სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე დაბრუნდა... - "სულ ცდილობდა, არავისთვის ეჩვენებინა რა უჭირდა"
კოტე დაბრუნდა... - "სულ ცდილობდა, არავისთვის ეჩვენებინა რა უჭირდა"

მსა­ხი­ო­ბი კოტე თო­ლორ­და­ვა მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მის ცხე­დარს მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და კო­ლე­გე­ბი დახ­ვდე­ნენ. კოტე გარ­და იმი­სა, რომ სცე­ნა­ზე, კი­ნო­ში სე­რი­ალ­ში სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ებს ქმნი­და, მას პა­რა­ლე­ლუ­რად არა­ერ­თი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და: ახ­მო­ვა­ნებ­და ფილ­მებს, წერ­და რეკ­ლა­მებს... ის ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლიც გახ­ლდათ და ტელე-რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთრში მე­უღ­ლეს­თან, განო მე­ლი­თა­ურ­თან ერ­თად, მიჰ­ყავ­და გა­და­ცე­მა - "შუ­ა­დღის ამ­ბე­ბი გა­ნო­თან და კო­ტეს­თან ერ­თად".

დღეს კი მას ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის თან­მამ­შრომ­ლე­ბი დიდ მწუ­ხა­რე­ბით იხ­სე­ნე­ბენ...

ინგა და­დი­ა­ნი, "პა­ლიტ­რა ტვ"-ს დი­რექ­ტო­რი:

- კოტე ჩვენ­თან გარ­და იმი­სა, რომ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო, ახ­მო­ვა­ნებ­და სე­რი­ა­ლებს და ზო­გა­დად არ­ხის ხმა იყო. მას ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზი­დან" ვიც­ნობ­დი, სა­დაც ასე­ვე სე­რი­ა­ლებს ახ­მო­ვა­ნებ­და, ერ­თად ვი­ყა­ვით ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ­შიც". ამას­თა­ნა­ვე, მისი მე­უღ­ლის, განო მე­ლი­თა­უ­რის ოჯახ­თა­ნაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი ახ­ლობ­ლო­ბა მა­კავ­ში­რებ­და, ამი­ტომ კო­ტე­ზე წარ­სულ დრო­ში ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან მი­ჭირს. თავლწინ მიდ­გას მისი ბოლო გა­და­ცე­მა, შუ­ა­დღის ეთე­რი, მერე მოს­კოვ­ში მიფ­რი­ნავ­და...

კო­ტეს უზო­მოდ უყ­ვარ­და სო­ცო­ცხლე, იყო ენერ­გი­უ­ლი, უაღ­რე­სად კე­თილ­შო­ბი­ლი, ალ­ბათ ამ დღე­ებ­მა აჩ­ვე­ნა ეს, რო­დე­საც მისი მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის ტკი­ვი­ლად იქცა. სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც კო­ტეს ახ­ლოს არ იც­ნობ­დნენ, სა­ო­ცარ მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ... რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ­ხე­ლა ტკი­ვილს იწ­ვევს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ კოტე ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის გუ­ლამ­დე მი­დი­დო­და...

ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძა­ლი­ან კე­თი­ლი, უშუ­ა­ლო, მე­გობ­რუ­ლი გახ­ლდათ, თუმ­ცა - ემო­ცი­უ­რიც, რად­გა­ნაც მსა­ხი­ო­ბი იყო და გუ­ლით ეკი­დე­ბო­და ყვე­ლა­ფერს, სულ ახ­ლის ძი­ე­ბა­ში იყო.

რო­დე­საც მოს­კოვ­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე და­პა­ტი­ჟეს, რო­მელ­შიც სერ­გეი ბეზ­რუ­კოვ­თან უწევ­და თა­მა­ში, გამ­გზავ­რე­ბი­სას ვი­ზის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, ამა­ზე ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, რად­გან ფერ­ხდე­ბო­და მისი გამ­გზავ­რე­ბა, მაგ­რამ თან სა­ოც­რად უხა­რო­და, იცო­და, რომ საკ­მა­ოდ ძლი­ერ ჯგუფ­თან მო­უ­წევ­და მუ­შა­ო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ ეს მის­თვის დიდი ნა­ბი­ჯი იყო.

მოკ­ლედ, რა გი­თხრათ, ამ ადა­მინ­მა თა­ვი­სი ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბით მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვა და მისი პი­როვ­ნე­ბის წარ­სულ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს...

მაკა ლო­მი­ძე, "პა­ლიტ­რა ტვ"-ს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი:

- კოტე "პა­ლიტ­რა ტვ"-ში მე მო­ვიყ­ვა­ნე. რაც ეს ტრა­გე­დია მოხ­და, მას მერე სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა ჩემს გულ­შიც, ამ ტკი­ვილს ვერ აღ­გი­წერთ, "ფე­ის­ბუქს" არ გავ­კა­რე­ბი­ვარ, არ მინ­და წა­ვი­კი­თხო ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ბის სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი... კოტე ჩემ­ში ისე­თად დარ­ჩე­ბა, რო­გორ­საც ვიც­ნობ­დი – სა­ოც­რად ლაღი და საყ­ვა­რე­ლი.

რო­დე­საც პირ­ვე­ლად ვუ­თხა­რი, "პა­ლიტ­რა­ში" უნდა წა­გიყ­ვა­ნო-მეთ­ქი, მი­თხრა, უნდა გავ­ფე­რად­დე­თო? კო­ტეს იმ­დე­ნი ფერი ჰქონ­და, ისე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, რომ და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ აღარ არის. თა­ვი­დან საქ­მე­ზე ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით, უფრო სწო­რედ, სულ საქ­მი­ა­ნი კა­მა­თი გვქონ­და. საქ­მის ბო­ლოს მე­ტყო­და, წა­მო­დი, გა­ვი­დეთ გა­რეთ და ისევ მე­გობ­რე­ბი ვი­ყო­თო. არ ყო­ფი­ლა იდეა, მის­თვის მეთ­ქვას და არ ან­თე­ბუ­ლი­ყო. მა­შინ­ვე ხორცს შე­ას­ხა­მა­და იმ ყვე­ლა­ფერს. იცო­და ხოლ­მე თქმა: ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, ესეც მკლავს: მთავ­რია მივ­ხვდე, მაკა, რომ გჭირ­დე­ბი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თე­ბო! აი, ახლა ისე ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა და... არ არის...

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

კოტე თო­ლორ­და­ვას ჩა­მოს­ვე­ნე­ბის დრა­მა­ტუ­ლი კად­რე­ბი

კოტე დაბრუნდა... - "სულ ცდილობდა, არავისთვის ეჩვენებინა რა უჭირდა"

კოტე დაბრუნდა... - "სულ ცდილობდა, არავისთვის ეჩვენებინა რა უჭირდა"

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვიდან თბილისში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მის ცხედარს მეგობრები, ნათესავები და კოლეგები დახვდენენ. კოტე გარდა იმისა, რომ სცენაზე, კინოში სერიალში საინტერესო სახეებს ქმნიდა, მას პარალელურად არაერთი სამსახური ჰქონდა: ახმოვანებდა ფილმებს, წერდა რეკლამებს... ის ჩვენი კომპანიის "პალიტრამედიის" აქტიური თანამშრომელიც გახლდათ და ტელე-რადიო "პალიტრის" ეთრში მეუღლესთან, განო მელითაურთან ერთად, მიჰყავდა გადაცემა - "შუადღის ამბები განოთან და კოტესთან ერთად".

დღეს კი მას ჩვენი კომპანიის თანმამშრომლები დიდ მწუხარებით იხსენებენ...

ინგა დადიანი, "პალიტრა ტვ"-ს დირექტორი:

- კოტე ჩვენთან გარდა იმისა, რომ გადაცემის წამყვანი იყო, ახმოვანებდა სერიალებს და ზოგადად არხის ხმა იყო. მას ტელეკომპანია "მზიდან" ვიცნობდი, სადაც ასევე სერიალებს ახმოვანებდა, ერთად ვიყავით ასევე ტელეკომპანია "პიკშიც". ამასთანავე, მისი მეუღლის, განო მელითაურის ოჯახთანაც წლების განმავლობაში დიდი ახლობლობა მაკავშირებდა, ამიტომ კოტეზე წარსულ დროში ლაპარაკი ძალიან მიჭირს. თავლწინ მიდგას მისი ბოლო გადაცემა, შუადღის ეთერი, მერე მოსკოვში მიფრინავდა...

კოტეს უზომოდ უყვარდა სოცოცხლე, იყო ენერგიული, უაღრესად კეთილშობილი, ალბათ ამ დღეებმა აჩვენა ეს, როდესაც მისი მოულოდნელი გარდაცვალება მთელი ქვეყნის ტკივილად იქცა. სრულიად უცნობი ადამიანებიც კი, რომლებიც კოტეს ახლოს არ იცნობდნენ, საოცარ მწუხარებას გამოთქვამენ... როდესაც ადამიანი ამხელა ტკივილს იწვევს, ეს იმას ნიშნავს, რომ კოტე ყოველი ადამიანის გულამდე მიდიდოდა...

ურთიერთობაში ძალიან კეთილი, უშუალო, მეგობრული გახლდათ, თუმცა - ემოციურიც, რადგანაც მსახიობი იყო და გულით ეკიდებოდა ყველაფერს, სულ ახლის ძიებაში იყო.

როდესაც მოსკოვში ფილმის გადაღებაზე დაპატიჟეს, რომელშიც სერგეი ბეზრუკოვთან უწევდა თამაში, გამგზავრებისას ვიზის პრობლემა შეექმნა, ამაზე ძალიან ნერვიულობდა, რადგან ფერხდებოდა მისი გამგზავრება, მაგრამ თან საოცრად უხაროდა, იცოდა, რომ საკმაოდ ძლიერ ჯგუფთან მოუწევდა მუშაობა. საქართველოს ფარგლებს გარეთ ეს მისთვის დიდი ნაბიჯი იყო.

მოკლედ, რა გითხრათ, ამ ადამინმა თავისი ხანმოკლე ცხოვრებით მართლა სერიოზული კვალი დატოვა და მისი პიროვნების წარსულში მოხსენიება ძალიან მიჭირს...

მაკა ლომიძე, "პალიტრა ტვ"-ს გენერალური პროდიუსერი:

- კოტე "პალიტრა ტვ"-ში მე მოვიყვანე. რაც ეს ტრაგედია მოხდა, მას მერე საშინელება ხდება ჩემს გულშიც, ამ ტკივილს ვერ აღგიწერთ, "ფეისბუქს" არ გავკარებივარ, არ მინდა წავიკითხო ვიღაც-ვიღაცების საშინელი კომენტარები... კოტე ჩემში ისეთად დარჩება, როგორსაც ვიცნობდი – საოცრად ლაღი და საყვარელი.

როდესაც პირველად ვუთხარი, "პალიტრაში" უნდა წაგიყვანო-მეთქი, მითხრა, უნდა გავფერადდეთო? კოტეს იმდენი ფერი ჰქონდა, ისეთი მრავალფეროვანი იყო, რომ დაუჯერებელია, რომ აღარ არის. თავიდან საქმეზე ხშირად ვჩხუბობდით, უფრო სწორედ, სულ საქმიანი კამათი გვქონდა. საქმის ბოლოს მეტყოდა, წამოდი, გავიდეთ გარეთ და ისევ მეგობრები ვიყოთო. არ ყოფილა იდეა, მისთვის მეთქვას და არ ანთებულიყო. მაშინვე ხორცს შეასხამადა იმ ყველაფერს. იცოდა ხოლმე თქმა: ახლა რომ ვიხსენებ, ესეც მკლავს: მთავრია მივხვდე, მაკა, რომ გჭირდები და ყველაფერს გავაკეთებო! აი, ახლა ისე ძალიან მჭირდება და... არ არის... 

წაიკითხეთ სრულად

კოტე თოლორდავას ჩამოსვენების დრამატული კადრები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია