სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხეცი უნდა იყო შეგინებისთვის 21 წლის ბიჭს ყელი რომ გამოჭრა" - რა მოხდა ლაგოდეხში?!
"მხეცი უნდა იყო შეგინებისთვის 21 წლის ბიჭს ყელი რომ გამოჭრა" - რა მოხდა ლაგოდეხში?!

"სი­ტყვა ვერ გად­მოს­ცემს რა სა­ცო­და­ვე­ბი არი­ან მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის მშობ­ლე­ბი, მათი ცხოვ­რე­ბაც დას­რულ­და შვი­ლის სიკ­ვდი­ლით..."

"ეგ კაცი სიმ­თვრა­ლი­სას, არა მხო­ლოდ ცოლ-შვილს სცემ­და უმი­ზე­ზოდ, არა­მედ მე­ზობ­ლებ­საც აწი­ო­კებ­და, ერთხანს ცო­ლის უმო­წყა­ლოდ გა­ლახ­ვის გამო სას­ჯელ­საც იხ­დი­და."

მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა ლა­გო­დეხ­ში, სო­ფელ კა­ბა­ლა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ. ახ­ვერ­დი­ე­ვე­ბის ერ­თა­დერთ ვაჟს 21 წლის ჯო­შ­გუნ ახ­ვერ­დი­ევს სას­ტი­კად თა­ნა­სოფ­ლე­ლი გა­უს­წორ­და. ბიჭს 19-ჯერ ჰქონ­და დანა დარ­ტყმუ­ლი. სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ჯო­შ­გუ­ნი წე­სი­ე­რი და მშრო­მე­ლი ბიჭი იყო, ყვე­ლას გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და. ახ­ვერ­დი­ე­ვის უბე­დუ­რე­ბა მთე­ლი სოფ­ლის უბე­დუ­რე­ბად იქცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გია მკვლე­ლი პო­ლი­ცი­ამ სწრა­ფად რომ და­ა­კა­ვა, რად­გან კი­დევ უფრო დიდი უბე­დუ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო, რად­გან სო­ფელ კა­ბა­ლას მცხოვ­რებ­თა ნა­წი­ლი დამ­ნა­შა­ვის ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბას ითხოვ­და. "შე­მა­გი­ნა და იმი­ტომ მოვ­კა­ლიო."- რო­გორც სო­ფელ­ში ყვე­ბი­ან, სწო­რედ ასე გა­ნა­ცხა­და მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან მი­მა­ლულ­მა დამ­ნა­შა­ვემ და­კა­ვე­ბი­სას. შსს–ს ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლი რან­თიკ ალი­ე­ვი მომ­ხდა­რი­დან ორ სა­ათ­ში, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფო­ნა­ში და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფო­რა­მა­ცი­ით­ვე, დამ­ნა­შა­ვე 1987 წელ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი და წარ­სულ­ში უკვე იყო ნა­სამ­რთლე­ვი.

მოხ­და­რის დე­ტა­ლებს სო­ფელ­ში ასე ყვე­ბი­ან:

"სა­ღა­მოს ჯო­შ­გუნ ახ­ვერ­დი­ე­ვი თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად სუფ­რა­ზე ყო­ფი­ლა და ცოტა და­უ­ლე­ვია, თუმ­ცა იქი­დან მალე წა­მო­სუ­ლა და სოფ­ლის ცენ­ტრში მდე­ბა­რე სა­ბი­ლი­არ­დოს­კენ წა­სუ­ლა. ეს არის ჩვე­ნი სოფ­ლის ხალ­გაზ­რდო­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლი. ბიჭი ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი და ყო­ჩა­ღი იყო, მშობ­ლებ­მა წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად სა­ჩუ­ქა­რი - მან­ქა­ნა არ­ცთუ დიდი ხნის წინ უყი­დეს, სა­ბე­დის­წე­რო გა­მოდ­გა ეს მან­ქა­ნა ბი­ჭის­თვის. მოკ­ლედ, სა­ბი­ლი­არ­დოს­თან მი­სულ­მა მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, გად­მო­ვი­და და იქვე მდგომ ხალ­ხს მი­ე­სალ­მა. ამა­სო­ბა­ში სა­ბი­ლი­არ­დოს­თან ნას­ვა­მი რან­თიკ ალი­ე­ვიც გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ასე­ვე შეკ­რე­ბი­ლე­ბის­კენ გა­ე­მარ­თა. ამ­ბო­ბენ, რომ ზო­გი­ერ­თი რან­თი­კის და­ნახ­ვა­ზე იქა­უ­რო­ბას გა­ე­ცა­ლა, საქ­მე ისაა, რომ მთვრა­ლი რან­თი­კის შა­რი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მთელ­მა სო­ფელ­მა იცო­და და ბევ­რი ერი­დე­ბო­და მა­გას­თან საქ­მის და­ჭე­რას... ეგ კაცი სიმ­თვრა­ლი­სას, არა მხო­ლოდ ცოლ-შვილს სცემ­და უმი­ზე­ზოდ, არა­მედ მე­ზობ­ლებ­საც აწი­ო­კებ­და, ერთხანს ცო­ლის უმო­წყა­ლოდ გა­ლახ­ვის გამო სას­ჯელ­საც იხ­დი­და. სოფ­ლის ე.წ. ბირ­ჟას­თან მო­ახ­ლო­ე­ბულ­მა რან­თიკ­მა რა­ტომ­ღაც ჯო­შ­გუნს და­ად­გა თვა­ლი და თურ­მე აუ­შარ­და, რა­ტომ უფრო კარ­გად არ მო­მე­სალ­მეო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მხეცი უნდა იყო შეგინებისთვის 21 წლის ბიჭს ყელი რომ გამოჭრა" - რა მოხდა ლაგოდეხში?!

"მხეცი უნდა იყო შეგინებისთვის 21 წლის ბიჭს ყელი რომ გამოჭრა" - რა მოხდა ლაგოდეხში?!

"სიტყვა ვერ გადმოსცემს რა საცოდავები არიან მოკლული ბიჭის მშობლები, მათი ცხოვრებაც დასრულდა შვილის სიკვდილით..."

"ეგ კაცი სიმთვრალისას, არა მხოლოდ ცოლ-შვილს სცემდა უმიზეზოდ, არამედ მეზობლებსაც აწიოკებდა, ერთხანს ცოლის უმოწყალოდ გალახვის გამო სასჯელსაც იხდიდა."

მთელი ქვეყანა შეძრა ლაგოდეხში, სოფელ კაბალაში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ახვერდიევების ერთადერთ ვაჟს 21 წლის ჯოშგუნ ახვერდიევს სასტიკად თანასოფლელი გაუსწორდა. ბიჭს 19-ჯერ ჰქონდა დანა დარტყმული. სოფელში ამბობენ, რომ ჯოშგუნი წესიერი და მშრომელი ბიჭი იყო, ყველას გამორჩეულად უყვარდა. ახვერდიევის უბედურება მთელი სოფლის უბედურებად იქცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ კარგია მკვლელი პოლიციამ სწრაფად რომ დააკავა, რადგან კიდევ უფრო დიდი უბედურება შეიძლება დატრიალებულიყო, რადგან სოფელ კაბალას მცხოვრებთა ნაწილი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა. "შემაგინა და იმიტომ მოვკალიო."- როგორც სოფელში ყვებიან, სწორედ ასე განაცხადა მკვლელობის ადგილიდან მიმალულმა დამნაშავემ დაკავებისას. შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული რანთიკ ალიევი მომხდარიდან ორ საათში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში დააკავეს. შსს-ს ინფორამაციითვე, დამნაშავე 1987 წელსაა დაბადებული და წარსულში უკვე იყო ნასამრთლევი.

მოხდარის დეტალებს სოფელში ასე ყვებიან:

"საღამოს ჯოშგუნ ახვერდიევი თანატოლებთან ერთად სუფრაზე ყოფილა და ცოტა დაულევია, თუმცა იქიდან მალე წამოსულა და სოფლის ცენტრში მდებარე საბილიარდოსკენ წასულა. ეს არის ჩვენი სოფლის ხალგაზრდობის თავშეყრის ადგილი. ბიჭი ძალიან მშრომელი და ყოჩაღი იყო, მშობლებმა წასახალისებლად საჩუქარი - მანქანა არცთუ დიდი ხნის წინ უყიდეს, საბედისწერო გამოდგა ეს მანქანა ბიჭისთვის. მოკლედ, საბილიარდოსთან მისულმა მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და იქვე მდგომ ხალხს მიესალმა. ამასობაში საბილიარდოსთან ნასვამი რანთიკ ალიევიც გამოჩნდა, რომელიც ასევე შეკრებილებისკენ გაემართა. ამბობენ, რომ ზოგიერთი რანთიკის დანახვაზე იქაურობას გაეცალა, საქმე ისაა, რომ მთვრალი რანთიკის შარიანობის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა და ბევრი ერიდებოდა მაგასთან საქმის დაჭერას... ეგ კაცი სიმთვრალისას, არა მხოლოდ ცოლ-შვილს სცემდა უმიზეზოდ, არამედ მეზობლებსაც აწიოკებდა, ერთხანს ცოლის უმოწყალოდ გალახვის გამო სასჯელსაც იხდიდა. სოფლის ე.წ. ბირჟასთან მოახლოებულმა რანთიკმა რატომღაც ჯოშგუნს დაადგა თვალი და თურმე აუშარდა, რატომ უფრო კარგად არ მომესალმეო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია