ვაშლის ხის გაზრდა ყველა მებაღის სურვილია, რადგან მათ იციან ნერგის გახარების, შემდეგ კი ნაყოფის მოსხმის სიხარული.
ჩვენ გასწავლით ვაშლის გამოზრდას კურკისგან. ამ საქმიანობის შესრულებას იმ შემთხვევაშიც გირჩევთ, თუ ძალიან შორს ხართ მებაღეობისგან. უბრალოდ, სცადეთ, რამხელა ხის გაზრდას შეძლებთ ციცქნა კურკისგან. იმისათვის, რომ ვაშლის ხე გამოზარდოთ, დაგჭირდებათ: ვაშლი, კომპოსტი, ყუთი ან ქოთანი, ქაღალდის ხელსახოცი, პლასტიკატის პაკეტი და დანა.
გაჭერით ვაშლი და ამოაცალეთ კურკები. მათ მიწაში დარგვამდე შემდეგნაირად მოიქეცით: კურკები კარგად გარეცხეთ, შემდეგ სამი დღით წყალში გააჩერეთ, წყალი ყოველდღე უცვალეთ.
შემდეგი ეტაპი: კურკები ნამიან ქაღალდის ხელსახოცში გაახვიეთ, პოლიეთილენის პაკეტში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ. დაახლოებით 1 თვე უნდა გააჩეროთ. დროდადრო შეამოწმეთ, თუ ქაღალდი გამშრალია, ისევ დაასველეთ.