პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით განსხვავდება ქალი მამაკაცისგან?
რით განსხვავდება ქალი მამაკაცისგან?

კი­თხვა არც ისე გუ­ლუბ­რყვი­ლოა, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩანს. კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი 100-მდე ნი­შა­ნი და­ად­გი­ნეს. გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს.

ანა­ტო­მი­უ­რი სხვა­ო­ბა­ნი

მა­მა­კა­ცის ტვი­ნი ქა­ლი­სა­ზე 200-350 გრა­მით მძი­მეა, თუმ­ცა ამას ინ­ტე­ლექტთან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს. ამის სა­ბუ­თად ისიც კმა­რა, რომ ყვე­ლა­ზე მძი­მე ტვი­ნი გო­რი­ლას აქვს.

ჩა­სახ­ვი­სას ნე­ბის­მი­ე­რი ორ­გა­ნიზ­მი მდედ­რო­ბი­თი სქე­სი­საა, მხო­ლოდ მუც­ლად ყოფ­ნის მე­ექ­ვსე კვი­რას იძენს იგი გე­ნე­ბის გავ­ლე­ნით მა­მა­კა­ცურ ნიშ­ნებს.

ქა­ლის სახ­სრე­ბი გა­ცი­ლე­ბით მოძ­რა­ვი და მოქ­ნი­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით - ჰორ­მო­ნუ­ლი სიმ­წი­ფის ასაკ­სა და ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში. ეს ქა­ლის სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნე­ბის, ესტრო­გე­ნე­ბის, დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც მყე­სებს ძლი­ერ ელას­ტი­კუ­რო­ბას სძენს.

სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი მა­მა­კა­ცი სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კურ ქალ­ზე 10%-ით მა­ღა­ლი და ამ­დე­ნი­ვე­თი მძი­მეა.

მა­მა­კა­ცის ფილ­ტვე­ბის სა­სი­ცო­ცხლო ტე­ვა­დო­ბა 20%-ით აღე­მა­ტე­ბა ქა­ლი­სას, ხოლო გუ­ლის მუ­შა­ო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა - 15%-ით.

გო­გო­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად იზ­რდე­ბი­ან. მათი ზრდა ნელ­დე­ბა მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის და­წყე­ბის შემ­დეგ. ვა­ჟე­ბი ზრდას 18-20 წლამ­დე აგ­რძე­ლე­ბენ.

ქა­ლე­ბი მეტ­ხანს ცო­ცხლო­ბენ, თუმ­ცა მათი კანი გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად ბერ­დე­ბა, რად­გან მისი ზედა ფენა, ეპი­დერ­მი­სი, გა­ცი­ლე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი­სა და სხვა გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბის მი­მართ.

ალ­კოჰო­ლი­სად­მი ქა­ლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის უნა­რი გა­ცი­ლე­ბით სუს­ტია, რად­გან ალ­კოჰო­ლის დამ­შლე­ლი ფერ­მენ­ტე­ბი მის ორ­გა­ნიზ­მში მა­მა­კა­ცი­სა­ზე 2-ჯერ სუს­ტი და ნაკ­ლე­ბაქ­ტი­უ­რია.

მა­მა­კა­ცებს თა­ვის ტვი­ნის ნა­ხე­ვარსფე­რო­ე­ბი მე­ტად დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი აქვთ, რაც მათ აშ­კა­რა უპი­რა­ტე­სო­ბას აძ­ლევს. ისი­ნი უკეთ ახერ­ხე­ბენ სივ­რცე­ში ორი­ენ­ტი­რე­ბას, ად­ვი­ლად კი­თხუ­ლო­ბენ სქე­მებს, რუ­კებს, გეგ­მებს და ა.შ. სა­მა­გი­ე­როდ ქა­ლებს გა­ცი­ლე­ბით მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვთ ტვი­ნის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა ნა­ხე­ვარსფე­რო­ებს შო­რის, რაც მათ უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლას მა­მა­კა­ცებ­ზე მე­ტად უად­ვი­ლებს.

თმის ცვე­ნა და გა­მე­ლო­ტე­ბა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მა­მა­კა­ცე­ბის პრობ­ლე­მაა, რა­შიც გა­დამ­წყვეტ როლს ას­რუ­ლებს ყვე­ლა­ზე მძლავ­რი მა­მა­კა­ცუ­რი ჰორ­მო­ნი - ტეს­ტოს­ტე­რო­ნი. ქა­ლებს თმის ცვე­ნის შემ­დეგ, ჩვე­უ­ლებ­რივ, ახა­ლი თმა ამოს­დით.

ქა­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით უკეთ ხე­და­ვენ მარ­ჯვე­ნა თვა­ლით და უკეთ ეს­მით მარ­ჯვე­ნა ყუ­რით, მა­მა­კა­ცე­ბი - პი­რი­ქით.

კან­ქვე­შა ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი მა­მა­კა­ცის სხე­უ­ლის 11%-ს შე­ად­გენს. ქა­ლებ­თან ის გა­ცი­ლე­ბით დი­დია - 23%-ს უტოლ­დე­ბა. მა­მა­კა­ცის სხე­უ­ლის ზე­და­პი­რის 1 კვ. მ-ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი კა­ლო­რია იწ­ვე­ბა, ვიდ­რე იმა­ვე ასა­კის ქა­ლის კან­ზე.

გო­გო­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით ადრე ით­ვი­სე­ბენ მოძ­რა­ო­ბებს. ისი­ნი ფეხს 11-12 თვის ასაკ­ში იდ­გა­მენ, ბი­ჭე­ბი კი - 12-14 თვის ასაკ­ში.

ქა­ლებს გა­ცი­ლე­ბით მე­ტად ემუქ­რე­ბათ კა­რი­ე­სი.

ქა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის უნა­რი ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ გა­ცი­ლე­ბით სუს­ტია.

ბი­ო­ლო­გი­უ­რად გო­გო­ნე­ბი ვა­ჟებ­ზე 3 წლით ადრე მწიფ­დებ­იან.

ახალ­შო­ბი­ლი ვა­ჟე­ბი წო­ნი­თა და სი­მაღ­ლით აჭარ­ბე­ბენ გო­გო­ნებს.

ოს­ტე­ო­პო­რო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­თა 90% ქა­ლია, რაც ესტრო­გე­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ასე­ვე ქა­ლე­ბის ხვედ­რია შა­კი­კი.

ტეს­ტოს­ტე­რო­ნის გავ­ლე­ნით მა­მა­კა­ცე­ბი გა­ცი­ლე­ბით აგ­რე­სი­ულ­ნი არი­ან.

ფი­ზი­კუ­რად სუს­ტი ქა­ლე­ბის სპორ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რა თქმა უნდა, ნაკ­ლებშ­თამ­ბეჭ­და­ვია; სა­მა­გი­ე­როდ, ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით უკეთ აბა­რე­ბენ გა­მოც­დას ამ­ტა­ნო­ბა­ზე, მა­გა­ლი­თად, გრძელ დის­ტან­ცი­ებ­ზე სირ­ბილ­სა და ცურ­ვა­ში.

ქა­ლის ორ­გა­ნიზმს ნაკ­ლე­ბად აზი­ა­ნებს ათე­როსკლე­რო­ზი, რად­გან ესტრო­გე­ნე­ბი ამუხ­რუ­ჭე­ბენ სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბას და აად­ვი­ლე­ბენ ღვიძ­ლი­დან ქოლ­ეს­ტე­რი­ნის გა­მო­დევ­ნას, ასე რომ, იოლი მი­სახ­ვედ­რია, რა­ტომ ემარ­თე­ბათ ამ­გვა­რი დაც­ვის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ მა­მა­კა­ცებს 2-ჯერ უფრო ხში­რად მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი.

ქა­ლებს გა­ცი­ლე­ბით ხში­რად ემარ­თე­ბათ რევ­მა­ტიზ­მი.

ქა­ლე­ბი მშვი­დად რე­ა­გი­რე­ბენ სტრეს­ზე. ამ დროს მათ სხე­ულ­ში გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ად­რე­ნა­ლი­ნი გა­მო­ი­ყო­ფა და ამი­ტომ არც წნე­ვა იმა­ტებს ისე მკვეთ­რად. ეს ის­ტო­რი­უ­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბაა - უხ­სო­ვარ დრო­ში ხომ ყვე­ლა­ფე­რი მა­მა­კა­ცის სწრაფ რე­აქ­ცი­ა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. დღეს ის მა­მონ­ტებ­ზე აღარ ნა­დი­რობს და საკ­ვებ­საც უმ­თავ­რე­სად სა­კუ­თა­რი ინ­ტე­ლექ­ტის წყა­ლო­ბით მო­ი­პო­ვებს, თუმ­ცა სტრე­სის დროს რეფ­ლექ­სი არაც­ნო­ბი­ერ­ში იმ­პულ­სუ­რად მა­ინც ირ­თვე­ბა.

მა­მა­კა­ცებ­ში გა­ცი­ლე­ბით ხში­რია კუ­ჭი­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ჯირ­კვლის წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც, რაც იმა­ვე ის­ტო­რი­უ­ლი რეფ­ლექ­სის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი გან­სხვა­ვე­ბა­ნი

გო­გო­ნე­ბი ვა­ჟებ­ზე ადრე იდ­გა­მენ ენას.

ქა­ლებს გა­ცი­ლე­ბით უკეთ აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყნოს­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით - მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის და­სას­რულს. ამ პე­რი­ოდ­ში ქა­ლის ყნოს­ვა 20%-ით აღე­მა­ტე­ბა მა­მა­კა­ცი­სას, რაც ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მში სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნე­ბის, ესტრო­გე­ნე­ბის, აქ­ტი­ვო­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბი­ლი.

ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ დახ­ვე­წი­ლი პარ­ფი­უ­მე­რი­უ­ლი ნა­წარ­მის 80% მა­მა­კა­ცე­ბის შექ­მნი­ლია.

ქა­ლე­ბი 2-ჯერ ხში­რად იტან­ჯე­ბი­ან დეპ­რე­სი­ით. ესეც ესტრო­გე­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც გან­წყო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ჰორ­მო­ნის, სე­რო­ტო­ნი­ნის, გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას.

მა­მა­კა­ცე­ბი, რო­დე­საც მათ სა­უ­ბარს აწყვე­ტი­ნე­ბენ, ისე მწვა­ვედ არ რე­ა­გი­რე­ბენ ამა­ზე, რო­გორც მათი მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი.

ქა­ლებს გა­ცი­ლე­ბით უკეთ აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა, აქ მათი უპი­რა­ტე­სო­ბა 6:1-ზეა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რით განსხვავდება ქალი მამაკაცისგან?

რით განსხვავდება ქალი მამაკაცისგან?

კითხვა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. კვალიფიციურმა სპეციალისტებმა ქალისა და მამაკაცის განმასხვავებელი 100-მდე ნიშანი დაადგინეს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.

ანატომიური სხვაობანი

მამაკაცის ტვინი ქალისაზე 200-350 გრამით მძიმეა, თუმცა ამას ინტელექტთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამის საბუთად ისიც კმარა, რომ ყველაზე მძიმე ტვინი გორილას აქვს.

ჩასახვისას ნებისმიერი ორგანიზმი მდედრობითი სქესისაა, მხოლოდ მუცლად ყოფნის მეექვსე კვირას იძენს იგი გენების გავლენით მამაკაცურ ნიშნებს.

ქალის სახსრები გაცილებით მოძრავი და მოქნილია, განსაკუთრებით - ჰორმონული სიმწიფის ასაკსა და ორსულობის პერიოდში. ეს ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, დამსახურებაა, რომლებიც მყესებს ძლიერ ელასტიკურობას სძენს.

საშუალოსტატისტიკური მამაკაცი საშუალოსტატისტიკურ ქალზე 10%-ით მაღალი და ამდენივეთი მძიმეა.

მამაკაცის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა 20%-ით აღემატება ქალისას, ხოლო გულის მუშაობის ინტენსივობა - 15%-ით.

გოგონები გაცილებით სწრაფად იზრდებიან. მათი ზრდა ნელდება მენსტრუალური ციკლის დაწყების შემდეგ. ვაჟები ზრდას 18-20 წლამდე აგრძელებენ.

ქალები მეტხანს ცოცხლობენ, თუმცა მათი კანი გაცილებით სწრაფად ბერდება, რადგან მისი ზედა ფენა, ეპიდერმისი, გაცილებით მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივებისა და სხვა გარეგანი ფაქტორების მიმართ.

ალკოჰოლისადმი ქალის წინააღმდეგობის უნარი გაცილებით სუსტია, რადგან ალკოჰოლის დამშლელი ფერმენტები მის ორგანიზმში მამაკაცისაზე 2-ჯერ სუსტი და ნაკლებაქტიურია.

მამაკაცებს თავის ტვინის ნახევარსფეროები მეტად დიფერენცირებული აქვთ, რაც მათ აშკარა უპირატესობას აძლევს. ისინი უკეთ ახერხებენ სივრცეში ორიენტირებას, ადვილად კითხულობენ სქემებს, რუკებს, გეგმებს და ა.შ. სამაგიეროდ ქალებს გაცილებით მჭიდრო კავშირი აქვთ ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის, რაც მათ უცხო ენების შესწავლას მამაკაცებზე მეტად უადვილებს.

თმის ცვენა და გამელოტება ერთმნიშვნელოვნად მამაკაცების პრობლემაა, რაშიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველაზე მძლავრი მამაკაცური ჰორმონი - ტესტოსტერონი. ქალებს თმის ცვენის შემდეგ, ჩვეულებრივ, ახალი თმა ამოსდით.

ქალები გაცილებით უკეთ ხედავენ მარჯვენა თვალით და უკეთ ესმით მარჯვენა ყურით, მამაკაცები - პირიქით.

კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი მამაკაცის სხეულის 11%-ს შეადგენს. ქალებთან ის გაცილებით დიდია - 23%-ს უტოლდება. მამაკაცის სხეულის ზედაპირის 1 კვ. მ-ზე გაცილებით მეტი კალორია იწვება, ვიდრე იმავე ასაკის ქალის კანზე.

გოგონები გაცილებით ადრე ითვისებენ მოძრაობებს. ისინი ფეხს 11-12 თვის ასაკში იდგამენ, ბიჭები კი - 12-14 თვის ასაკში.

ქალებს გაცილებით მეტად ემუქრებათ კარიესი.

ქალების წინააღმდეგობის უნარი ზოგიერთი დაავადების მიმართ გაცილებით სუსტია.

ბიოლოგიურად გოგონები ვა­ჟებზე 3 წლით ადრე მწიფდებ­იან.

ახალშობილი ვაჟები წონითა და სიმაღლით აჭარბებენ გოგონებს.

ოსტეოპოროზით დაავადებულთა 90% ქალია, რაც ესტროგენების დამსახურებაა.

ასევე ქალების ხვედრია შაკიკი.

ტესტოსტერონის გავლენით მამაკაცები გაცილებით აგრესიულნი არიან.

ფიზიკურად სუსტი ქალების სპორტული მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, ნაკლებშთამბეჭდავია; სამაგიეროდ, ისინი გაცილებით უკეთ აბარებენ გამოცდას ამტანობაზე, მაგალითად, გრძელ დისტანციებზე სირბილსა და ცურვაში.

ქალის ორგანიზმს ნაკლებად აზიანებს ათეროსკლეროზი, რად­გან ესტროგენები ამუხრუჭებენ სისხლძარღვების შევიწროებას და აადვილებენ ღვიძლიდან ქოლ­ესტერინის გამოდევნას, ასე რომ, იოლი მისახვედრია, რატომ ემართებათ ამგვარი დაცვის გარეშე დარჩენილ მამაკაცებს 2-ჯერ უფრო ხშირად მიოკარდიუმის ინფარქტი.

ქალებს გაცილებით ხშირად ემართებათ რევმატიზმი.

ქალები მშვიდად რეაგირებენ სტრესზე. ამ დროს მათ სხეულში გაცილებით ნაკლები ადრენალინი გამოიყოფა და ამიტომ არც წნევა იმატებს ისე მკვეთრად. ეს ისტორიულად განპირობებული თავისებურებაა - უხსოვარ დროში ხომ ყველაფერი მამაკაცის სწრაფ რეაქციაზე იყო დამოკიდებული. დღეს ის მამონტებზე აღარ ნადირობს და საკვებსაც უმთავრესად საკუთარი ინტელექტის წყალობით მოიპოვებს, თუმცა სტრესის დროს რეფლექსი არაცნობიერში იმპულსურად მაინც ირთვება.

მამაკაცებში გაცილებით ხშირია კუჭისა და თორმეტგოჯა ჯირკვლის წყლულოვანი დაავადების შემთხვევებიც, რაც იმავე ისტორიული რეფლექსის დამსახურებაა.

ფსიქოემოციური განსხვავებანი

გოგონები ვაჟებზე ადრე იდგამენ ენას.

ქალებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული ყნოსვა, განსაკუთრებით - მენსტრუალური ციკლის დასასრულს. ამ პერიოდში ქალის ყნოსვა 20%-ით აღემატება მამაკაცისას, რაც ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, აქტივობითაა განპირობებილი.

ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, რომ დახვეწილი პარფიუმერიული ნაწარმის 80% მამაკაცების შექმნილია.

ქალები 2-ჯერ ხშირად იტანჯებიან დეპრესიით. ესეც ესტროგენების დამსახურებაა, რომლებიც განწყობაზე პასუხისმგებელი ჰორმონის, სეროტონინის, გამომუშავებაზე ახდენენ გავლენას.

მამაკაცები, როდესაც მათ საუბარს აწყვეტინებენ, ისე მწვავედ არ რეაგირებენ ამაზე, როგორც მათი მეორე ნახევრები.

ქალებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული მუსიკალური სმენა, აქ მათი უპირატესობა 6:1-ზეა.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს