მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერპოლის სიიდან ადეიშვილის ამოღებას, სტატუსის გარდა, სხვა გარემოებები აქვს"
"ინტერპოლის სიიდან ადეიშვილის ამოღებას, სტატუსის გარდა, სხვა გარემოებები აქვს"

თბი­ლი­სის ყო­ფილ პრო­კუ­რორს მაია მწა­რი­აშ­ვილს ეჭვი აქვს, რომ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ინ­ტერ­პო­ლის სი­ი­დან ამო­ღე­ბას, სტა­ტუ­სის გარ­და, სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი აქვს.

რო­გორც მწა­რი­აშ­ვილ­მა "ქრო­ნი­კის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, ბო­ლომ­დე სი­მარ­თლეს არც ერთი მხა­რე არ ამ­ბობს - არც პრო­კუ­რა­ტუ­რა და არც დაც­ვის მხა­რე. მწა­რი­აშ­ვი­ლის თქმით, ჯერ კი­დევ მისი პრო­კუ­რო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლი მხა­რე მუდ­მივ კონ­ტაქ­ტში იყო ინ­ტერ­პოლ­თან და პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნა 2013 წლის იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში გა­იგ­ზავ­ნა; ამას­თან, ინ­ტერ­პოლ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია თით­ქმის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ვიდ­რე სა­ბო­ლოო დას­ტუ­რი იქნა მი­ღე­ბუ­ლი წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა­ზე, რაც 2013 წლის ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში მოხ­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა სი­ი­დან ამო­ღე­ბის თე­მას, მე ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ციე პრო­კუ­რა­ტუ­რის პირ­ველ გან­ცხა­დე­ბას, რომ "ძებ­ნი­დან მოხ­სნის მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი იყო, რომ ერთ-ერ­თმა ქვე­ყა­ნამ ადე­იშ­ვილს ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა". ჯერ მგო­ნია, რომ ამ ტერ­მინს არას­წო­რად ხმა­რო­ბენ, ვი­ნა­ი­დან ლტოლ­ვი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ამ­ბებს უკავ­შირ­დე­ბა და არა ასეთ შემ­თხვე­ვებს. აქ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლო­ბა­ზე და თავ­შე­სა­ფარ­ზეა ხოლ­მე სა­უ­ბა­რი. პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლიო, ამი­ტომ მე ვი­ვა­რა­უ­დე, რომ სხვა სა­ფუძ­ვლე­ბიც არის. მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს სტა­ტუ­სი ადე­იშ­ვილს ძებ­ნა­ზე დას­მამ­დეც ჰქონ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­ო­რე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და თქვა, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შე­იც­ვა­ლა და სწო­რე­დაც ასეა - 2013 წლის ბო­ლოს, რო­დე­საც დას­ვეს წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა­ზე, მას უკვე გა­აჩ­ნდა დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი და მა­შინ ეს არ გამ­ხდა­რა უა­რის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი. ამი­ტომ მე მაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი ვი­ვა­რა­უ­დო, რომ რა­ღაც სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი და­ე­მა­ტა კი­დევ ამ ამ­ბავს და ეს არ არის ერ­თა­დერ­თი ან მთა­ვა­რი გა­რე­მო­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მწა­რი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე აზ­რით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადე­იშ­ვი­ლი მთე­ლი ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი იყო, "ჩვენ ეს ამ­ბა­ვი არა­ფერ­ში გა­მოგ­ვად­გა, ვი­ნა­ი­დან წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რის აზრი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რო­დე­საც არ იცი, სად იმ­ყო­ფე­ბა ადა­მი­ა­ნი და ძებ­ნა­ში გეხ­მა­რე­ბი­ან, ჩვენ კი კარ­გად ვი­ცით, სად იმ­ყო­ფე­ბა ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ინტერპოლის სიიდან ადეიშვილის ამოღებას, სტატუსის გარდა, სხვა გარემოებები აქვს"

"ინტერპოლის სიიდან ადეიშვილის ამოღებას, სტატუსის გარდა, სხვა გარემოებები აქვს"

თბილისის ყოფილ პროკურორს მაია მწარიაშვილს ეჭვი აქვს, რომ ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის სიიდან ამოღებას, სტატუსის გარდა, სხვა გარემოებები აქვს.

როგორც მწარიაშვილმა "ქრონიკის" ეთერში განაცხადა, ბოლომდე სიმართლეს არც ერთი მხარე არ ამბობს - არც პროკურატურა და არც დაცვის მხარე. მწარიაშვილის თქმით, ჯერ კიდევ მისი პროკურორობის პერიოდში ქართული მხარე მუდმივ კონტაქტში იყო ინტერპოლთან და პირველი მოთხოვნა 2013 წლის იანვარ-თებერვალში გაიგზავნა; ამასთან, ინტერპოლთან კომუნიკაცია თითქმის მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვიდრე საბოლოო დასტური იქნა მიღებული წითელი ცირკულარით ძებნაზე, რაც 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში მოხდა.

"რაც შეეხება სიიდან ამოღების თემას, მე ყურადღება მივაქციე პროკურატურის პირველ განცხადებას, რომ "ძებნიდან მოხსნის მთავარი საფუძველი იყო, რომ ერთ-ერთმა ქვეყანამ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა". ჯერ მგონია, რომ ამ ტერმინს არასწორად ხმარობენ, ვინაიდან ლტოლვილი ჰუმანიტარულ ამბებს უკავშირდება და არა ასეთ შემთხვევებს. აქ პოლიტიკურ დევნილობაზე და თავშესაფარზეა ხოლმე საუბარი. პროკურატურა ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საფუძველიო, ამიტომ მე ვივარაუდე, რომ სხვა საფუძვლებიც არის. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეს სტატუსი ადეიშვილს ძებნაზე დასმამდეც ჰქონდა, პროკურატურამ მეორე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ რეგულაციები შეიცვალა და სწორედაც ასეა - 2013 წლის ბოლოს, როდესაც დასვეს წითელი ცირკულარით ძებნაზე, მას უკვე გააჩნდა დევნილის სტატუსი და მაშინ ეს არ გამხდარა უარის თქმის საფუძველი. ამიტომ მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდო, რომ რაღაც სხვა გარემოებები დაემატა კიდევ ამ ამბავს და ეს არ არის ერთადერთი ან მთავარი გარემოება", - განაცხადა მწარიაშვილმა.

მისივე აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ადეიშვილი მთელი ამდენი ხნის განმავლობაში წითელი ცირკულარით ძებნილი იყო, "ჩვენ ეს ამბავი არაფერში გამოგვადგა, ვინაიდან წითელი ცირკულარის აზრი მდგომარეობს იმაში, როდესაც არ იცი, სად იმყოფება ადამიანი და ძებნაში გეხმარებიან, ჩვენ კი კარგად ვიცით, სად იმყოფება ზურაბ ადეიშვილი".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ