მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავამ სასამართლოს "ჩმორი" უწოდა, პროკურორები კი ჩინელ ტურისტებს შეადარა - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე
 უგულავამ სასამართლოს "ჩმორი" უწოდა, პროკურორები კი ჩინელ ტურისტებს შეადარა - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე

სა­სა­მარ­თლო ივა­ნიშ­ვი­ლის "ჩმო­რი" გახ­და, - ამის შე­სა­ხებ 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­ტო­ვე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

უგუ­ლა­ვამ უარი თქვა ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით მო­სა­მარ­თლის შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­სა­მარ­თლო­ში სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობს, ხოლო სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი მის­თვის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის ოთა­ხია.

უგუ­ლა­ვას თქმით, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მხო­ლოდ იმ მო­ტი­ვით მი­დის, რომ გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბე­ბი, მო­ი­ნა­ხუ­ლოს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი.

"არ ვა­პი­რებ სა­სა­მარ­თლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რად­გან სა­სა­მარ­თლომ დავ­ლუ­რი იცეკ­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე. ჩემი პა­ტიმ­რო­ბის ცხრათ­ვი­ა­ნი ვადა გა­ვი­და 2 აპ­რილს, ჯე­მა­ლა კო­პა­ლი­ა­ნის მე­ო­ხე­ბით კი, ვრჩე­ბი კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ, რა­ზეც მო­სა­მარ­თლის მხრი­დან შე­ნიშ­ვნა მი­ი­ღო, თუმ­ცა მან მო­სა­მარ­თლის მი­სა­მარ­თით გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა.

"აი­ტა­ნეთ იმი­ტომ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ას ფეხ­ქვეშ თე­ლავთ. ნება იბო­ძეთ და კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მო­ის­მი­ნეთ. სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ებ­მა კონ­სტი­ტუ­ცია ფეხ­ქვეშ გა­თე­ლეს. კონ­სტი­ტუ­ცი­ის იმ­პე­რა­ტი­უ­ლი მო­თხოვ­ნაა, ცხრათ­ვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, თუკი პირს არ უმ­ტკიც­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლი, უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ცი­ხი­დან. თუმ­ცა იმი­ტომ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის "ჩმო­რი" გახ­და ეს უწყე­ბა, მე ვრჩე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ. მან პრო­კუ­რო­რე­ბი ჩი­ნელ ტუ­რის­ტებს შე­ა­და­რა.

"ჩი­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბი­ვით ხუთ-ხუთი პრო­კუ­რო­რი და­დის ხოლ­მე პრო­ცეს­ზე, ახლა მო­ვი­და ერთი, რად­გან უნ­დათ, რომ პრო­ცე­სი გა­და­ი­დოს. ჩემი, ვა­ნოს და ყვე­ლას და­პა­ტიმ­რე­ბა რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით მოხ­და, ეს ყვე­ლამ თქვა. სა­სა­მარ­თლო კი სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცი­ა­შია. ამის შემ­დეგ ნუ ითხოვთ პა­ტი­ვის­ცე­მას", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მისი თქმით, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით მი­მარ­თავს მისი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. უგუ­ლა­ვა აცხა­დებს, რომ იმე­დი არ აქვს, რომ მო­სა­მარ­თლე გერ­მა­ნე და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგო­ლო­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღებს.

"სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბი კონ­სი­ტუ­ცი­ე­ბი დავ­ლურს ცეკ­ვავს, მან­ტია არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჭინ­ჭი, ჭი­ლო­ბი იქ­ნე­ბა თუ ტილო, ესეც თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა და­იმ­სა­ხუ­როს ში­ნა­არსმა და არა ჭინჭმა. ამ ტა­კი­მას­ხა­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ. რო­დე­საც ახ­ლობ­ლე­ბი მო­მენ­ტა­რე­ბი­ან, მა­შინ მო­ვალ. ამ ტა­კი­მას­ხა­რა­ო­ბას ჰქვია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. თევ­ზი ყროლ­დე­ბა და ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ოს­ნო­ბით მას თავი უკვე აუყროლ­და, სა­ნამ ტა­ნიც აუყროლ­დე­ბა უნდა ჩა­მო­ვა­შო­როთ ქვე­ყა­ნას. თქვენც ნუ ჩაყ­ვე­ბით ამ ჭი­ლო­ბით", - მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლე გერ­მა­ნე და­დეშ­ქე­ლი­ანს გიგი უგუ­ლა­ვამ.

მო­სა­მარ­თლეს მის­თვის შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მა სურ­და და უთხრა, რომ ეს­მო­და უგუ­ლა­ვას ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რა­ზეც უგუ­ლა­ვამ კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა მო­სა­მარ­თლის მი­მართ.

"ემო­ცი­უ­რი ფონი თქვენ უნდა გქონ­დეთ, რომ დავ­ლურს ცეკ­ვავთ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე. არ ვა­პი­რებ პო­ლე­მი­კა­ში შე­მოს­ვლას, არა­ფერს არ წყვეტთ თქვენ. უარს ვა­ცხა­დებ სა­მარ­თლებ­რივ ნა­წილ­ში პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვას, სა­სა­მარ­თლო შეგ­ნე­ბუ­ლად არ ახ­დენს 3 აპ­რი­ლის შემ­დეგ, რა­ზეც მო­სა­მარ­თლემ გა­ნუ­მარ­ტა, რომ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გან­ხი­ლუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე რო­მე­ლიც დღეს ტარ­დე­ბა, მა­ნამ­დე კი ვი­ნა­ი­დან პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა მოხ­და, დაც­ვის მხა­რის მო­თხოვ­ნის გან­ხილ­ვა ვერ ხდე­ბო­და.

გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ გიგი უგუ­ლა­ვას ახ­ლობ­ლებ­მა ტაში და­უკ­რეს. ამის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე კი­დევ ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა. პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ უგუ­ლა­ვამ და მე­რა­ბიშ­ვილ­მა დარ­ბა­ზი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვეს, სხდო­მა და­ტო­ვეს დარ­ბაზ­ში დამ­სწრე­ებ­მაც. პრო­ცე­სი მხო­ლოდ მხა­რე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გრძელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

უგულავამ სასამართლოს "ჩმორი" უწოდა, პროკურორები კი ჩინელ ტურისტებს შეადარა - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე

 უგულავამ სასამართლოს "ჩმორი" უწოდა, პროკურორები კი ჩინელ ტურისტებს შეადარა - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე

სასამართლო ივანიშვილის "ჩმორი" გახდა, - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომის დატოვებამდე განაცხადა.

უგულავამ უარი თქვა ბრალდებულის ვინაობის დადგენის მიზნით მოსამართლის შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოში სამართლებრივ პროცესებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ხოლო სასამართლო დარბაზი მისთვის პრესკონფერენციების ოთახია.

უგულავას თქმით, სხდომათა დარბაზში მხოლოდ იმ მოტივით მიდის, რომ გააკეთოს განცხადებები, მოინახულოს ოჯახის წევრები და მეგობრები.

"არ ვაპირებ სასამართლოსთან თანამშრომლობას, რადგან სასამართლომ დავლური იცეკვა კონსტიტუციაზე. ჩემი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა გავიდა 2 აპრილს, ჯემალა კოპალიანის მეოხებით კი, ვრჩები კვლავ პატიმრობაში", - განაცხადა გიგი უგულავამ, რაზეც მოსამართლის მხრიდან შენიშვნა მიიღო, თუმცა მან მოსამართლის მისამართით გააკეთა განცხადება.

"აიტანეთ იმიტომ, რომ კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავთ. ნება იბოძეთ და კრიტიკული განცხადება მოისმინეთ. საერთო სასამართლოებმა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელეს. კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნაა, ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ, თუკი პირს არ უმტკიცდება დანაშაული, უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. თუმცა იმიტომ, რომ ივანიშვილის "ჩმორი" გახდა ეს უწყება, მე ვრჩები პატიმრობაში", - განაცხადა უგულავამ. მან პროკურორები ჩინელ ტურისტებს შეადარა.

"ჩინელი ტურისტებივით ხუთ-ხუთი პროკურორი დადის ხოლმე პროცესზე, ახლა მოვიდა ერთი, რადგან უნდათ, რომ პროცესი გადაიდოს. ჩემი, ვანოს და ყველას დაპატიმრება რომ პოლიტიკური მოტივით მოხდა, ეს ყველამ თქვა. სასამართლო კი სირაქლემას პოზიციაშია. ამის შემდეგ ნუ ითხოვთ პატივისცემას", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს მისი წინასწარი პატიმრობის შეწყვეტის შესახებ. უგულავა აცხადებს, რომ იმედი არ აქვს, რომ მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შუამდგოლობას დააკმაყოფილებს და გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ მიიღებს.

"საერთო სასამართლოები კონსიტუციები დავლურს ცეკვავს, მანტია არის ჩვეულებრივი ჭინჭი, ჭილობი იქნება თუ ტილო, ესეც თქვენზეა დამოკიდებული. პატივისცემა უნდა დაიმსახუროს შინაარსმა და არა ჭინჭმა. ამ ტაკიმასხარაობაში მონაწილეობას არ მივიღებ. როდესაც ახლობლები მომენტარებიან, მაშინ მოვალ. ამ ტაკიმასხარაობას ჰქვია სამართლიანობის აღდგენა. თევზი ყროლდება და ივანიშვილის თაოსნობით მას თავი უკვე აუყროლდა, სანამ ტანიც აუყროლდება უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყანას. თქვენც ნუ ჩაყვებით ამ ჭილობით", - მიმართა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს გიგი უგულავამ.

მოსამართლეს მისთვის შენიშვნის მიცემა სურდა და უთხრა, რომ ესმოდა უგულავას ემოციური მდგომარეობა, რაზეც უგულავამ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება მოსამართლის მიმართ.

"ემოციური ფონი თქვენ უნდა გქონდეთ, რომ დავლურს ცეკვავთ კონსტიტუციაზე. არ ვაპირებ პოლემიკაში შემოსვლას, არაფერს არ წყვეტთ თქვენ. უარს ვაცხადებ სამართლებრივ ნაწილში პროცესებში მონაწილეობაზე", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის განხილვას, სასამართლო შეგნებულად არ ახდენს 3 აპრილის შემდეგ, რაზეც მოსამართლემ განუმარტა, რომ შუამდგომლობა განხილული უნდა ყოფილიყო წინასასამართლო სხდომაზე რომელიც დღეს ტარდება, მანამდე კი ვინაიდან პროცესის გადადება მოხდა, დაცვის მხარის მოთხოვნის განხილვა ვერ ხდებოდა.

განცხადების გაკეთების შემდეგ გიგი უგულავას ახლობლებმა ტაში დაუკრეს. ამის შემდეგ განცხადება გააკეთა 7 ნოემბრის საქმეზე კიდევ ერთმა ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა. პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ უგულავამ და მერაბიშვილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, სხდომა დატოვეს დარბაზში დამსწრეებმაც. პროცესი მხოლოდ მხარეების მონაწილეობით გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ