სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში რესტორანი გამოავლინეს, სადაც ცხენის ხორცისგან მომზადებულ ხინკალს ყიდდნენ
თბილისში რესტორანი გამოავლინეს, სადაც ცხენის ხორცისგან მომზადებულ ხინკალს ყიდდნენ

რეს­ტო­რან­ში "ყაზ­ბე­გის რეს­ტო­რა­ნი ვე­ლი­ა­მი­ნოვ­ზე" ხინ­კალ­სა და აფხა­ზუ­რა­ში ცხე­ნის ხორ­ცი აღ­მოჩ­ნდა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის ფარ­გლებ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის 25 მარტს ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბი­დან აღე­ბუ­ლი მზა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნა­წარ­მის ნი­მუ­შე­ბი ხორ­ცის სა­ხე­ობ­რი­ვი კვლე­ვის­თვის, კერ­ძოდ, ცხე­ნის ხორ­ცის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­და­იგ­ზავ­ნა. კვლე­ვის შე­დე­გად, შპს-ში "ყაზ­ბე­გის რეს­ტო­რა­ნი ვე­ლი­ა­მი­ნოვ­ზე" აღე­ბულ ხინ­კლი­სა და აფხა­ზუ­რას ორ ნი­მუშ­ში ცხე­ნის ხორ­ცია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

"სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის, ვე­ტე­რი­ნა­რი­ი­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კო­დექ­სის (65-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის) თა­ნახ­მად შპს "ყაზ­ბე­გის რეს­ტო­რა­ნი ვე­ლი­ა­მი­ნოვ­ზე" 1000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და. აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს გა­და­ეგ­ზავ­ნა. აგ­რეთ­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბის არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა",-ნათ­ქვა­მია სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

თბილისში რესტორანი გამოავლინეს, სადაც ცხენის ხორცისგან მომზადებულ ხინკალს ყიდდნენ

თბილისში რესტორანი გამოავლინეს, სადაც ცხენის ხორცისგან მომზადებულ ხინკალს ყიდდნენ

რესტორანში "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" ხინკალსა და აფხაზურაში ცხენის ხორცი აღმოჩნდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25 მარტს ბიზნესოპერატორების მონიტორინგი განახორციელეს.

ბიზნესოპერატორებიდან აღებული მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები ხორცის სახეობრივი კვლევისთვის, კერძოდ, ცხენის ხორცის იდენტიფიკაციისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად, შპს-ში "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" აღებულ ხინკლისა და აფხაზურას ორ ნიმუშში ცხენის ხორცია იდენტიფიცირებული.

"სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის (65-ე მუხლის პირველი ნაწილის) თანახმად შპს "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" 1000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა. აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბიზნესოპერატორების არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდება",-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია