მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 11-წლიანი პატიმრობა - ბრალდებულმა პოლიციელმა დანაშაული აღიარა
ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 11-წლიანი პატიმრობა - ბრალდებულმა პოლიციელმა დანაშაული აღიარა

2014 წლის 25 ივ­ლისს სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და ზეს­ტა­ფონ­ში. 22 წლის სა­ლო­მე ჯორ­ბე­ნა­ძეს ყო­ფილ­მა ქმარ­მა, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა სერ­გი სა­ცე­რა­ძემ ხუთი ტყვია ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა. გო­გო­ნა ად­გილ­ზე გა­რა­და­იც­ვა­ლა. დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სა­ლო­მე ჯორ­ბე­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პო­ლი­ცი­ელს სერ­გი სა­ცე­რა­ძეს 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში სი­ტყვი­თაც გა­მო­ვი­და. მან გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ოჯახს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­უ­ბო­დი­შა და გა­ნა­ცხა­და, რომ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს ნა­ნობს. სერ­გი სა­ცე­რა­ძის თქმით, ის მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

სას­ჯე­ლით უკ­მა­ყო­ფი­ლო არი­ან გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი. სა­ლო­მე ჯორ­ბე­ნა­ძის დე­დის ფატი ჭე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის სას­ჯე­ლის უმ­კაც­რე­სი ზო­მის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და.

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს "კვი­რის პა­ლიტ­რის" 2014 წლის სა­არ­ქი­ვო სტა­ტი­ი­დან: "ეჭ­ვი­ა­ნი იყო ქმა­რი და ვერ გა­უძ­ლო" - რას შე­ე­წი­რა 22 წლის სა­ლო­მეს სი­ცო­ცხლე

სა­ლო­მეს ყო­ფი­ლი ქმრის­გან წლი­ნა­ხევ­რის ბიჭი ჰყავ­და. გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი შემ­დეგს ყვე­ბოდ­ნენ:

- სა­ლო­მე იმ ბიჭ­მა მო­ი­ტა­ცა, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­შორ­დნენ. ეჭ­ვი­ა­ნი იყო და ვერ გა­უძ­ლო. 4 თვის ფე­ხ­ძი­მე იყო, რომ გა­ცილ­დნენ. ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა და მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ზრდი­და. თავს ევ­ლე­ბოდ­ნენ ყვე­ლა­ნი სან­დრი­კას. ით­ქვა, რომ ყო­ფი­ლი ქმა­რი ემუქ­რე­ბო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­მა­მი ფო­ტო­ე­ბის გამო. ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა იყო სა­ლო­მე. ქმარს გა­ცი­ლე­ბუ­ლი იყო და ჩად­რით ვერ ივ­ლი­და."

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 11-წლიანი პატიმრობა - ბრალდებულმა პოლიციელმა დანაშაული აღიარა

ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 11-წლიანი პატიმრობა - ბრალდებულმა პოლიციელმა დანაშაული აღიარა

2014 წლის 25 ივლისს საზარელი მკვლელობა მოხდა ზესტაფონში. 22 წლის სალომე ჯორბენაძეს ყოფილმა ქმარმა, პოლიციის თანამშრომელმა სერგი საცერაძემ ხუთი ტყვია ტაბელური იარაღიდან ესროლა. გოგონა ადგილზე გარადაიცვალა. დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სერგი საცერაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ცოლის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლო დარბაზში სიტყვითაც გამოვიდა. მან გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, საზოგადოებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუბოდიშა და განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს. სერგი საცერაძის თქმით, ის მკვლელობის მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

სასჯელით უკმაყოფილო არიან გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები. სალომე ჯორბენაძის დედის ფატი ჭელიშვილის განცხადებით, ის სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოყენებას ითხოვდა.

გთავაზობთ ფრაგმენტებს "კვირის პალიტრის" 2014 წლის საარქივო სტატიიდან: "ეჭვიანი იყო ქმარი და ვერ გაუძლო" - რას შეეწირა 22 წლის სალომეს სიცოცხლე

სალომეს ყოფილი ქმრისგან წლინახევრის ბიჭი ჰყავდა. გოგონას ახლობლები შემდეგს ყვებოდნენ:

- სალომე იმ ბიჭმა მოიტაცა, მაგრამ ქორწინებიდან რამდენიმე თვეში გაშორდნენ. ეჭვიანი იყო და ვერ გაუძლო. 4 თვის ფეხძიმე იყო, რომ გაცილდნენ. ბავშვი გააჩინა და მშობლების დახმარებით ზრდიდა. თავს ევლებოდნენ ყველანი სანდრიკას. ითქვა, რომ ყოფილი ქმარი ემუქრებოდა, სავარაუდოდ, თამამი ფოტოების გამო. ულამაზესი გოგონა იყო სალომე. ქმარს გაცილებული იყო და ჩადრით ვერ ივლიდა."

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"