მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დაიბარეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დაიბარეს

პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან სი­რი­ა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის გაგ­ზავ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის რე­დაქ­ტო­რი გელა მთივ­ლიშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრში მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს. ჟურ­ნა­ლის­ტი და­კი­თხვა­ზე დღეს, 17 აპ­რილს, 15:00 სა­ათ­ზეა და­ბა­რე­ბუ­ლი.

უწყე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტს ჩა­ბარ­და, საქ­მეს შსს კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მე­ო­რე მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი უსუფ თვა­ლი­აშ­ვი­ლი იძი­ებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა 16 აპ­რილს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს იმის გა­სარ­კვე­ვად, ვინ დგას პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან ახალ­გაზ­რდე­ბის სი­რი­ა­ში გაგ­ზავ­ნის უკან და ვინ მო­უ­წო­დებს მათ, ჩა­ერ­თონ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­სარ­გებ­ლოდ ბრძო­ლა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, 2 აპ­რილს, პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან სი­რი­ა­ში 16 წლის მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი და 18 წლის რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლი წა­იყ­ვა­ნეს. მათ სა­ქარ­თვე­ლო თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის გავ­ლით და­ტო­ვეს. შს მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს არას­რულ­წლო­ვა­ნის ასა­კი გა­მო­ე­პა­რა, რა­ზე­დაც გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ მოკ­ვლე­ვა უკვე და­ას­რუ­ლა და პო­ლი­ცი­ე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ის­ჯე­ბა.

12 აპ­რილს კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­ავ­რცე­ლა ფოტო, სა­დაც მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი და რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვი­ლი არი­ან აღ­ბეჭ­დი­ლე­ბი ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად წო­დე­ბუ­ლი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" დრო­შის ფონ­ზე. მათ ხელ­ში "კა­ლაშ­ნი­კო­ვის" ავ­ტო­მა­ტე­ბი უჭი­რავთ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­დან სი­რი­ა­ში გაგ­ზავ­ნი­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ე.წ. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის, თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბა­ში არი­ან.

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტის ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას თქმით, ფო­ტო­დან ჩანს, რომ პან­კი­სი­დან სი­რი­ა­ში გაგ­ზავ­ნილ­მა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის დრო­შის ქვეშ ფიცი უკვე და­დეს და სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თებ­ში გა­ა­ნა­წი­ლეს.

წყა­რო: ick.ge

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დაიბარეს

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დაიბარეს

პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გაგზავნასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი გელა მთივლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტი დაკითხვაზე დღეს, 17 აპრილს, 15:00 საათზეა დაბარებული.

უწყების მიხედვით, რომელიც ჟურნალისტს ჩაბარდა, საქმეს შსს კონტრტერორისტული ცენტრის მეორე მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებელი უსუფ თვალიაშვილი იძიებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 16 აპრილს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს იმის გასარკვევად, ვინ დგას პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გაგზავნის უკან და ვინ მოუწოდებს მათ, ჩაერთონ "ისლამური სახელმწიფოს" სასარგებლოდ ბრძოლაში.

შეგახსენებთ, 2 აპრილს, პანკისის ხეობიდან სირიაში 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი წაიყვანეს. მათ საქართველო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით დატოვეს. შს მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს არასრულწლოვანის ასაკი გამოეპარა, რაზედაც გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაასრულა და პოლიციელი ადმინისტრაციული წესით დაისჯება.

12 აპრილს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ფოტო, სადაც მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი არიან აღბეჭდილები ტერორისტულ ორგანიზაციად წოდებული "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ფონზე. მათ ხელში "კალაშნიკოვის" ავტომატები უჭირავთ. არსებული ინფორმაციით, საქართველოდან სირიაში გაგზავნილი სკოლის მოსწავლეები ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში არიან.

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას თქმით, ფოტოდან ჩანს, რომ პანკისიდან სირიაში გაგზავნილმა სკოლის მოსწავლეებმა ისლამური ხალიფატის დროშის ქვეშ ფიცი უკვე დადეს და სამხედრო შენაერთებში გაანაწილეს.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია