კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გულზე ხელს მიიდებდა და ამბობდა, 35 წლამდე ვერ ვიცოცხლებო" - რას ჰყვება კოტე თოლორდავას წინათგრძნობაზე მისი სასცენო პარტნიორი
"გულზე ხელს მიიდებდა და ამბობდა, 35 წლამდე ვერ ვიცოცხლებო" - რას ჰყვება კოტე თოლორდავას წინათგრძნობაზე მისი სასცენო პარტნიორი

"მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის" მსა­ხი­ო­ბი ნინო ლეჟა­ვა ის ადა­მი­ა­ნია, ვი­საც კოტე თო­ლორ­და­ვას­თან ერ­თად სცე­ნა­ზე ყვე­ლა­ზე მეტი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ისი­ნი სას­ცე­ნო პარტნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ და უსი­ტყვოდ ეს­მო­დათ ერ­თმა­ნე­თის.

ნინო კო­ტეს ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბით დათ­რგუ­ნუ­ლი და შე­წუ­ხე­ბუ­ლია. ის თა­ვის ემო­ცი­ებს მე­გო­ბარ­ზე ასე გვი­ზი­ა­რებს:

- მე­ტე­ხის თე­ატ­რი­დან პარტნი­ო­რე­ბი ვი­ყა­ვით. სპექ­ტაკლში "მა­ტყუ­ა­რე­ბი" შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გახ­ლდით. დიახ, ჩვე­ნი პირ­ვე­ლი დუ­ე­ტი იქ შედ­გა. შემ­დეგ ერ­თად მო­ვე­დით მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რშიც, მაგ­რამ მა­ნამ­დე ხა­თუ­ნა მი­ლო­რა­ვას რე­ჟი­სუ­რით დად­გმულ სპექ­ტაკლში - "და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რო­მა­ნი" "თე­ატ­რი ათო­ნელ­ზე" მხო­ლოდ ჩვენ ორნი ვთა­მა­შობ­დით. რო­დე­საც "მო­ზარ­დში" გად­მო­ვე­დით, ეს წარ­მოდ­გე­ნაც წა­მო­ვი­ღეთ და მას უკვე "დეჟა ვიუ" და­ერ­ქვა... სპექ­ტაკ­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობ­და. ბო­ლოს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზეც გვქონ­და წა­ღე­ბუ­ლი და 5 სა­ო­ცა­რი დღე გა­ვა­ტა­რეთ იქ. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ, უბედ­ნი­ე­რე­სე­ბი ვი­ყა­ვით, რად­გა­ნაც ეს იყო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დუ­ე­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ემო­ცი­ურ ტან­დე­მად აღი­ა­რეს და მა­ყუ­რე­ბის სიმ­პა­ტი­ის პრი­ზიც გად­მოგ­ვცეს.

მერე ჩემ­მა მე­უღ­ლემ (რე­ჟი­სო­რი გოგა ქა­ჩი­ბა­ია) ბასა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლის "თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი" დად­გა და იქ მეგ­რე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ითა­მა­შა. სა­ოც­რად სა­ხა­სი­ა­თო როლი შექ­მნა... "კუ­კარ­ა­ჩა­შიც" ჩემი პარტნი­ო­რი იყო, სა­დაც მე ინგა გახ­ლდით. "ამი­კო­ში" კი ჩემი შვი­ლო­ბა მო­უ­წია არა­და, სულ მისი ცო­ლი­სა და საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის როლი მქონ­და ხოლ­მე. ცოტა ხან­ში ჩემს მე­უღ­ლეს უნ­დო­და, რომ "ფი­გა­რო" და­ედ­გა...

- რო­დის აპი­რებ­და ამას?

- კოტე რუ­სეთ­ში იმ კი­ნო­გა­და­ღე­ბას რომ მორ­ჩე­ბო­და. თან, ამ სპექ­ტაკ­ლის­თვის ფი­ნან­სე­ბი იყო მო­სა­ძი­ე­ბე­ლი. ფი­გა­როს როლი კო­ტეს­თვის ზედ­გა­მოჭ­რი­ლი იქ­ნე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და.

- ამ დღე­ებ­ში ვი­საც კო­ტე­ზე ვე­ლა­პა­რა­კე, მას­ზე ნა­წყე­ნი ადა­მი­ა­ნი ჯერ არ შემ­ხვედ­რია...

- ასეც იყო და არის. არ არ­სე­ბობ­და, ვინ­მე­ზე რამე ცუდი ეთ­ქვა. მარ­ტო ღი­მი­ლი და კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა. ახლა რომ ვიხ­სე­ნებთ მის ამ­ბებს, სა­ხე­ზე ტი­რილ­ნა­რე­ვი ღი­მი­ლი გვაქვს, რად­გა­ნაც სულ მხი­ა­რუ­ლი და სა­სა­ცი­ლო ამ­ბებ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი.…თა­ვის თავ­ზე რა­ღა­ცებს იგო­ნებ­და…ხომ სულ მირ­ბო­და და მორ­ბო­და, ამ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობ­და, უამ­რავ ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და, რის გა­მოც ყველ­გან აგ­ვი­ან­დე­ბო­და. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე სულ ლო­დი­ნი გვი­წევ­და, მაგ­რამ რო­გორც კი მო­ვი­დო­და და მის ჩვე­ულ სა­ხეს მი­ი­ღებ­და, იტყო­და - "ია ჟე აბა­ი­აშ­კა?" ვე­ღარ გა­უბ­რაზ­დე­ბო­დი. გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო.

მახ­სოვს, "თი­თით საჩ­ვე­ნე­ბელ­ზე" რომ ვმუ­შა­ობ­დით, ერთხელ მო­ვი­და და გვი­თხრა, "სვარ­კას" ვუ­ყუ­რე და თვა­ლე­ბი და­მეწ­ვა, ჩემი დღის შუქ­ზე მუ­შა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და შემ­დუ­ღებ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი სათ­ვა­ლე გა­ე­კე­თე­ბი­ნა... რას არ მო­ი­გო­ნებ­და... ერთხელ გვი­თხრა, მე­ზო­ბელს წყა­ლი ჩა­ვუყ­ვა­ნე და ჩა­ვუნ­გრიე ყვე­ლა­ფე­რიო, მოკ­ლედ, მუდ­მი­ვად ასე "გვა­გი­ჟებ­და".

ხალ­ხს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ის კი არა, პე­ტერ­ბურ­გშიც რომ ვი­ყა­ვით, ამის შე­სა­ხებ იქა­ურ­მა ქარ­თვე­ლებ­მა რომ გა­ი­გეს, თბი­ლი შეხ­ვედ­რა მოგ­ვი­წყეს, პა­ტი­ვი გვცეს. მოკ­ლედ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ათას ად­გი­ლას უწევ­და მის­ვლა-მეთ­ქი, რომ ვამ­ბობ, რა ექნა, ასე­თი რე­ჟი­მი ჰქონ­და. სულ მოძ­რა­ო­ბა უნ­დო­და, სულ ამას ცდი­ლობ­და. თით­ქოს მუდ­მი­ვად რა­ღა­ცის მოს­წრე­ბა სურ­და. იმ დღეს სან­დრო კა­კუ­ლი­ამ კარ­გად თქვა, ყველ­გან აგ­ვი­ა­ნებ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სიკ­ვდილ­ზე ვერ და­აგ­ვი­ა­ნაო... სიკ­ვდი­ლის­თვის ყვე­ლას ძა­ლი­ან გვე­ნა­ნე­ბა...

- რაკი ასე ახ­ლოს იც­ნობ­დი და ამ­დე­ნი წლის თა­ნამ­შრომლბი იყა­ვით, რა­ი­მე წი­ნათ­გრძნო­ბა ხომ არ ჰქონ­და?

- "დეჟ ვიუს" რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ამ­ბობ­და, რომ ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე და გულ­ზე ხელს მი­ი­დებ­და ხოლ­მე. ასე­ვე ხუმ­რო­ბით იტყო­და ასეთ ფრა­ზას: მოვ­კვდი, აღარ შე­მიძ­ლია, ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, ემო­ცია, გა­დარ­ბე­ნა, გად­მორ­ბე­ნა, ჩემი გული ამ­დენს ვერ გა­უძ­ლებს, ნი­ნა­ჩკა, ხა­თუ­ნა­ჩკა (რე­ჟი­სო­რი). მე 35 წლამ­დე ვერ მი­ვაღ­წევ... ოღონდ, სულ შა­ყი­რობ­და, ამას რომ ამ­ბობ­და. ჩემს სა­ნა­თე­სა­ო­ში 50 წლამ­დე არა­ვის მი­უღ­წე­ვი­აო...

მინ­და, ისიც ვთქვა, რომ ისე­თი სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გო­რიც მას გა­ნოს მი­მართ ჰქონ­და, ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია. რა­საც აკე­თებ­და, ყვე­ლა­ფერს გა­ნოს უძღვნი­და...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ვი­დეო კოტე თო­ლორ­და­ვას ბოლო რე­პე­ტი­ცი­ი­დან

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გულზე ხელს მიიდებდა და ამბობდა, 35 წლამდე ვერ ვიცოცხლებო" - რას ჰყვება კოტე თოლორდავას წინათგრძნობაზე მისი სასცენო პარტნიორი

"გულზე ხელს მიიდებდა და ამბობდა, 35 წლამდე ვერ ვიცოცხლებო" - რას ჰყვება კოტე თოლორდავას წინათგრძნობაზე მისი სასცენო პარტნიორი

"მოზარდმაყურებელთა თეატრის" მსახიობი ნინო ლეჟავა ის ადამიანია, ვისაც კოტე თოლორდავასთან ერთად სცენაზე ყველაზე მეტი როლი აქვს შესრულებული, ისინი სასცენო პარტნიორები იყვნენ და უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.

ნინო კოტეს ასეთი მოულოდნელი გარდაცვალებით დათრგუნული და შეწუხებულია. ის თავის ემოციებს მეგობარზე ასე გვიზიარებს:

- მეტეხის თეატრიდან პარტნიორები ვიყავით. სპექტაკლში "მატყუარები" შეყვარებულები გახლდით. დიახ, ჩვენი პირველი დუეტი იქ შედგა. შემდეგ ერთად მოვედით მოზარდმაყურებელთა თეატრშიც, მაგრამ მანამდე ხათუნა მილორავას რეჟისურით დადგმულ სპექტაკლში - "დაუსრულებელი რომანი" ''თეატრი ათონელზე'' მხოლოდ ჩვენ ორნი ვთამაშობდით. როდესაც "მოზარდში" გადმოვედით, ეს წარმოდგენაც წამოვიღეთ და მას უკვე "დეჟა ვიუ" დაერქვა... სპექტაკლი დიდი წარმატებით სარგებლობდა. ბოლოს სანკტ-პეტერბურგში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეც გვქონდა წაღებული და 5 საოცარი დღე გავატარეთ იქ. ძალიან მოეწონათ, უბედნიერესები ვიყავით, რადგანაც ეს იყო ჩვენი პირველი გამარჯვებული დუეტი, რომელიც ყველაზე ემოციურ ტანდემად აღიარეს და მაყურების სიმპატიის პრიზიც გადმოგვცეს.

მერე ჩემმა მეუღლემ (რეჟისორი გოგა ქაჩიბაია) ბასა ჯანიკაშვილის "თითით საჩვენებელი" დადგა და იქ მეგრელი პოლიციელი ითამაშა. საოცრად სახასიათო როლი შექმნა... "კუკარაჩაშიც" ჩემი პარტნიორი იყო, სადაც მე ინგა გახლდით. "ამიკოში" კი ჩემი შვილობა მოუწია არადა, სულ მისი ცოლისა და საყვარელი ქალის როლი მქონდა ხოლმე. ცოტა ხანში ჩემს მეუღლეს უნდოდა, რომ "ფიგარო" დაედგა...

- როდის აპირებდა ამას?

- კოტე რუსეთში იმ კინოგადაღებას რომ მორჩებოდა. თან, ამ სპექტაკლისთვის ფინანსები იყო მოსაძიებელი. ფიგაროს როლი კოტესთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

- ამ დღეებში ვისაც კოტეზე ველაპარაკე, მასზე ნაწყენი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია...

- ასეც იყო და არის. არ არსებობდა, ვინმეზე რამე ცუდი ეთქვა. მარტო ღიმილი და კარგი მოგონებები დაგვიტოვა. ახლა რომ ვიხსენებთ მის ამბებს, სახეზე ტირილნარევი ღიმილი გვაქვს, რადგანაც სულ მხიარული და სასაცილო ამბებში იყო გახვეული.…თავის თავზე რაღაცებს იგონებდა…ხომ სულ მირბოდა და მორბოდა, ამ რეჟიმში ცხოვრობდა, უამრავ ადგილას მუშაობდა, რის გამოც ყველგან აგვიანდებოდა. რეპეტიციაზე სულ ლოდინი გვიწევდა, მაგრამ როგორც კი მოვიდოდა და მის ჩვეულ სახეს მიიღებდა, იტყოდა - "ია ჟე აბაიაშკა?" ვეღარ გაუბრაზდებოდი. გამორიცხული იყო.

მახსოვს, "თითით საჩვენებელზე" რომ ვმუშაობდით, ერთხელ მოვიდა და გვითხრა, "სვარკას" ვუყურე და თვალები დამეწვა, ჩემი დღის შუქზე მუშაობა არ შეიძლება და შემდუღებლის სპეციალური სათვალე გაეკეთებინა... რას არ მოიგონებდა... ერთხელ გვითხრა, მეზობელს წყალი ჩავუყვანე და ჩავუნგრიე ყველაფერიო, მოკლედ, მუდმივად ასე "გვაგიჟებდა".

ხალხს ძალიან უყვარდა. ის კი არა, პეტერბურგშიც რომ ვიყავით, ამის შესახებ იქაურმა ქართველებმა რომ გაიგეს, თბილი შეხვედრა მოგვიწყეს, პატივი გვცეს. მოკლედ, დღის განმავლობაში ათას ადგილას უწევდა მისვლა-მეთქი, რომ ვამბობ, რა ექნა, ასეთი რეჟიმი ჰქონდა. სულ მოძრაობა უნდოდა, სულ ამას ცდილობდა. თითქოს მუდმივად რაღაცის მოსწრება სურდა. იმ დღეს სანდრო კაკულიამ კარგად თქვა, ყველგან აგვიანებდა, მაგრამ სამწუხაროდ, სიკვდილზე ვერ დააგვიანაო... სიკვდილისთვის ყველას ძალიან გვენანება...

- რაკი ასე ახლოს იცნობდი და ამდენი წლის თანამშრომლბი იყავით, რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონდა?

- "დეჟ ვიუს" რეპეტიციებზე ამბობდა, რომ ძალიან დავიღალე და გულზე ხელს მიიდებდა ხოლმე. ასევე ხუმრობით იტყოდა ასეთ ფრაზას: მოვკვდი, აღარ შემიძლია, ამდენი სიყვარული, ემოცია, გადარბენა, გადმორბენა, ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს, ნინაჩკა, ხათუნაჩკა (რეჟისორი). მე 35 წლამდე ვერ მივაღწევ... ოღონდ, სულ შაყირობდა, ამას რომ ამბობდა. ჩემს სანათესაოში 50 წლამდე არავის მიუღწევიაო...

მინდა, ისიც ვთქვა, რომ ისეთი საოცარი სიყვარული, როგორიც მას განოს მიმართ ჰქონდა, ალბათ იშვიათია. რასაც აკეთებდა, ყველაფერს განოს უძღვნიდა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ვიდეო კოტე თოლორდავას ბოლო რეპეტიციიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია