ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" სურათს აქვეყნებს, რომელზეც მისი თქმით, ვალერი გელაშვილის მანქანაა გამოსახული, სანომრე ნიშნებით: VG1. თუმცა, უცნობია, ნამდვილად მას ეკუთვნის თუ არა მანქანა, რადგანაც ავტომობილს ლატვიური ნომრები აქვს.
შეგახსენებთ, რომ 2005 წელს გელაშვილის კომპანია ავლაბრის რეზიდენციას აშენებდა, თუმცა კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავა წარმოიშვა, რის გამოც, მშენებლობა სხვა კომპანიას გადაეცა.