ­ზე 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა.

1936 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი BMW და სა­კუ­თა­რი გა­მო­ცე­მე­ბი აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჟურ­ნალ "ავ­ტო­ბილდს", ბრენ­დი­რე­ბულ მან­ქა­ნას­თან მსურ­ვე­ლე­ბი ფო­ტო­ებს იღე­ბენ. სა­ზე­ნი­ტო ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ი­ა­რა­ღე­ბა გა­მო­ფი­ნა ჟურ­ნალ­მა "არ­სე­ნალ­მა", რო­მე­ლიც დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს ტირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც სთა­ვა­ზობს. მსურ­ვე­ლებს სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნით სრო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. ქალ­ბა­ტო­ნებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვი­ზა­ჟის­ტი მა­კი­აჟს გა­უ­კე­თებს ჟურ­ნალ "და ქა­ლის" სტენდთან.

რამ­დე­ნი­მე ტი­პის სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ბავ­შვე­ბი­სათ­ვის. ვარ­დე­ბის ბაღ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ანი­მა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რე­ბის გარ­თო­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ. მათ "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლე­ბი" და ბუშ­ტე­ბი ურიგ­დე­ბათ. სპორ­ტულ გა­მო­ცე­მა "ლე­ლოს" სტენდთან კი სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბილ ფეხ­ბურ­თის კარ­ში ბავ­შვე­ბი ბურთს თა­მა­შო­ბენ.

"ბიბ­ლუ­სის" სტენდთან არის მო­თავ­სე­ბუ­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დის CI Gusta კა­ფეს პა­ტა­რა ანა­ლო­გი, სა­დაც იტა­ლი­უ­რი ნა­ყი­ნი და ყავა სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად იყი­დე­ბა. პრე­სი­სა და წიგ­ნე­ბის გა­მო­წე­რის კომ­პა­ნია ელვა.გე-ს სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში კი Newspaper არ­ტის თე­მა­ზე მხატ­ვარ ზუ­რაბ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა არის მო­წყო­ბი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­ზე­თის ფაქ­ტუ­რით არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

ამას­თან, "ელვა" მსურ­ვე­ლებს სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­წე­რის ბა­რა­თის შევ­სე­ბა­სა და მთე­ლი წელი სა­სურ­ვე­ლი გა­მო­ცე­მის სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვისს სთა­ვა­ზობს. სა­გან­გე­ბო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა აქვს "ვარ­დე­ბის ბა­ღის" სტუმ­რე­ბის­თვის Readers Land-საც.

რა­დიო "პა­ლიტ­რა" კი მსმე­ნე­ლებს ცხე­ლი ჰი­ტე­ბის ნაკ­რებს სიდი დის­კის სა­ხით უფა­სოდ ური­გებს.

დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სტენდთან ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის და ინ­სტაგ­რამ­ზე ატ­ვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, რის შემ­დე­გაც სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბილ სივ­რცე­ში მათი ფო­ტო­ე­ბი იბეჭ­დე­ბა და უფა­სოდ ურიგ­დე­ბათ. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში "ვარ­დე­ბის ბაღ­ში" იო­ა­ნე არა­ბუ­ლის ბენ­დის კონ­ცერ­ტი და­ი­წყე­ბა.

სტუმ­რებს ასე­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ შეხ­ვდნენ გა­მო­ცე­მა ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის ავ­ტორს ჯაბა სა­მუ­ში­ას და მწე­რალ ტო­რე­სა მოსს, რომ­ლე­ბიც მკი­თხვე­ლებს სა­კუ­თარ წიგ­ნებ­ზე ავ­ტოგ­რა­ფებს უტო­ვე­ბენ. 20 წლის წინ, 1995 წლის 18 აპ­რილს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" პირ­ვე­ლი ნო­მე­რი გა­მო­ვი­და.

"ვარდების ბაღში" "პალიტრა მედიის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს

"ვარდების ბაღში" "პალიტრა მედიის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობს

"ვარდების ბაღში" "პალიტრა მედიის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. აღმაშენებლის #73-ში ჰოლდინგში გაერთიანებული ყველა მედიასაშუალებაა წარმოდგენილი.

დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, "პალიტრა მედიის" ნებისმიერი ჟურნალი და გაზეთი უფასოდ მიიღოს. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სტენდთან, სადაც 2 ათასზე მეტი დასახელების წიგნია წარმოდგენილი. მათ დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება.

1936 წელს გამოშვებული ბრენდირებული ავტომობილი BMW და საკუთარი გამოცემები აქვს წარმოდგენილი ჟურნალ "ავტობილდს", ბრენდირებულ მანქანასთან მსურველები ფოტოებს იღებენ. საზენიტო ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება გამოფინა ჟურნალმა "არსენალმა", რომელიც დამთვალიერებელს ტირში მონაწილეობასაც სთავაზობს. მსურველებს სნაიპერული შაშხანით სროლის შესაძლებლობა აქვთ. ქალბატონებს პროფესიონალი ვიზაჟისტი მაკიაჟს გაუკეთებს ჟურნალ "და ქალის" სტენდთან.

რამდენიმე ტიპის საინტერესო აქტივობა მიმდინარეობს ბავშვებისათვის. ვარდების ბაღში იმყოფებიან ანიმატორები, რომლებიც პატარების გართობაზე ზრუნავენ. მათ "საბავშვო კარუსელები" და ბუშტები ურიგდებათ. სპორტულ გამოცემა "ლელოს" სტენდთან კი საგანგებოდ მოწყობილ ფეხბურთის კარში ბავშვები ბურთს თამაშობენ.

"ბიბლუსის" სტენდთან არის მოთავსებული იტალიური ბრენდის CI Gusta კაფეს პატარა ანალოგი, სადაც იტალიური ნაყინი და ყავა სპეციალურ ფასად იყიდება. პრესისა და წიგნების გამოწერის კომპანია ელვა.გე-ს საგამოფენო სივრცეში კი Newspaper არტის თემაზე მხატვარ ზურაბ ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა არის მოწყობილი. აღნიშნული ნამუშევრები გაზეთის ფაქტურით არის შესრულებული.

ამასთან, "ელვა" მსურველებს სპეციალურ ფასად საიუბილეო გამოწერის ბარათის შევსებასა და მთელი წელი სასურველი გამოცემის სახლში მიტანის სერვისს სთავაზობს. საგანგებო შემოთავაზება აქვს "ვარდების ბაღის" სტუმრებისთვის Readers Land-საც.

რადიო "პალიტრა" კი მსმენელებს ცხელი ჰიტების ნაკრებს სიდი დისკის სახით უფასოდ ურიგებს.

დამთვალიერებლებს "პალიტრა მედიის" სტენდთან ფოტოების გადაღების და ინსტაგრამზე ატვირთვის საშუალება აქვთ, რის შემდეგაც საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მათი ფოტოები იბეჭდება და უფასოდ ურიგდებათ. რამდენიმე წუთში "ვარდების ბაღში" იოანე არაბულის ბენდის კონცერტი დაიწყება.

სტუმრებს ასევე შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ გამოცემა ილუსტრირებული ისტორიის ავტორს ჯაბა სამუშიას და მწერალ ტორესა მოსს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ წიგნებზე ავტოგრაფებს უტოვებენ. 20 წლის წინ, 1995 წლის 18 აპრილს გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი გამოვიდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია